I was slicing up an avocado...
Jens Lekman 'Put your arms around me'
რომ ფრენსის ბინ კობეინი გამახსენდა და ვფიქრობდი, როგორი უნდა იყო, როცა 1992 წელს დაიბადე, მამა კურტ კობეინია, რომელიც არც კი გახსოვს, რადგან ორი წლის იყავი, როცა გაქრა. დედა კიდევ უარესი – კორტნი ლავი და ნათლია, მთლად ყვავილი – დრიუ ბერიმორი.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა დრიუ ბერიმორმა იენს ლეკმანის ეს სიმღერა თავის ფილმში შეუშვა და მე მოვისმინე. ავოკადოს მოყვარული არასოდეს ვიყავი, მაგრამ გავიგე, უამრავ ვიტამინს შეიცავსო და ამ ბოლო დროს დავიწყე მისი ფცქვნა (მართალია, სიმღერაში ნაჭრებად ჭრის, მაგრამ მე ჯერ გულს ვიღებ და კანთან ერთად ვაგდებ, რბილობს კი ნაზად ვეპყრობი). სუპერმარკეტში 99 ცენტი ღირს ერთი ცალი ავოკადო, რომელსაც რამდენიმე დღე მაცივარში ვინახავ, იქ მწიფდება და მერე პომიდორისა და კიტრის სალათაში ვურევ, მწვანე წიწაკასა და ხახვთან ერთად. თუ ძმარს ან ლიმონის წვენს ვუმატებ, კიდევ უფრო გემრიელი გამოდის, თუ მავიწყდება, თივის გემო აქვს. კაცმა არ იცის, თივას რა გემო უნდა ჰქონდეს, მაგრამ ძმრის დამატება როცა დამავიწყდა და ისე ვჭამეთ სალათა, მაშინ წარმოვიდგინე, რომ თივა ასეთი უნდა ყოფილიყო.
იცის დრიუ ბერიმორმა სიმღერების არჩევა თავისი ფილმებისთვის, ფრენსის ბინ კობეინმაც იცის ალბათ.
მაგრამ ავოკადო მხოლოდ ჩემია და მე მესმის, რას ნიშნავს, როცა მთელი დღეები ამ სიმღერას აიკვიატებ და გეღიმება, რადგან ისიც მხოლოდ შენ იცი, რა გემრიელია ავოკადოს სალათა, თუ არაფერი დაგავიწყდა და თივას არ დაემსგავსა.





8 comments:
ჩავრთე სიმღერა და კიდევ ერთხელ წავიკითხე პოსტი. თბილი და თან უცნაური შეგრძნება დამრჩა – თითქოს ეს ყველაფერი ვნახე, როგორც კადრები ფილმიდან.
თივის გემო :) :*
ამბობენ, სიყვარულით მომზადებული კერძები ყოველთვის უფრო გემრიელი გამოდისო, ჰოდა მგონია, შენც ასე ამზადებ :)
ცუდი ისაა, რომ როდესაც შენ მიერ დადებულ ლინკზე გადავდივარ, ახალ ტაბს არ მიხსნის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ან ბლოგი უნდა ვიკითხო, ან სიმღერას ვუსმინო. ხოდა ამიტომაც ახალ ტაბს ჩემით ვხსნი და ორივეს ერთად ვაკეთებ. მიყვარს პოსტის კითხვის მომენტში მუსიკის სმენა.
ძალიან მომეწონა. რამდენიმეჯერ ჩავრთე. ხოდა ავოკადო არასოდეს გამისინჯავს. მაგრამ ეს ბავშვი სულ მაინტერესებდა, ნეტავ როგორია-მეთქი. ხოდა ამ პოსტის გამოისობით მისი სურათი დავდე ფბ-ზე.
მისი ნათლიები არიან დრიუ და რემის ვოკალისტი, მაიკლ სტაიპსი. ეგ როგორ გამოტოვე :P
ხოდა ეგრე.
მადლობა რჩევისთვის, ახლა უკვე ვიცი, როგორ გამოვიყენო ავოკადო :) სამი დღეა, სუპერმარკეტში შორიდან ვუვლი :)
@ქეთი, ძალიან საყვარელი სიმღერაა მართლაც. ვცდილობ, ხან გამოდის, ხან – არა გემრიელი კერძები, მაგრამ ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, ხომ იცი :)
@ქეით, მიხარია, რომ მოახერხე ტაბის შენით გახსნა და ორივეს ერთად გაკეთება :) :* მაიკლ სტაიპსი ისაა, მელოტი ხო? დრიუ ნათლიაა–მეთქი, წერია პოსტში, შენ მხოლოდ სურათებს ხომ არ უყურებდი? :/ :პ
@თამარა, მერე გამაგებინე, როგორი სალათა გამოგივა, კარგი?
დრიუ რომ წერია კი ვნახე, მაიკზე გითხარი :დდდდ
ვნახოთ, როდის მოვაბამ თავს :) საშინლად მეზარება სამზარეულოში ჩასვლა, მეხუთე დღეა, რძის პროდუქტებით გამაქვს თავი :)
უჰ, ის სულ დამავიწყდა, რომ ამ ფრენსისს საოცარი, მომნუსხველი თვალები აქვს....
წინა კომენტარი ჩემი იყო :(
ავოკადოს ერთადერთი გამოყენება თმაზე ვუპოვე. ვერ დავუმუღამე სხვანაირად, ვერც სალათებში, ვერც სოუსში და ვერც სუშიზე.
სამაგიეროდ თმის ნიღაბი მზადდებააააააა, იშ, საკაიფო :)
Post a Comment