Monday, April 11, 2011

თავისუფლება (ციკლიდან: მზადება)


23 მარტის შემდეგ ორი ნიშნობა გვქონდა.

არცერთი ნიშნობიდან ფოტოები არ მაქვს, რადგან ყველას ვთხოვე ფეისბუქზე არ დაედოთ, მეილზე გამოგზავნა კიდევ ავიწყდებათ. არც დედაჩემს და არც – ლილუს (ჩემს ყველაზე "ახლო" დას) არ უნახავთ, როგორ გამოვიყურებით ერთად მე და ჩემი საქმრო (ფოტოზე არც მე მინახავს, პრინციპში).

ადრე რამდენს ვწერდი ებრაულ ტრადიციებზე და ამ ბოლო დროს აღარაფერი მომიყოლია.
ნიშნობა ყველაზე ჩვეულებრივია ორთოდოქსულ წრეებში. მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ ოფიციალურად გახდეს ცნობილი წყვილის ურთიერთობა. "ნიშნობა" ქართულად ვთარგმნე, თორემ არავინ ინიშნება და ბეჭდის გადაცემაც არ ხდება. ძველი ებრაული ტრადიციის მიხედვით, უბრალოდ ბეჭდის (ნებისმიერი ფასეული ნივთის) გადაცემა, რამდენიმე ზრდასრული მამაკაცის თანდასწრებით, უკვე ქორწინებად ითვლება და ოფიციალურ ხუპამდე არ არის რეკომენდებული.

ჩვენი პირველი ნიშნობა ლაიპციგში რაღაცნაირად ქართულს ჰგავდა, უმეტესად ასაკოვანი სტუმრები იყვნენ, ქალები შეკითხვებს მაყრიდნენ და ოჯახურ პრობლემებზე ყვებოდნენ, კაცები სვამდნენ და ლაპარაკობდნენ. სამაგიეროდ, გუშინ ბერლინში გვქონდა ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა: ცოცხალი, მხიარული, საინტერესო და ახალგაზრდული.
ჩემმა მეგობარმა ამერიკელმა წყვილმა მოგვიწყო თავის ბინაში, რომელიც მიდრაშას შენობაშია და შესაბამისად, ერთი სართულის ქვემოთ ჩარბენა გვიწევდა გოგოებს.
არ მეგონა, თუ ამდენი სტუმარი მოვიდოდა: მთელი მიდრაშა (გოგოების ინსტიტუტი), იეშივა (სადაც ბიჭები სწავლობენ თორას), რაბინები, ოჯახები, ბავშვები...
გარდა იმისა, რომ ჩვენთვის ბედნიერი დღე იყო, უცნაური გრძნობა მქონდა – ვინ წარმოიდგენდა, წლების შემდეგ გერმანიაში, ბერლინში ისევ იქნებოდა ებრაული თემები, ოჯახები, ნიშნობები, ქორწილები და ღმ–ერთი კიდევ ერთხელ გაგვათავისუფლებდა.
ისტორია იცვლება, ხან მეორდება და ერთადერთი, რაც მუდმივად იყო და იქნება – თორაა, რომლის მიხედვითაც ცხოვრობს მსოფლიო ცნობიერად თუ გაუაზრებლად. ვერანაირი სისტემა, ვერანაირი დიქტატორი მოერევა იმას, ვინც თვითონ შექმნა ეს სისტემაც და სამყაროც. მთავარია, ადამიანებმა იცოდნენ, საით მიდიან და რა უნდათ, ბედნიერები იყვნენ და სხვებსაც აბედნიერებდნენ.

UPDATED:

აშკარად პოსტი ძალიან მოკლე და მშრალია :))))
ბერლინში კარგი ამინდებია, ისე თბილა და მზე ისე ურცხვად ანათებს, თითქოს მთელი ზამთარი სადღაც არ იყო დაკარგული. გარდერობის განახლების დროა, მე კი – ქორწილის მოსაწვევები მაქვს ასარჩევი, დეკორაციების ფერები და სხვა გოგოშკური ამბები, რომლებსაც ისეთი მოუმზადებელი ვხვდები, მრცხვენია. ჩემს საქმროს ბევრად ორგანიზებულად აქვს ყველაფერი წარმოდგენილი, მე კიდევ გაზაფხულს ვგრძნობ თუ არა, მავიწყდება ყველაფერი, თვალები მიბრჭყვიალებს და მზეზე მინდა სიარული.
არ უნდა მენახა ამდენი ფილმი.
:)

ბედნიერ და გიჟურ კვირას გისურვებთ, ისეთს, გული რომ სიხარულით გიცემს და სიცილით კვდები :))))

22 comments:

Dissolved Girl said...

გილოცავთ სოფი :* როდის გვეჩვენები საქრმოსთან ერთად? ბედნიერებას გისურვებთ :*

Clown said...

როგორ მიხარია სოფი ^_^.....

ბედნიერება და ბევრ სიხარული :*

Keti said...

