Thursday, February 24, 2011

ფიქრები დილიდან

a Blogger lodger
a Youtube archiver
a Steam blocker
a Pirate bay cracker
a Twitter chatter
a Facebook loner
a Google account sweeper
a Yahoo account swinger
an E-bay shopper
a Flickr poser
a Tumblr lover
just to name a few
make me guess
the big boss' secretary 's
not as busy anymore



დილიდან ვფიქრობდი, ღმ–რთო, ნეტავ, საერთოდ რას ვწერ, სად ვწერ, რატომ ვწერ და ვინ ვარ–მეთქი. მერე ლექციაზე თქვეს, როცა ადამიანი დილიდან ფიქრობ მსგავს რამეებზე, შეიძლება გაგიჟდესო; დავმშვიდდი, რადგან გაგიჟება არ მემუქრება. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ გამიგია, ადამიანი ორჯერ გიჟდებოდეს... თუმცა, არსებობს ალბათ გარკვეული სტადიები. ფაქტია, რომ ცხოვრება იმხელა პროცესია და ისეთი ამბები გხვდება, რომ დილიდანვე დგები/ჯდები და ფიქრობ იმაზე, რატომ წერ ამდენს, ისევ შენთვის, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ გადაიკითხო და დაინახო, როგორი იყავი თუ ადამიანებისთვის, რომ გული გაუთბო, სახე გაუხსნა და იმედი მისცე. რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ძნელად გასაგები ხდება ყველაფერი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ზემოთ ჩამოთვლილი სოციალური ქსელები მკიდია კისერზე, ყველგან უნდა დაწერო რაღაც და საკუთარი თავი გამოხატო. არავინ გაძალებს, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ გაძლებ ისე, დღეში რამდენიმე სტატუსი არ დაწერო ფეისბუქზე, ტვიტერზე არ გამოხატო შენი სიყვარული რძიანი შოკოლადისადმი, ან ფლიკერზე ბრჭყვიალა სურათები არ დაათვალიერო და მერე ბლოგზე დაპოსტო; ბუნებრივია, ამასობაში იუთუბზე უსმენ საყვარელ სიმღერებს და საერთოდ აღარ გახსენდება, ოდესღაც მაგნიტოფონი რომ გქონდა და კასეტებს ახვევდი.

აი, ახლა ვწერ და ვხვდები, როგორ მომწონს, რასაც ვაკეთებ. მომწონს ყველა ეს სოციალური ქსელი და ამიტომ მაქვს მილიონი "ექაუნთი". მივდივარ, ვბრუნდები, მივდივარ, ვბრუნდები, მივდივარ, ვბრუნდები if you know what I mean...

ტარკოვსკიმ თქვა, ხელოვნება იმიტომ არსებობს, რომ სამყარო არასწორადაა მოწყობილიო და პირველად არ დავეთანხმე: სამყარო ზუსტად ისეა მოწყობილი, როგორც უნდა იყოს. სამყარო, უბრალოდ, შექმნილია და მისი მოწყობა (თუ გადაწყობა) პირდაპირ ჩვენზეა დამოკიდებული, ისევე როგორც ჩვენი სოციალური ქსელების პროფილისა და დიზაინის შერჩევა.

ამიტომ, უნდა ვწეროთ, ვწეროთ, მეც და თქვენც. ყველამ, ვინც გრძნობს, რომ ეწერინება და ლამის გული ამოვარდეს ემოციებისგან.
Февраль. Достать чернил и плакать! Писать о феврале навзрыд...

7 comments:

Anonymous said...

აჰ, ჩემნაირი ამბავი დაგემართა ხო? :დ
ამდენი ექაუნთებისგან ტვინი გადამეწვა და დროც შემომეცალა.
ამ არდადეგებზე გადავხედე ჩემს ირეალურ "მე"–ებს და ზედმეტობები წავშალე.
დანარჩენი საჭიროები კი ერთმანეთს დავუკავშირე და ეგაა ;))
კი უნდა ვწეროთ და ვწეროთ ;))
კარგია ეს ყველაფერი! ;)

Keti said...

"ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ გამიგია, ადამიანი ორჯერ გიჟდებოდეს"
სოფი, რა საყვარელი ხარ :)

შენ იმიტომ წერ, რომ ჩვენ გავთბეთ :) გარდა იმისა, რომ წერა გინდა.

მართალი ხარ, როცა ემოციებისგან ლამის გაგისკდეს გული, უნდა დაწერო. მე ასეთი საწერი ადგილი ტვიტერი მაქვს, მაგრამ ხანდახან ვიზღუდები იმის გამო, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია ჩემი ემოციები. ახლაც ეს პერიოდი მაქვს და მგონია, სიტყვები ყელში მეჩხირებიან :(

Kate said...

სოფ, ძალიან მიყვარხარ. :***

სოფი שרה Golden said...

@Rode, ხო, აშკარად. ძალიან კარგია თანაც :)

@Keti, მადლობა :) შევამჩნიე ტვიტერზე შენი ასეთი განწყობა და არ მომეწონა :/ ყველაფერი კარგად იქნება, შენც იცი, ასეთი პერიოდები კიდევ უფრო ზრდიან ადამიანს.

@Kate, მეც, გოგო, მეც!!! :*****

Kate said...

:****

Keti said...

მართალი ხარ, სოფი :*

Sophie שרה Golden said...

@ქეით, :პ

@ქეთი, :)