Monday, July 4, 2011

"გოლდენიდან" კ-მდე



უკვე ორი კვირაა, რაც ქალბატონი კ. გავხდი.
პირველი კვირა ისეთი უცნაური იყო, მეგონა ვიღაც სხვა ადამიანი ცხოვრობდა ჩემში, დადიოდა, საუბრობდა, იცინოდა და არც მეკითხებოდა, მე ვინ ვიყავი და სად ვიყავი.

ქორწილი როგორი იყოო, მკითხავთ. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ჩემი ნეფე ყველაზე ლამაზი იყო და ისე მიღიმოდა, მთელი სამყარო მასში იწყებოდა და სრულდებოდა; სასწაულად მძიმე კაბა მეცვა, ყველა მეხვეოდა და მკოცნიდა, დედაჩემი და დედამთილი ხმაშეწყობილად ტიროდნენ... მერე იცინოდნენ.

ხუპა, ანუ ებრაული საქორწილო ცერემონიალი, ყველაზე ლამაზი და სუნთქვისშემკვრელია ამქვეყნად. ბევრ ქორწილზე ვყოფილვარ, მაგრამ როცა შენ დგახარ თეთრი, ულამაზესი ყვავილებით მორთული ბალდახინის ქვეშ, აღარ არსებობს დრო, ადგილი, ადამიანები, ხართ მხოლოდ შენ, შენი ადამიანი და ის საყვარელი სცენარისტი, რომელიც მთელი ცხოვრება გვატარებდა და ბოლოს ჩვენი გზები ისე შეაერთა, როგორც მხოლოდ მას ეხერხება, თითქოს შემთხვევით; ამ დროს ყველაზე არაშემთხვევითია ჩვენი კავშირი.

ქორწილის მომდევნო ერთ კვირას "შვიდი დალოცვის" (არ ვიცი, რამდენად სწორად ვთარგმნი) კვირა ჰქვია, ანუ მთელი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ოჯახები გვიწყობდნენ სადილს/ვახშამს, რომელსაც ათი სრულწლოვანი მამაკაცი ესწრებოდა და სადილის ბოლოს, ამბობენ 7 "ბრახას", ანუ დალოცვას, ჩვენებურად შეიძლება სადღეგრძელოც კი დავარქვათ.
შესაბამისად, პირველ კვირას გრძელდება ემოციები, ხალხმრავლობა და მხოლოდ მეორე კვირას ხვდები, რომ ახალი ცხოვრება დაიწყე და საპირისპირო სქესის ადამიანთან ერთად ცხოვრობ, რომელიც პირს იპარსავს და ყველაზე მშვიდად გაგრძნობინებს თავს.

მე ხომ მიცნობთ, ჩემზე გიჟური იდეების და მზიანი ხასიათის ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მეშინოდა, როგორი იქნებოდა ოჯახური ცხოვრება, ქმარი, სამზარეულო, ერთობლივი ბინა, პლუს ახალი ქალაქი და ადამიანები.

ცხოვრება ისეთი საინტერესოა!!! ამას გავიძახი უკვე 26 წელია და რაც უფრო ვიზრდები, კიდევ უფრო იზრდება ჩემში ენთუზიაზმი, გაოცება და სიყვარული ყველაფრისადმი, რაც ჩემ გარშემოა. ღმ–ერთი, უბრალოდ, ყველას იმას გვაძლევს, რაც გვინდა, შეიძლება ზოგჯერ ამას ვერ ვხვდებოდეთ, მაგრამ ასეა, ქვეცნობიერად ყველას ის გვაქვს, რაც გვინდა და გვჭირდება ამ პერიოდისთვის.

ლაიპციგში საძაგელი ამინდია, მთელი კვირაა წვიმს და ტემპერატურა 12 გრადუსამდეა დავარდნილი, ჩაფუთნულები დავდივართ და ლიტრობით ჩაის ვსვამთ.
ჩაი და სიყვარული – ჩვენი ცხოვრების მეორე კვირა...

26 comments:

remonti2013.ge said...

ძალიან ბევრი დაწერს, რომ ულამაზესი პატარძალი ხარ...

დაიჯერე :)

Natosha said...

