Monday, July 18, 2011

ერთი თვე


ხვალ ქორწილის ერთი თვის იუბილე გვაქვს, რომელიც 17 თამუზის მარხვას ემთხვევა. ჩემი ქმრის მშობლებს უნდოდათ ვახშამი მოეწყოთ. სამაგიეროდ ჩვენთან დავპატიჟეთ ოთხშაბათს ნაყინზე. როცა მშობლებთან მივდივართ, თავი პატარა ბავშვი მგონია ხოლმე, ყველაზე კარგ საჭმელებს ჩვენ გამოგვიტანენ, შოკოლადებს, ტკბილეულს, რომლებსაც სპეციალურად ჩვენთვის ყიდულობენ. ვსხედვართ მე და ჩემი ქმარი და ბიულერბიუელი ბავშვებივით ვილუკმებით :)
სასწაული ბებია ჰყავს ჩემს ქმარს, უნდა გითხრათ. 83 წლისაა, ჩვენი ქორწილისთვის ჩამოვიდა ისრაელიდან, ზუსტად ისე წვავს კარტოფილს, როგორიც წლებია არ მიჭამია და ისეთ მარწყვისჯემიან ბლინებს აცხობს, როგორიც ჩემს ქმარს ბავშვობიდან უყვარს. პენსიონერების გუნდის სოლისტია და მსოფლიო შოუ–ბიზნესის ამბები ყველაზე უკეთ იცის. სულ მინდოდა ბებია მყოლოდა და ოცნება ამიხდა :)

ჩვენს ბინაზე არაფერი მომიყოლია, გარდა იმისა, რომ ველოსიპედი სააბაზანოში გვედგა და ყველაფერი დანარჩენი სასტუმრო ოთახში. ქორწილამდე ორი კვირით ადრე მოვაწყეთ საძინებელი და რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, გარდერობი მხოლოდ სამი კვირის შემდეგ მოგვიტანეს და ერთი კვირა მოუნდა აწყობას. როგორც ლილუს ვეტყოდი, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურთან რომ ავეჯის ცენტრია, იქ უფრო სწრაფად შეგვეძლო ავეჯის ყიდვა, უფასოდ მოგვიტანდნენ სახლში, აგვიწყობდნენ და ბუნებრივია, ახლადშექმნილ ოჯახსაც გვიდღეგრძელებდნენ.
სამაგიეროდ, ორი კვირაზე მეტია სამზარეულოს გარემონტებას ვცდილობთ და იმედი გვაქვს, ხვალ დაასრულებენ; შაბათისთვის უკვე დამოუკიდებლად შევძლებ საჭმელების მომზადებას.
ერთი თვეა, რაც ერთად ვცხოვრობთ და ქმრის მშობლები გვიგზავნიან მოხარშულ ქათამს, თევზს, კვერცხს, კარტოფილს, სტაფილოს, რადგან ჩვენს ახალ ელექტროქურას ჯერჯერობით დამონტაჟება ვერ მოუხერხეს. სამაგიეროდ, ჩემს ფანტაზიას საზღვარი არა აქვს, ვაკეთებ უცნაურ სალათებს, სადაც "ვყრი" ყველაფერს, რასაც ვიპოვი. ჩემი ბოლო აღმოჩენა მანგოს სალათაა.

ქორწინების მეორე კვირა ჩაი და სიყვარული იყო, თუ გახსოვთ. ხოლო ერთი თვე უკვე – მანგოს სალათის, სამზარეულოს დამთავრების ოცნებით და ისევ სიყვარულითაა სავსე.

პ.ს. დღეს 18 გრადუსია ლაიპციგში :/ სიცხე მინდა!!!

10 comments:

Anonymous said...

ბრწინვალე ამბებია და რა საყვარელი ბებო იქნებაა!
რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგადაა ;))
მანგოს სალათი, წარმომიდგენია რა გემრიელი იქნება :))
საყვარლებო :*

Toma said...

