
When life hands you lemons, make a lemonade!
კლასიკური ვარიანტი
ეს ფოტო ერთერთი ისეთია, სხვადასხვა საიტებზე რომ დაბორიალობ, საინტერესო გამოთქმებს გადააწყდები, შეინახავ და მერე, რამდენიმე თვით მოგვიანებით აღმოაჩენ და მიხვდები, როგორ შეგეფერება.
ჩემს შემთხვევაში, როგორ არ შემეფერება, უნდა მეთქვა.
ცხოვრება ლიმონს რომ მოგაწვდის, ლიმონათი გამოწურეო, ამბობენ, ფოტოზე კი ჯინი და ტონიკიო. ჰოდა, უცებ ვიფიქრე, რომ მე ვარ ზუსტად ის ადამიანი, რომელიც ლიმონათს ვერა, მაგრამ ჯინს და ტონიკს კი უცებ გამოწურავდა.
შეიძლება მე სხვანაირად მესმის ეს ანდაზა, მაგრამ მძულს ლიმონათის მოყვარული ხალხი, ყველაფრისგან რომ სარგებელს ელიან, ნაბიჯს არ გადადგამენ, თუ იციან, რომ ვერაფერს მიიღებენ. ჯინს და ტონიკს კიდევ ჩემნაირი ადამიანები აკეთებენ, სიცილით კვდებიან და მერე ახსენდებათ, სუპერმარკეტში რომ იყიდეს და ლიმონი კიდევ საერთოდ "გამოეფიტათ".
მერე ჩემს ქმარს ვეწუწუნე, როგორ არ მიყვარს ასეთი ადამიანები და მე როგორი პირდაპირი ვარ, თუ ვიცინი, ყოველთვის გულით და როცა არ ვიცინი, ესე იგი, საქმე მართლა ძალიან ცუდადაა. ახლა ცოტა ხანს მარტო რომ დავჯექი, უცებ მივხვდი, ყველაფერი ეგოა. ესეც ეგოა – ლიმონათის მწურავებზე რომ ვწერ და ჩემი თავი მათზე უკეთესი მგონია მორალურ–ეთიკურად. ყველანაირად. ისიც ეგოა, ყველაფრისგან რომ წვენის გამოდენა შეუძლიათ ადამიანებს და საერთოდ, თუ დავფიქრდებით, მთელი სამყარო მეტი არაფერია, ვიდრე ერთი დიდი ეგო, რომელიც ყველას გვამოძრავებს და ადამიანებად გვაგრძნობინებს თავს.
ამიტომ, დავწერე ეს პოსტი და ისე გაბრაზებული აღარ ვარ ლიმონებზე. ლიმონათი ბავშვობაში მიყვარდა, თან ისეთი, იაფფასიანი, აბაზანებში ასხამენო, ჭორები რომ დადიოდა. მერე გავიზარდე და მივხვდი, ჯინ–ტონიკს კიდევ არაუშავს.
Oh, life, will you hand me some after all?



8 comments:
მე და ალკოჰოლი მაინც ძალიან გარე ბიძაშვილები ვართ ჯერკიდევ. ლიმონათს უკიდურეს შემთხვევაში ვსვამ - როცა წყალს ვერ წავაწყდები.
ასე რომ, თუ ცხოვრება ლიმონს მომაწვდის, მისგან წყალს გამოვხდი - წყალი მაგარი ვეშჩია: უიმისოდ არც ლიმონი იარსებებდა, არც ჯინი და არც ტონიკი.
აქედან შეგონება: გიყვარდეთ საწყისი ;)
არ ვიცოდი ეს გამონათქვამი. მე ასე გავიგე, რომ თუ მჟავეს გიწვდის ცხოვრება, ტკბილად გადააქციეო. ისე კი, ზურიუსს ვეთანხმები იმაში, რომ საწყისი უნდა გვიყვარდეს. მჟავესაც აქვს თავისი ადგილი. :)
მეც მიყვარს პირდაპირი და ბუნებრივი ადამიანები, ძალიან ვაფასებ, რადგან არ მიყვარს თამაში.
@ზურიუს, ვიცი, შენი და ალკოჰოლის არამეგობრული დამოკიდებულების შესახებ და ძალიან გაფასებ ამის გამო. მიყვარს საწყისი და თანაც როგორ, იცი შენ! :)
@ქეთი, წარმოუდგენელია, ყველას ისე ესმის ეს ფრაზა, როგორი განწყობაც აქვს. ახლა რომ წავიკითხე და დავფიქრდი, ზუსტად ისე აღვიქვი, როგორც შენ თქვი, რომ მჟავე ლიმონისგან ტკბილი ლიმონათი გამოწურეო, მე კიდევ გუშინ ადამიანებზე ვბრაზობდი :/ მადლობა!!!
ჰეჰ ლიმონი! :*
არა, ლიმონი მიყვარს, მჟავე ხილები მიყვარან ;)
ჰო, განწყობა ძალიან მოქმედებს ხოლმე
:*
აუ ახლა მინდა გლუვაინი, ბროთჰენები და ვურსტი. ძალიან მინდა მმმმმმმმმ :ჩუპს:
ხოდა კიდევ ის,რომ აფექტური უფრო ხა, ვიდრე ეგოისტი. არა???
ოჰ, ქეით, ვარ აფექტური და თანაც როგორი!
ხოდა ეგაა რა :დდ
Post a Comment