ორშაბათი ბავშვობიდან არ მიყვარს. ახალი სამუშაო კვირა რომ იწყება და არანაირი რომანტიკის დრო არ გრჩება. მაღაზიები დილიდან იღება და გული გერევა იმაზე ფიქრით, რამდენ ფულს ხარჯავს ცივილიზებული მსოფლიო საკვებში, კიდევ უფრო მეტს ძონძებში. მეინსტრიმი მაღაზიები თითქმის ყოველ კვირას ცვლიან კოლექციას და კიდევ უფრო მეტი ნაგავი გამოაქვთ, ხან აიაფებენ, ხან აძვირებენ და ადამიანების ნერვებზე თამაშობენ, რომლებმაც აღარ იციან, რა ფერია წელს მოდაში – იისფერი თუ ყვითელი? ან იქნებ ორივე და კიდევ ბევრი სხვაც?
ლაიპციგი ერთი პატარა ქალაქია, უფერული ადამიანებით, ძველებური ტრამვაით და გოთებით სავსე. გოთების გარდა, პირველად ვნახე ამდენი ბერძენი და კვიპროსელი გერმანიაში; როგორც ბერლინში ყოველ ნაბიჯზე თურქული Döner–ია გახსნილი, ისე ლაიპციგში ბერძნული რესტორნები და მაღაზიები.
ცენტრში, სადაც კვირასა და სამშაბათს ბაზრობაა ხოლმე, ახლა კლასიკური მუსიკის ფესტივალი მიმდინარეობს, ღია ცის ქვეშ უზარმაზარი სცენაა დამონტაჟებული, სადაც საღამოობით კონცერტები იმართება, დღისით კი საზაფხულო კაფის როლს ასრულებს. ისეთი სიმშვიდეა, ხანდახან ადამიანს მოგინდება, ჯანმრთელი სიცილი გაიგონო და დაივიწყო მთელი გერმანული დეპრესიული ლიტერატურა და მუსიკა, რომელსაც მხოლოდ ბერლინში თუ გაექცევი, ჩემს ყოფილ უბანში, სადაც ყველაზე ალტერნატიული და უზრუნველი ხალხი ცხოვრობს.
არც სამშაბათი მიყვარს, სტრესული დღეა და ყვითელი ფერის. ასე მაქვს წარმოდგენილი კვირის ყველა დღე – სხვადასხვე ფერებში. სამშაბათი კიდევ ყვითელია, მზესავით და ოქროსავით კი არა, გულისამრევი კვერცხისგულისფერი და გერმანელების თმისფერი.
წერა მომენატრა და დრო არ მაქვს. ამ პოსტს თითქმის ერთი კვირაა ვწერ, მანამდე დიდხანს ვგეგმავდი და როგორც კი კომპიუტერს მივუჯდებოდი, მაშინ იწყებოდა ყველა საქმე, ავეჯის მაღაზიაში წასვლით დაწყებული, სახლის დალაგებითა და სადილის მომზადებით დამთავრებული.
ამ ბოლო დროს ეს ამეკვიატა "კაბარედან": 'Life is a Cabaret old chum, come to the Cabaret!'
...
...
...



8 comments:
rakargi iqneba mag festze misvla sagamos, jdoma da mshvidad yofna :)
posts mec kai xania, ver vwer, ar vici udroobis, daulagebeli fiqrebis ,tu sizarmacis gamoa ase
am kvirashi ki uamravi magaziit moxiblulma zonzebsa da sakvebshi bevri fuli vxarje. magram amaoebis miuxedavad, mainc tkbili iyo es adamianuri shvebulebis ambebi :))
რა მაგარია კლასიკური მუსიკის ფესტივალი :)
მე კიდევ მიყვარს ორშაბათი, ია ვ დაუნე ამ დღეს არასოდეს მითქვამს :დ
მოდაში კიდევ ის ფერია რომელიც განწყობას გიმაღლებს. მოდის ფუნქციაც ხო განწყობის შექმნაა :) ხოდა შენ ყვითელი გიხდება )
ჩემი კვირის დღეები ჩვეულებრივია მგონი, არ ვიცი ზუსტად...
ეე კლასიკური მუსიკის ფესტივალი :* რა კარგ იქნება :)
ჩემთვის ორშაბათი სიახლესთან ასოცირდება, იმიტომ, რომ ყველა გეგმის დაწყებას ორშაბათს ვუკავშირებდი ხოლმე: ორშაბათიდან დიუეტაზე ვარ, ორშაბათიდან მეცადინეობას ვიწყებ და ა.შ.
მე მიყვარს ორშაბათი, ყოველთვის ენერგიით და უკეთესი კვირის მოლოდინით სავსე ვარ :) სამაგიეროდ სამშაბათია ჩემთვის გაურკვეველი ფერის...
ფერებზე ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ კვირის დღეების შესაბამისად გარკვეული განწყობები მაქვს და თითქმის ყოველთვის ამ განწყობებით ვხვდები ხოლმე ყოველ ახალ დღეს...
ბედნიერ დღეებს გისურვებ სოფი! :*
ვაიმე, კლასიკური მუსიკის კონცერტებითა და ფესივალებით ახლა მთელი ევროპაა მოცული. თბილისშკი კიდევ ყველაფერი ბათუმში წაიღეს, რომელსაც ვერ ვესწრები და ვერც ბლოგზე ვაშუქებ. ფაქ, რა ცუდია :ს
შორიდან მიყვარს ლაიფციგი და კლასიკური მუსიკა ორშაბათზე ძლიერია :დდდ
@babisa, კი, ერთი სიამოვნებაა. მომენატრა შენებური, იისფერნისლიანი პოსტები და შენი ბლოგის სურნელი :) ეს ამ პოსტის წერის დროს მქონდა "სოციალიზმის" შემოტევა, თორემ მაღაზიებში სიარულს და თუნდაც ძონძების ყიდვას რა ჯობია :))
@ნინა, ძალიან. ნამდვილად შესაშურია, ორშაბათი რომ გიყვარს. რახან ამას "სტილის მაძიებელი" ამბობს, ასეც იქნება :)
@როდე, დაწერე ხანდახან შენი კვირის დღეებზეც, რა იქნება?
@უნაამარგა, ჰა ჰა, ნაცნობია ჩემთვისაც დიეტა ორშაბათიდან :დ
@ქეთი, რა კარგი ხარ და პოზიტიური, მაგრამ რა ვქნა, ორშაბათის იმედიანობაში მაინც ვერ დავრწმუნდი :დ ბედნიერ კვირას გისურვებ, ქეთი!!!
@ზურიუს, სხვათა შორის, რამდენჯერ ვიფიქრე, რომ საშენო ქალაქია ეს ლაიპციგი, სადაც არ უნდა გაიხედო, კლასიკური მუსიკის ფესტივალები, კონცერტები და ხშირად, ძალიან კარგი მუსიკოსები და ბენდები ქუჩებში აწყობენ რეპეტიციებს მომავალი კონცერტებისთვის.
სოფი, შენ სხვა დღე გექნება, რომელსაც მეტი პოზიტივით ხვდები :) დიდი მადლობა! :*
Post a Comment