სოფი, რა ლამაზი ხარ ) და რაც მთავარია ძალიან მშვიდი ) <3 ბედნიერებას გისურვებ ) გისურვებ მთელი ცხოვრება ისე იყოთ, როგორც თანაცხოვრების მეორე კვირას <3

Anonymous said...

ძალიან ლამაზი ხარ ) სულ ასეთი ბედნიერი გამყოფოს ღმერთმა!

babisa said...

ზუსტად ამ პოსტს ველოდი:* უჰ,როგორ გადმომედო ემოციები და პოზიტივები <3

babisa said...

ზუსტად ამ პოსტს ველოდი:* უჰ,როგორ გადმომედო ემოციები და პოზიტივები <3

Clown said...

Frau Kaufman, გილოცავ და ბედნიერებას გისურვებ :*
სულ ეგრე თბილად და კარგად გაგეტარებინოთ ერთად მთელი ცხოვრება <3

ანელი said...

სოფი, გილოცავ და ბედნიერებას გისურვებ, ძალიან საყვარელი და კარგი დამიანი ხარ და ყოველივე საუკეთესოს და მზიანს იმსახურებ. <3

Dissolved Girl said...

გილოცავ, გილოცავ, გილოცავ :* უზომოდ დიდ ბედნერებას გისურვებთ :*

Anonymous said...

ულამაზესი ხარ! გილოცავ, ხანგრძლივ ბედნიერებას გისურვებ!

Keti said...

სოფი, დღეს ძალიან დავიმუხტე ამ პოსტით და იმდენჯერ გამახსენდი :) მიხარია, რომ ფოტოებიც გაგვიზიარე. ძალიან ლამაზი ხარ! ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ, მზიანი იყავი სულსულ :* <3

"ჩაი და სიყვარული – ჩვენი ცხოვრების მეორე კვირა... "
:*

Keti said...

ჰოდა, კიდევ, ძალიან საინტერესო ტრადიციებია! მიყვარს, როცა გააზრებულად და პატივისცემით იცავენ ტრადიციებს :)

Natalia said...

აი, როგორც იქნა ვტოვებ კომენტარს.

გილოცავ ძვირფასო სოფი, მიხარია რომ ბედნიერი ხარ :) შენს ფოტოს რომ ვუყურებდი, გული ამიჩუყდა და ცოტა დამაკლდა, რომ არ მეტირა :)

გილოცავ, გილოცავ კიდევ ერთხელ!

მარიამ ბლანკი¹³ said...

ოხ სოფი ოხ სოფი : ) მაინც როგორ იტოვებ ხოლმე ყველაზე საინტერესოს შენთვის : ) ნუ არც კი ვიცი როგორ შემოგიტიო რომ ეგრე აღარ ქნა : )
თუმცა კარგია ყველაფერი და მთავარია რომ კარგად ხარ და თან თბილად და მყუდროდ და ბედნიერად და მოკლედ რამდენს ვბოდიალობ ეხლა მე : )

Mazel tov - მგონი ასე უნდა ხომ წარმატების და ყველაფერი კარგის სურვება??? იმედია არ მეშლება :*

Zurriuss.GE said...

ულამაზესი ხარ, სოფ. გავოცდი!
და გილოცავ, რა თქმა უნდა :)

tamara said...

Mazal tov, სოფი!!! როგორ მომწონს ეს სიტყვები, სულ მინდოდა, რომ ვინმესთვის მეთქვა :)
ეს ბოლო კვირა გამუდმებით Ofra Haza-ს ვუსმენდი და რადგან აქ ახალი არაფერი მხვდებოდა, შენს ძველ პოსტებში დავბორიალობდი. მიხარია, რომ ასეთი ბედნიერი დაბრუნდი :*

Unknown said...

როოგორ, როგორ კბილებისკაწკაწით ველოდი ამ პოსტს! ზღაპარს ჰგავს შენი ამბები, ზღაპარს, რომელიც შეიძლება მხოლოდ რეჟისორმა დაიჭიროს თავისი ობიექტივით.. (ისე, ორაზროვნად გამომივიდა ეს ბოლო ფრაზა, მართლაც ასეა, მგონი) :) მიხარიხარ, ჩემო ყველაზე მზიანო! :* ძალიან, ძალიან მინდა, ასეთი ნაპეწკლები გითამაშებდეს თვალებში მუუდამ და შენს ნახევარს გაუნათო გზა შენი მზიანობით ^^ არც ისე, მაგრამ მაინც საკმაოდ შორიდან, ერთ გოგოს უყვარხარ უსაზღვროდ! <3 :*

ნატა said...

