ხომ არის შემთხვევა, როცა დარწმუნებული ხარ საცივის გაკეთება შეგიძლია?
ან სიზმარში გინახავს, რა გემრიელი და ფუმფულა ალუბლის ნამცხვარი გამოგივიდა?
ზუსტად ასე მჯეროდა მეც პარასკევამდე, სანამ შაბათისთვის საცივისა და ალუბლის ნამცხვრის გაკეთება არ დავაპირე.
საცივის რეცეპტი ჩემი ბავშვობის მეგობრის დედამ მომცა, რომელიც უგემრიელეს საცივს აკეთებს, ნამცხვარი კი – ინტერნეტში ვიპოვე, რატომღაც ისე მარტივად გამოიყურებოდა, ვიფიქრე, ჩემი amateur–ობა ამას დაძლევს–მეთქი.
ასევე სჯეროდა ჩემს ქმარს და მთელ ჩვენს ლაიპციგურ "ოჯახს", რომ ჩვენს ოჯახში ყველაზე ორიგინალური კერძი მზადდებოდა. უნდა გითხრათ, რომ ლაიპციგში, არცთუ ისე ბევრი რელიგიური ოჯახი ცხოვრობს, ყველანი ერთმანეთთან ვურთიერთობთ, სტუმრად დავდივართ და ყოველთვის ვიცით, ვისთან რა სადილი მზადდება შაბათისთვის.
ამიტომ, შაბათ დილას, როცა ჩემი ქმარი სინაგოგიდან ბრუნდებოდა, ყველას აინტერესებდა, როგორი საცივი მოუმზადა "ხუჭუჭაასოებიან" ენაზე მოსაუბრე ცოლმა (მადლობა ღმ–ერთს, იმ დღეს სტუმარი არ მოგვიწვევია, რითიც ნაციონალურ სირცხვილს გადავურჩი)...
ბედის ირონია მაინც ისაა, ჩემი მეგობარი, რომელიც საუკეთესო მზარეულია და ჩაქაფულ–ყაურმა–ხარჩო–ტოლმის ოსტატი ბავშობიდან, ვეგეტარიანელს გაჰყვა ცოლად. მე კიდევ – მაჭკატებისა და სალათების მოყვარული, ისეთ ადამიანთან ვცხოვრობ, რომელიც ქართული სუნელებით გატენილ კარადას ღიას ტოვებს, სუნი რომ მთელ სახლში იდგეს.
ძნელად გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ საცივი არ გამომივიდა.
ნამცხვარი ჩამივარდა და ერთ უზარმაზარ ალუბლიან მაჭკატად იქცა.
ამ შაბათს იმდენი ვიცინეთ, ცხოვრებაში არ გვიცინია და მაინც –
– ყველაზე კარგი ისაა, ქორწინებიდან თითქმის ორი თვის გასვლის შემდეგ, ჩემს ქმარს სჯერა, ჩემგან საუკეთესო მზარეული დადგება და ქართული საჭმელების კეთებას ლაიპციგში ვისწავლი.
წარუმატებელი საცივი, ნამცხვრობაზე მეოცნებე მაჭკატი და სიყვარული, ბევრზე ბევრი სიყვარული, ჩვენი თანაცხოვრების მეორე თვე.



13 comments:
ჰმ, მთავარი ხომ სიყვარული და სანელებლების სურნელია ;)
სოფი, რა საყვარელი ხარ :*
სათაური წავიკითხე თუ არა, მაშინვე თბილი და მხიარული ჩანაწერის წასაკითხად განვეწყვე და ასეთიც იყო :)
მე მგონია, რომ ნამცხვრობაზე მეოცნებე მაჭკატები მაინც გემრიელი იქნებოდა, მთავარი კი სიცილი და კარგი განწყობაა, რაც სადილს მოჰყვა :)
მთელ ბინაში დადგეს სურნელიო!..
"ხუჭუჭაასოებიანზე" გამახსენდა ერთი უცხოელის კომენტარი ჩემს ფოტოზე: თქვენი ანბანი ფოტოზე გამოსახულ ჩუქურთმას ჰგავსო :)
უი უი უიიი :)) მომიკვდეს თავი :))))) ეჰ სოფ, შენ არაუშავს, აი მე რომ არ ვიცი არაფრის კეთება ეგაა სირცხვილი და თავის მოჭრა, უფრო სწორად დედაჩემის სირცხვილი :))))
თი
რა საყვარელი ხარ, სოფ! საწყალი ჩემი მომავალი ქმარი წინასწარ მეცოდება (თუ რა თქმა უნდა არსებობს საერთოდ ბუნებაში :)) უეჭველი შიმშილით მოვკლავ! :)
უამრავი კურსი არსებობს იმისთვის, რომ შენი ქმრის იმედები გაამართლო. არ დაგეზაროს და გახდი მეორე ჯული, თუ ჯულია :დდ
ვუერთდები შენი ქმრის მოლოდინებს.
მეც ასე მგონია რომ მონდომების შემთხვევაში ყველაფერი კარგად გამოვა.
საცივი არც კი გამიკეთებია, მომზადების სურვილიც კი არ გამჩენია :)
ალუბლის ნამცხვარი თუ გინდა აი ამ ჩემ რეცეპტს გირჩევ. ვისაც არ გავასინჯე ყველას ძალიან მოსწონს :)
http://tomushka.blogspot.com/2011/04/blog-post_08.html
@როდე, ნამდვილად :)
@ქეთი, :))))
@თი, ნუ იტყვი, დედა შვილო!
@უნაამარგა, ნუ გეცოდება :პ არსებობს, დამიჯერე, მეც მეგონა, რომ არ არსებობდა :დ
@ზურიუს, ვგავარ მე კურსებზე "მოარულს"? იუთუბი და გუგლი ვიცი მე! :)
@ტომა, აუცილებლად. საერთოდ, შენი ბლოგი თავიდან ბოლომდე მაქვს გადასახედი, შენ ისეთი საკაიფო რაღაცები გაქვს მომზადებული. მადლობა.
მე ჩემი თავი დღემდე შენი გაბრაზებული მგონია. შენ კი მოდიხარ და იმდენს მეფერები, რომ აღარ ვბუზღუნებ ხოლმე.
მერე ისევ ვიწყებ ბუზღუნს, მაგრამ შენ ისევ მეფერები.
აი ახლაც ასეა.
მეც არაფრის მომზადება არ ვიცი. და არაფრის სწავლა არ მინდა.
შენთან ვინ რა რელიგიის მიმდევრები ხართ, ვეღარ გავიგე. :მო:
@Kate, ხო, ხან მეც მგონია, რომ გაგაბრაზე და შენ ისევ პატარა, გულმოსული ბავშვივით წარბები გაქვს შეკრული და არ გინდა გამიღიმო, ამ დროს გულში სულ მიღიმი და მოგწონს, რომ გეფერები :))))
ხო, რას გაიგებ, ზოგი რა რელიგიას მისდევს, ზოგი – რას და ყველა ასე გიჟებივით დავრბივართ :)))
ხო აი ეგრე ვარ ზუსტად. :|
მართმადიდებელი არ ხართ მგონი არცერთი.
აი მივხვდი. :D
მშიერზე რა შეიძლება ასეთი პოსტების კითხვა. :((
@ქეით, შენ სულ გადამრევ, აქამდე რომ არ იცოდი, ორივე იუდაისტი ვართ :)
მე მართმადიდებელი მეგონე :(
Post a Comment