Monday, April 4, 2011

I did it

როცა "ასეთი რაღაცები" სხვებს "ემართებათ", ყოველთვის სასიხარულოა: party, fun, ყურადღება... მაგრამ როცა შენ აღმოჩნდები ასეთ სიტუაციაში, ფართი კი არა, პანიკა გიპყრობს და გინდა დაიმალო, ადამიანებმა, საერთოდ, თავი დაგანებონ და სიხარული დაგაცადონ შენს ადამიანთან ერთად.

Well. Yes. I am officially engaged to the most gentle and cute man.

მალე ჩემი sunny იდეების გაზიარება იმ კაცს მოუწევს, რომელიც 2009 წელს გავიცანი და ამ ხნის განმავლობაში ვეძებდით ერთმანეთისკენ მიმავალ გზებს. ღმ–ერთო, რა პათეტიკურად გამომივიდა, მაგრამ არ ვიცი, სხვანაირად როგორ დავწერო :))) მერე კიდევ იყო ლაიპციგი 2010–ის დეკემბერში, მისტერ დარსი, გრძელი და ცივი ზამთრის რეისები ბერლინი–ლაიპციგის (და პირიქით) მიმართულებით.
და 23 მარტს, ყველაზე მზიან დღეს მივიღე ის წინადადება, რომელზეც ყველა გოგო ოცნებობს (რა ვიცი, ასე ამბობენ ხოლმე); თითქმის 10 წუთი გიჟივით ვიცინოდი, წარმოვიდგინე ჩემი დასრულებული "თავისუფლება", მერე ისიც წარმოვიდგინე, რომ ოჯახის შექმნა ხუმრობა არ არის, ბოლოს მივხვდი, სიცილი უნდა შემეწყვიტა და ზრდასრული ადამიანის პასუხი გამეცა.

არ ვიცი, ჩემი ხასიათის ბრალია თუ კლიმატის, არ მეგონა, თუ ასე გამიჭირდებოდა იმ კაცისთვის თანხმობის მიცემა, რომლის გარდა არავინ წარმომიდგენია ჩემს გვერდით.
კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ რთული ხასიათი მაქვს და ხანდახან საკუთარ თავს საშინლად ვუშლი ნერვებს...

მაგრამ ეს არ არის მთავარი. იმდენი რაღაც მოხდა ამ 2 კვირაში, არ ვიცი, როგორ დავწერო ან საერთოდ, თუ უნდა დავწერო, იმდენად ძალიან პირადულია.

ახლა ვცდილობ, მშვიდად და სტრესის გარეშე მოვემზადო ქორწილისთვის, რაც, საეჭვოა, გამომივიდეს.

25 comments:

Unknown said...

oh Sophie! imdenad piradulia cesierad verc gilocav! dzalian did bednierebs gisurveb, aba shen ici ;) be happy ever after~!

Tjorven said...

vaaai vaai vai vai vaaai :D

genialuria Sunny mtavaria shem mzad xar ginda mogcons da mokled!!
aaah me velodebi mashasdame detalebs da saintereso ambebs!!


wish u all the best :D

Dissolved Girl said...

wooooow (party) გილოცავ <3

remonti2013.ge said...

ოჰ, სოფი <3 რაღაც ძალიან ამაღელვებელი პოსტია, რომლის განწყობაც გადმომედო :)

ახლა მოვკვდები იმაზე ფიქრით, დაიდება თუ არა ბლოგზე ან ფბ-ზე შენი დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივი ქორწილის სურათები <3

ოჰ, სოფი, ძალიან მიხარია :)

Clown said...

აი, ყურებამდე გამეღიმა, მართლა! ^_^

წარმატებები სოფი და ყველაფერ კარგს გისურვებ :*

ნან said...

სამჯერ გადავიკითხე, ორჯერ შევამოწმე თარიღი, პირველ აპრილს ხომ არაა დაწერილითქო და ეხლა მთელი გულითა და სულით გილოცავ! :* :*

Anonymous said...

ეეე არ ვიცი რა ვთქვა! ძალიან მიხარია, ის რომ ბედნიერი ხარ და ასევე ულევ ბედნიერებასა და "სანი" დღეებს გისურვებ სამომავლოდ!