ჯანდაბა, ისევ მეცრემლება, არადა მიხარია ხოდა ვარ ასე გააურკვევლად, უკვე რამდენუ ხანია. რას ველოდები კი იცი შენ, ეგოისტურად მარტო ჩემთვის მინდა ამბები :)))

Anonymous said...

ვაიმე, ამეტირა... ♥ სერიოზულად, ოღონდ... ♥ ძალიან ლამაზი და საყვარელი პატარძალი ხარ... ♥ დიდ ბედნიერებას გისურვებ, დიიდს... ♥

Sophie שרה Golden said...

@13th Cinnamon, მადლობა :) მჯერა :დ

@ნატოშა, მადლობა, ლოვ. ღმ–ერთმა ქნას!!!

@მეცმიყვარხარ, დიდი მადლობა.

@ბაბისა, გამიხარდი :)

@კლოუნიკო საყვარელო, დიდი მადლობა!!! გახსოვს, ადრე რომ გითხარი, თუ გახსოვს, შაბათზე დაგპატიჟებ–მეთქი და თუ გერმანიაში აღმოჩნდები, გელოდები ჩემს ოჯახში :)

@ანელი, ძალიან დიდი მადლობა.

@Dissolved girl, დიდი მადლობა, sweetheart.

@როდე, გმადლობ!!!!!!!!!! :*

@ქეთი, ქეთი, ქეთი, ისე მიხარია, რომ ჩემს ბლოგზე ხარ, კომენტარს მიწერ და მერე ჩემზე ფიქრობ. დიდი მადლობა და ბედნიერ კვირას გისურვებ!!!

@ჩემო საყვარელო ნატალია, მომენატრე!!! მადლობა მადლობა მადლობა!!!

@ჩორვენ, ნუ მიტევ რა!!! :პ მიყვარხარ, პატარა კუპატო! :)))) კი, ასე უნდა, დიდი მადლობა!!

@ზურიუს, დიდო კეისარო, დიდი მადლობა!!!

@თამარა, მადლობა :) მიხარია, რომ მოგეცა შანსი ამ სიტყვების თქმის და ვინ იცის, იქნებ, შენც იგივე გითხრა ოდესმე :)

@კანარიო, დიდი მადლობა... რომ იცოდე, როგორ შთამაგონებ და იმედს მისახავ, რომ სამყაროში კიდევ არიან ბრჭყვიალა და პოზიტიური პატარა გოგოები, რომლებიც ძალიან ჭკვიანები იზრდებიან. :***

@ნატა, შე ეგოისტო, შენ!!! მიყვარხარ, მენატრები და მოგწერ ჩემი სარეცხის მანქანისა და სადილის მომზადებების ამბებს ცოტა ხანში :დ

@თოჯინა, საყვარელი ხარ ძალიან! გკოცნი. დიდი მადლობა.

მოხეტიალე said...

გილოცავ სოფი <3

ზღვა ბედნიერებას გისურვებ***

Toma said...

მიხარია რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა :)
ბედნიერებას და ულევ სიხარულს ვუსურვებ შენს ოჯახს :)

taa said...

გილოცააააააააააააავ
მისტერ კაუფმანის სურათები დაიდოს :)

ბედნიერი და შეყვარებული იყავი სულ :)

<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3

vasasi said...

რა ლამაზი ხარ, სოფ... <3\


ბედნიერებას გისურვებ.. :*

Sophie שרה Golden said...

@მოხეტიალე, დიდი მადლობა, ჩემო კარგო.

@ტომა, მადლობა. მე როგორ მიხარია, წარმოიდგინე :)))

@თაა, მადლობა. მისტერ კაუფმანის თხოვნით, არანაირ სურათს არ ვდებ... :)

@ვასასი, დიდი მადლობა. გამახარე.

Dreamar said...

რა ლამაზი ხარ! <3

Sophie שרה Golden said...

@დრიმარ, მადლობა, ჩემო კარგო :)