ასე მგონია დედის ერთაა შენი ქმარი, იმიტომ რომ სიტუაცია საშინლად მეცნო :)მაგ ყველაფერს ერთი ნაკლი აქვს - წონაში ვიმატებთ :D :D

სახლს კი ისეთი პირი უჩანს მალე დალაგდებით :)ავეჯზე გეთანხმები, ორი თვე ველოდი კუთხის დივანს :D. ბოლოს რომ გვაღირსეს და მოიტანეს კუთხე მცდარ მხარეს ქონდა :D :D

საშინლად მომწონს ეს "დალაგების", "აწყობის" პროცესი, იმედია შეც გსიამოვნებს, იმიტომ თქვენს სახლს აშენებთ და აწყობთ :)

Clown said...

სოფი :)))))))))))))

Keti said...

ბიულერბიუელი ბავშვებივითო <3
თბილი და მზიანი ამბებია... საყვარელი ბებია :)

მართალია, აქ ხშირად სწრაფად ხერხდება ეგ ამბები (მოტანა, მონტაჟი და ასეთები), მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია, ერთად იწყობთ ბუდეს :)

Unknown said...

სიყვარულები, სიყვარულები <3 აჰ!

Anonymous said...

bebia momewona:)) rogor miyvars aktiuri bebiebi, optimistebi, mxiarulebi da gimilianebi :)))aket rom gawynareben mudam:))
sofi wels ert magaziashi shevedi megobartan ertad da uceb taroze nacnob sataurs movkari tvali,"biulerbieli bavshvebi", shens blogze mkonda wakitxuli.wigni imwutasve viyide. megobari:"zgaprebi??:))ramdeni wlis xar :))" mteli wlis ganmavlobashi,stresuli dgis shemdeg, tbilad chavwvebodi xolme loginshi da biulerbieli bavshvebis ert istorias wavikitxavdi, mere vxuravdi wigns da ise tkbilad medzineboda, rogorc arasodes:))wigni samushao wlis bolos davasrule:))
madloba sophie yvelafristvis, saxlis male sheneulad kcevas gisurveb, da tbil samzareuls :*:*:*

Ana

სოფი שרה Golden said...

@როდე, ხო, ძალიან საყვარელია. :***

@ტომა, არ არის დედისერთა, პირველი შვილი/შვილიშვილია და განსაკუთრებულად ექცევა მთელი ოჯახი :დ კი, ვლაგდებით ნელ–ნელა...

@კლოუნ, :) :*

@ქეთი, :) ხო, ბუდე – რა თბილი სიტყვაა.

@ანუშკა, სიყვარულები, ბევრი, ბევრი და ყველას!!!

@ანა, როგორ მიხარია, რომ ჩემი ბლოგიდან გაიგე ბიულერბიუელი ბავშვების შესახებ და ასე მოგეწონა. ლინდგრენი ზღაპრებს სულაც არ წერდა, შენს მეგობარს უთხარი, მსოფლიოში ყველაზე საყვარელ მოთხრობებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის.

Taknatuna said...

ვაიჰ, სოოოოოოოოოოფ როგორ ხარ,რ ა ხანია აქ არ შემომიხედავს არც კი ვიცოდი თჲ გათხოვდი, გილოცავ ჩემო აკრგო, შენც ფორუმელთა დაოჯახებულთა კლუბშუ გაწევრიანებ :D

Zurriuss.Ge said...

მე, უბრალოდ, ბედნიერებას გამოვხატავ, გისურვებ კიდეც და გეტყვი, რომ კარგ რჩევებს გაძლევენ აქაურნი :))

Sophie שרה Golden said...

@თაკნატუნა, მადლობა. რომელი ფორუმის, აწ დიდი ხნის წინ განსვენებულის? :)))

@ზურიუს, კარგი ხარ შენ ძალიან.