სოფი, გილოცავთ! :) :*
რა საინტერესოა ტრადიციული ამბები, თან ეს ყველაფერი შენ გეხება და ინტერესიც კიდევ უფრო იმატებს. მგონია, ყველაფერი ძალიან ლამაზი იქნებოდა და მომავალშიც ასე გაგრძელდება!
სოფი, გერმანიაში იცხოვრებ ალბათ, არა?

Natalia said...

სოფი, როგორ მინდა შენს ქორწილს დავესწრო, თუნდაც 5 წუთით :)

ფოტოები ძალიან მაინტერესებს, ფეისბუქზე თუ არ დადებ [და მესმის, რატომაც არ გინდა რომ დადო :)] იქნებ ისე მაინც ვნახო, ცალკე :))

ჭიამაია said...

რა კარგია... სასიამოვნო ამბების კითხვა და მოსმენა... <3

babisa said...

კიდევ დაწერე, ქორწილამდე ბევრი პოსტი წერე, მოგვიყევი შეგრძნებებზე, სამზადისებზე და მთელ ამ ამბებზე. თუნდაც იმიტომ, რომ მერე შემოხვიდე და გაიხსენო.
სწრაფად გავა დრო და უცებ იქნება ქორწილი, ეს კიდევ კარგი გამოსაყენებელი პერიოდია <3

ana said...

სოფი!!!რა კარგია ეს ყველაფერი! გილოცავ და ძალიან კარგ რამეებს გისურვებ, რაც შენი ახლა უკვე შენი ოჯახისთვის გინდა :)))

anuna said...

mominda toras cakitxva ...unacisto berlini da kidev molodini movida... bevri lamazi da kargi sakorcilo fotosi:))))

მარიამ ბლანკი¹³ said...

გულნატკენი და შეშურებული ვარ ფოტოების არ არსებობის გამო .
კარგი რა სოფიიი...
თუ გაზიარება ბარემ ფოტოებიანად ვა ^_^

:ცმუკვ: :ნამუსზეაგდებისმცდდელობა:

flirtseason said...

movitxov fotoebs :) ki ar vitxov. movitxov :)

Lasha Gabunia said...

სოფი, გილოცავ! ბედნიერებას გისურვებ! :)

Carrie said...

ვის, თუ არა შენ, შეგეძლო აღგეწერა წინასაქორწინო რიტუალი და ამბები, რომ მინიმუმ არ გავღიზიანებულიყავი და მაქსიმუმ ასე მომწონებოდა?:)) ყველაფერს შენებურად რომ აღიქვამ მაგიტომ მომწონხარ და ბეეევრი ბევრი სიყვარული და ბედნიერება ე :*:*:*

piccolina said...

იმდენი ხანია, ბლოგები არ წამიკითხავს და თურმე ყველაზე საინტერესო პოსტები გამომიტოვებია :))
გილოცავ, სოფ, b happy
ბედნიერების ყოველი წამით დატკბი, არ იცი, ეს როგორი მნიშვნელოვანია

Anonymous said...

sopiii gavige sheni ambavii da ise gamixardaa ar vici :* yvelapers sauketesos gisurveb :*:* exla ragacas davwer da shen mixvdi vinc var :)))) germaniamde marshutkebi ar modis tore chamovidodit shen qorwilshiiii :d :D :D ninooo(tikinosi) georgiadan :P dzaan mogvenatree :*

Zurriuss.GE - ხუპა-ხუპა said...

გვაღირსე
გვაღირსე
გვაღირსე
ფოტოები :))))

Anonymous said...

სოფიი, გილოცავ!:* ძალიან გამიხარდა. მინდა ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო :*

Anna Dali said...

სოფიი, გილოცავ!:* ძალიან გამიხარდა. მინდა ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო :*

Dreamar said...

კიდევ ერთხელ გილოცავ სოფი!!! :*

მენაკი said...

მზესო, რაღაც ასე მომინდა ამ დროს მომემართა შენთვის, ძალიან გამიხარდა შენი ამბავი(რა კარგი ვქენი ბლოგებს რომ ჩამოვუარე :) ), მზიანი დღე და მზიანი ღამე მისურვებია!

პერწკლი said...

აუ მე ახლაღა შემოვიხედე აქ <3 გილოცავ <3
და იქნებ აგეწერა რა, როგორ ხდება...
თავად მონაწილისგან უფრო საინტერესო იქნება მოსმენა <3

CheshireCat said...

ჩემი მეგობრების სიაში შეგხედე ფეისბუქზე და ვიფიქრე, რამდენი ხანია, სოფის ბლოგი არ მინახავს-თქო, შემოვიხედე და დავიშოკე. იმდენად არ ველოდი :) გილოცავ, გილოცავ :* ბედნიერი იყავი სოფი, მშვიდი, ჰარმონიული და მზიანი :)

Sophie שרה Golden said...

მადლობა, მადლობა ყველას. გული ისე გამითბა ქართული ლამაზი სიტყვებით და ხუჭუჭა ასოებით :)