Wednesday, April 6, 2011

ახალი ციკლი: მზადება


კაბა – check.
ქორწილის თარიღი – check.

გუშინ გავისინჯე საქორწილო კაბა (არ ვყიდულობ, ვქირაობ. ჩემი სოციალისტი სული ერთი დღისთვის ბევრ ფულს ვერ დახარჯავს, ხომ იცით).
ო მაი გოშ ო მაი გოშ ო მაი გოშ. ისეთი უცნაური გრძნობა მქონდა, სარკეში რომ ჩავიხედე, მეგონა, ვიღაც "ახალი" ქალი მიყურებდა – ნაზი და ისეთი მშვიდი, თითქოს არაფერი აღელვებდა ამქვეყნად.
ლამაზი კაბაა ძალიან, სასწაულად გრძელშლეიფიანი და განვიცდი, როგორ ვიცეკვებ. რაღაცით ამ კაბას წააგავს, დრიუ ბერიმორს რომ აცვია ფილმში "Ever after" (ფრთების გარეშე, ბუნებრივია).

ქორწილი ივნისის შუა რიცხვებში გვექნება. ჩემი ბლოგის ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს, რომელიც ამ პერიოდში ლაიპციგში იქნება, თავისუფლად შეუძლია მოვიდეს ხუპის ცერემონიაზე. მაცნობეთ ი–მეილზე, რომ დეტალები გითხრათ.

[შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოსაგვარებელი მაქვს:
ოფიციალური საბუთები სამოქალაქო ქორწინებისთვის საქართველოს საელჩოდან, რომლების აღებაზეც, იმედია, არ მაწვალებენ.]

არის რაღაცები, რასაც სერიოზულად ვერ ვიღებ. ამ სიმღერის არ იყოს, მეცეკვება და მაშინ ვხვდები, რომ ორიგინალური ცხოვრება გვექნება მე და ჩემს მომავალ ქმარს. არც მინდა, მოსაწყენი და სტანდარტული ქორწინება გვქონდეს. არ მინდა განსაზღვრული წესებით ვიცხოვროთ და ხშირად ვფიქრობ იმაზე, როგორ შეიძლება ყველაფერი გავაsunnyოთ ამ გაყინულ გერმანიაში.
დედაჩემი ჯერ ბოლომდე ვერ აანალიზებს ჩემს გადაწყვეტილებას, ხან ტირის, ხან – იცინის; მთელი ჩემი ნათესავ–მეგობრები ინტერესით აღარ არიან, როგორი შეიძლება იყოს ის კაცი, ვისაც მე ცოლად მივყვები.
ისეთია, რომელთანაც ყველაზე თავისუფლად შემიძლია ვიცინო და ჩემებურ–გიჟურად ვიხუმრო.
ვიღაცამ მკითხა, როგორ მიხვდი, რომ "ის" არისო და გამეცინა. ასეთ რაღაცებს უბრალოდ ხვდები ადამიანი, ან რა დიდი მიხვედრა უნდა: მაშინ, როცა ყველაზე გაუსაძლისი ხარ, წუწუნებ, ხმას კარგავ მთელი კვირით, გირეკავს და რუსულ ზღაპრებს გიკითხავს მთელი ღამე, შენ პასუხად მხოლოდ ყურმილზე უკაკუნებ. ორჯერ – არას ნიშნავს, ერთხელ – კის. მერე ფიქრობ, სამსახურიდან მშვიდად მივიდეს სახლში და კარგად გამოძინება მოახერხოს. ამასობაში გაზაფხულიც მოდის და მიუხედავად მზის ნაკლებობისა, ჭორფლები მაინც გემატება ცხვირზე, შუბლზე – ესე იგი, დროა, ცხოვრებაში რაღაცები შეცვალო და ამოყვინთო.

14 comments:

Unknown said...

ოოოჰ. აი ესაა ის, რაზეც მე ვლაპარაკობ ხოლმე და რაცა სე ცოტას ესმის ჩემს გარშემო!

რა ბედნიერებაა :)

remonti2013.ge said...

სოფი სოფი არ მოგვაკლო ეს სიამოვნება, არ დაივიწყო ბლოგი ამ გიჟურ სამზადისში და მოგვიყევი ყველაფერი :)

სურათებს როგორ ველოდებიიიი :*

Toma said...

sabutebis gaketeba saertod ar gagichirdeba. shen dedasac ki sheudzlia mati ageba da gamogzavna :)

Clown said...

^_^ წარმატებები სოფი <3

ჭიამაია said...

რა მაგარია.... სასიამოვნო ქაოსია <3

Keti said...

სოფი, მიუხედავად ფუსფუსისა და ღელვისა, რაც ბუნებრივია ამ პერიოდისთვის, ისეთი სიმშვიდე და თავდაჯერება ვიგრძენი შენი ჩანაწერიდან...
წარმატებები! დარწმუნებული ვარ , ყველაფერი კარგად იქნება :)

babisa said...

