ბინას ვაწყობდით.
ყველაფერი თავდაყირა დგას, ბარგი სასტუმრო ოთახში, ველოსიპედი სააბაზანოში...
ჩვენი ბინა იმ შენობაშია, საიდანაც 1941–43_ებში 7 ებრაელი გაასახლეს, ხუთი მათგანი ტერეზიენშტადტში, ორი რიგაში; ერთერთი ისევ დაბრუნდა 1943–ში ლაიპციგში, დიდხანს იმალებოდა და 1945–ში იპოვეს. ყველანი დახვრიტეს.
შლომომ ტფილინით ილოცა ბინაში და ამაზე ჟრუანტელისმომგვრელი არაფერი მიგრძვნია. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ის შვიდი ადამიანი, რომლებიც ერთ დროს ამ სახლში ცხოვრობდნენ და აქაურობა უყვარდათ, დაბრუნდნენ და დამშვიდდნენ. ჩემთვის ისტორია არასოდეს ყოფილა ისეთი მძაფრი, როგორიც ჩემი აშკენაზი საქმროსთვის და მისი ნაღვლიანი მომწვანო-თაფლისფერი თვალებისთვის. ხან ვუყურებ და ვგრძნობ, რომ მთელი საუკუნეების სევდა აქვს თვალებში, ჯვაროსნების და ინკვიზიცის პერიოდიდან შემორჩენილი...
ქორწილამდე ერთი კვირა დარჩა.
ტრადიციის მიხედვით, ქორწილამდე ერთი კვირა ერთმანეთი არ უნდა ვნახოთ და ტელეფონზე საუბარიც შევამციროთ... ი–მეილებს ვწერთ ერთმანეთს და ვცდილობ, ემოციური წერილები ნაკლებად გავუგზავნო.
დედაჩემი მეუბნება, უბრალოდ შენ ხარ ასეთი ემოციური და ყველაფერს განიცდიო. მართალია. ვითომ არაფერს ვიმჩნევ, მაგრამ განვიცდი. თან ყველა, ვისაც არ ეზარება, მეკითხება: სოფი, სტრესი გაქვს? ნერვიულობ? 5–6–7 დღე დაგრჩა, იცი?
ყველას უნდა სტრესი მქონდეს, ვინერვიულო და ფეთიანი პატარძალი ვიყო. არადა, არ მაქვს ეს სტრესი, რა ვქნა. მინდა, ოფიციალურ–ფორმალური ამბები მალე დამთავრდეს და მე და ჩემმა საქმრომ ბინა კარგად მივალაგოთ.
მეკითხებიან, მერე რას გააკეთებო?
ჩემი ქმარი მეყვარება და ბავშვებს გავაჩენ–მეთქი, ვპასუხობ, როცა ძალიან მაწუხებენ.
ჩემი ცხოვრება ხომ ფილმია, რომელსაც ყველაზე საყვარელი სცენარისტი მიწერს და გზას მიჩვენებს. ისე გავაკეთებ ყველაფერს, როგორც იმ პერიოდში ვიგრძნობ.
ეს ჩვენი საყვარელი სიმღერა, ტკბილი და იმედიანი:
Is Ephraim a darling son unto Me? Is he a child that is dandled? For as often as I speak of him, I do earnestly remember him still; therefore My heart yearneth for him, I will surely have compassion upon him, saith the LORD.
Jeremiah 31:19



13 comments:
მერე რას გააკეთებო, ამ კითხვაზე ბევრი ვიცინე :))) ფეთიანი კი არა სანური პატარძალი იქნები. ფორმალობები ყველაზე დამღლელია, თუმცა ძალიან სასიამოვნო და დასამახსოვრებელი, იმიტომ რომ ასეთი დღე მხოლოდ ერთხელ გაქვს
სოფი, მიხარია შენი ამბები! იმ ხშირად დასმულ კითხვაზე მეც გამეცინა :)
როგორი ისტორიის მქონე სახლში იცხოვრებთ, თურმე. ალბათ ემოციური იქნება.
ჩვენი საყვარელი სიმღერაო – აი, ეს მომწონს – "ჩვენი". იმდენი სითბო იგრძნობა! ბედნიერებას გისურვებთ, მზიანი ღიმილი არ მოგკლებოდეს, სოფი! :*
პ.ს. ველოსიპედი <3
რა მაგარიააა!
ბინის მოწყობის პროცესი რაღაც სასწაულად სასიმოვნოაა და ისეთი რამეა რაც ყოველთვის კარგად და თბილად მოგაგონდება. ბუდის მოწყობის ასოციაციას იწვევს ჩემში :)
თავად სახლის ისტორია სევდიანი ყოფილა, მაგრამ იმედია თქვენი ურთიერთობა გაამხიარულებს და მეტ პოზიტივს შესძნებს მის ისტორიას.
Oh rogor minda erti tvali ahegavlo rogor xar, vi i ro kargad da guli sixarulit amevseba. Mec erti kvira damrcha sophie an 10 dge- da me carmodgenac ar maqvs ras gavaketeb es bavshvi hemgan tavis tetr otaxshi ro gadainacvlebs
სულ ცოტაც, სულ ცოტაც და ყველაფერი დამშვიდდება. არადა ვინ თქვა რომ ყველაფერი კარგად და მშვიდად არაა?
ვიღაცებს შურთ კიდეც, შენი ბედნიერების და უაზრო კითხვებს იმიტომ გისვამენ :);დ
<3
<3 ^^
<3 pozitivebs gigzavni :*
ქორწილის სურათებს ველოდები, სოფი :*
ვიცი, რომ შთაბეჭდილებებს არ გამოგვაპარებ )))
წარმატებები შენ
პიკოლინას სურვილს ვუერთდები და გელოდებიით! <3 მიყვარხარ! :*
"მერე რას გააკეთებ?" – ერთ–ერთი მწყობრიდან გამომყვანი შეკითხვაა.
"ტრადიციის თანახმად" – რომელი ტრადიციის??? და საერთოდაც – რატომ არაფერს მიყვები ამ თემაზე???ადამიანზე???შენზე???
და საერთოდ – რამდენი უცხო, გაუგებარი, რთულად წარმოსათქმელი სიტყვა ჩნდება ნელ–ნელა შენს ბლოგში, ლექსიკონში, ცხოვრებაში:
შლომო
აშკენაზი
ტრადიცია
წესი...
ემოცია – მაპატიე, მაგრამ ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი. არ შემიძლია დანარჩენებივით უწი–პუწი კომენტარების დატოვება. და იმიტომ არა, რომ შენი კარგად ყოფნა მშურს ან მწყინს. უბრალოდ მე ვარ შოკში. მე და მია.
ბედნიერებას გისურვებთ სოფ <3
სოფი, დილას მოვისმინე, რომ კიდევ ერთი სამეფო ქორწილი ტარდება ივნისში და შენ გამახსენდი – შენი ერთი ჩანაწერი, სადაც ბრიტანულ ქორწილს ახსენებდი და ამბობდი, – დაემთხვაო :) მართლა როგორი წელია...
ბედნიერ დღეებს გისურვებ :*
Post a Comment