როგორ მაინტერესებს სასიძო როგორ გამოიყურება ნეტა? :))))

babisa said...

<3 გამიხარდა და წარმოიდგინე, როგორ მაინტერესებს ამბები და ალბათ მარტო არ ვარ :))))

მოხეტიალე said...

მთელი გულით გილოცავ <3 <3 <3

Dato trapaidze said...

ვისიაააა, ვისიააა ქაალიი ლამაზიიი....
გილცავ სულით და გულით. ყველაფერი იმაზე ბარე 100 ჯერ უფრო უკეთესი ყოფილიყოს ვიდრე წარმოგიდგენია :)
პ.ს. იმედია გათხოვილის სტატუსის გამო წერას არ მიატოვებ!? ;)გილოცააავ!!!

Toma said...

vaime ra magaria!
gilocav!

ჭიამაია said...

გილოცავ! :)
და ველოდებით update-ბს :)))
ბედნიერებას გისურვებ

Natalia said...

სოფი, სოფი, აი მართლა არ ვიცი, რა ვთქვა!

კი ვამჩნევდი, რომ ბოლო დროს'საეჭვოდ' დაიკარგე, მაგრამ მიზეზებზე არ მიფიქრია.

არ ვიცი, ცოტა გონს რომ მოვალ, მერე მოგწერ უფრო დალაგებულად. მართლა მოულოდნელი იყო და დამაბნია :)

მთავარია, რომ გვერდით ის ადამიანი გყავს, ვინც გინდა, რომ გყავდეს.

Keti said...

სოფიი! გილოცავ! დარწმუნებული ვარ, ულამაზეს ოჯახს შექმნი!
უბედნიერესი გოგო იყავი, იბრწყინე ბედნიერებისგან, სულსულ! <3 :*

Anonymous said...

ubralod, aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa, metireba, mecineba, mesevdianeba, mebedniereba, shokshi var,ar mjera,magram majereben,kinagam manqnam damartka rom gavige, quchashi kivili avtexe,dadga,mainc dadga dro, moamzade "fartukebi",mikvarxar. ti

Anonymous said...

me ukve dges movedi gonze da ukve normalurad gavatvitcnobiere ra xdeba :) :) magaria zaan.exla ertad erti isaa rom zaan mixaria.arada gushin shenc naxe ramdeni sxvadasxva grznoba camovida ertdroulad roca gavige :D

zurriuss said...

ოოოოომმმმმმგგგგგგ
რასაც ვერ წარმოვიდგენდი დღეს, ის მოხდა!!!!!
გილოცავ თ
გილოცავ თ
გილოცავ თ
გილოცავ თ
:)))))))))))))))))

Anonymous said...

გილოცავ და დიდ ბედნიერებას გისურვებ :)

Carrie said...

don't worry :)) მაგარია, გილოცავ :*:*:*

Nina Gorecki said...

მეც არ ვიფიქრე, სად დაიკარგა ეს გოგო მეთქი :))
ძალიან გამიხარდა სანი, ბედნიერებას გისურვებთ <3

თორნიკე თევზაძე said...

ძალიან კარგი და თბილი ადამიანი ხარ!დიდ ბედნიერებას იმსახურებ!როგორც კომენტატორთა უმეტესობა ვერ წამოიდგენდა ამ ამბავს,მეც ვერ წარმოვიდგენდი,მაგრამ სწორედ ამგვარი მოულოდნელობებით არის სავსე ცხოვრება!მთავარია ბედნიერი ხარ და ეს ძალიან,ძალიან მიხარია!მიუხედავად იმისა,რომ პირადად არ გიცნობ შენი ბლოგით ყველასთვის ახლობელი გახდი.

unaamarga said...

Oh, my God! არაჩვეულებრივი ამბავია! ძალიან გამიხარდა! გილოცავ!

flirtseason said...

ze shoki maqvs da ze mixaria :) ise mainteresebs vin aris :)

kuda said...

ოჰ, სოფი. მთელი ეს მიდრაშა, გოგონები, ნიშნობა, ხუპი... ჩემთვის ფილმის პერსონაჟი ხარ :) ჰეპი ენდს გისურვებ მისტერ დარსისთან ერთად.

tamaRa said...

გილოცავ! ძალიან ბედნიერი იქნები, დარწმუნებული ვარ :)