სოფი ახალ ეტაპზე გადადის..
ეს ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ შენს შემთხვევაში კიდევ უფრო :)))
მიხარია, შენს გამო, რამაგარია, ღმერთო ჩემო :))))
ბუნებრივია, მაინტერესებს შენი მეორე ნახევარი, ქორწინების ამბები, სამზადისის ამბები და ფოტოებიც , კაბის და ა.შ
შენს ბლოგზეც ახალი ამბები და ახალი თემები იქნება ხოლმე. მოკლედ მშვენიერია შენი ცხოვრების ახალი დეტალები. მთავარია შენ ბედნიერი ხარ და ამას არაფერი ჯობს :)))

Anonymous said...

DZALIAN GAMIXARDA, ME UBRALOD SHENI BLOGIS MKITXVELI VAR. DA IMEDIA PHOTOEBS DA AXAL-ACXAL AMBEBS AR MOAKLEB BLOGS

Anonymous said...

დრიუსნაირი კაბა რა კაიაა :)):*

Zurriuss.Ge said...

უკვე მეორე პოსტია, გულათქროლებული რომ ვკითხულობ შენს ბლოგზე :)))
ძალიანძალიან მიხარია და დარწმუნებული ვარ, "ყოველივე ამის" შემდეგ ახალი სუნთქვით გააგრძელებ პოსტების წერას ;)

ნინო said...

ვაიმე, აქ რა ამბები ყოფილა და მე კიდევ როგორ მძინავს ( აი, რამდენი დამიკარგავს ბლოგებისთვის რომ ვეღარ ვიცლი:(((

გილოცავ, გილოცავ უამრავჯერ, მთელი სულითა და გულით!

არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა ასეთ დროს, მუდამ, მუდამ ისეთი ცხოვრება გქონდეს შენ როგორიც გინდა, როგორზეც გიფიქრია და გიოცნებია...

და, დარჩი მუდამ მზიანი ...

ბევრი, ბევრი სიხარული და ბედნიერება და იმედია, ქორწილის ამბებსაც დადებ. მართლა ძალიან მაინტერესებს.

სოფი שרה Golden said...

@ანუშკა, კი, ესაა :) :*

@13th Cinnamon, ბლოგს რა დამავიწყებს :)

@ტომა, მადლობა მხარდაჭერისთვის. ხო, მეც ასე მგონია.

@კლოუნიკო, :***

@ჭიამაია, :) კარგია, მაგრამ ხან სტრესული.

@ქეთი, შენ უფრო დამამშვიდე ახლა ამ სიტყვებით. დიდი მადლობა.

@ბაბისა, მადლობა. აააა, რა თბილი და საყვარელი ხარ!!!! ნელ–ნელა და დროს რამდენადაც გამოვნახავ, ყველაფერს დავწერ ხოლმე :)

@ანონიმუს, დიდი მადლობა :) არაფერს მოვაკლებ ბლოგს და დაველოდები შენს კომენტარებს. მიხარია, რომ კითხულობ.

@როდე, მთლად ასეთიც არაა, მაგრამ... :დ

@ზურიუს, ო მაი გოდ, ზურიუს, ო მაი გოდ, შენი კომენტარები მანერვიულებს და თან ისე მახარებს. :))))))))) მადლობა, ძალიან კარგი ადამიანი ხარ.

@ნინო, აბა. ხედავ, რა ხდება ქვეყანაზე? :))) მადლობა. დავრჩები, დავრჩები მზიანი.

Anonymous said...

au sop chavikitxe sheni postebi da mzadebis ambebze gamajriala :))) tikos da natis rogor undat shentan icii :P albat ici :P mokled martla ver warmogvedgina sheni qmari rogori unda yopiliyoo magram vici shennairi iqneba mziani :)))) ise mixaria :)) suratebs velodebi :)))))))))) ninii form geogria ((marshutkidan ra)) :D :D gamaxsenda chveni tavgadasavali :D

Chaotic said...

სოფი, გილოცავ, პირველ რიგში.

ოფიციალურ მხარეს რაც შეეხება, მე შენს ადგილას, პირდაპირ საქართველოში მოვაგვარებინებდი საბუთების საკითხს, მაგ.: დედაშენს. საქართველოს საელჩო არ გამოირჩევა დროულად შესრულებული საქმიანობით.

ჩემმა მეგობარმა ასე გააკეთა:
ყველა საბუთის ასაღებად, რაც საჭიროა, მისცა დედამისს მინდობილობა. სკაიპით დარეკა დედამისმა ნოტარიუსის ოფისიდან. ამ მინდობილობით გაცილებით მალე აიღებს დედაშენი ყველა საბუთს, თან ტელეფონზეც გიპასუხებს, როცა დარეკავ. :D

იქიდან გამოგზავნა კი, პრობლემა აღარაა. თუ ვინმე მოდის, წამოიღებს, თუ არადა, გამოაგზავნის UPS-ით. ცოტა ძვირი კია, მაგრამ სანდოა.

წარმატებები :*