ჩვენი ქორწილის ამ ფოტოზე ჩემი ქუსლები "მომწონს" შემოქმედებითი კრიზისი მაქვს (ქვეყანაზე ამაზე ბითურული ცნება არ არსებობს, მაგრამ მაქვს და რა ვქნა).
და
პრობლემა იმაშია, რომ დიდად არ ვწუხვარ. მეგობრები მწერენ, სოფი, დაწერე რამე ახალი? ნაცნობები მეკითხებიან, რას საქმიანობ? თითქოს აუცილებელია რამეს საქმიანობდე და დაკავებული იყო, როგორც ამ
სასწაულ ბლოგზე წერია. იქიდან ეზრა მიკაკუნებს, რომ კიდევ მივწერო წერილები და ფოტოებიც გადავიღო. მე კიდევ კარტოფილს ვწვავ ღუმელში, ცოტა პილპილს, მარილს ვაყრი და ზეთს ვაწუწებ.
მერე ვცეკვავ და ჰიპ–ჰოპს ვუსმენ.
რებეკამ მომწერა პასუხი.
შარშან მისი მშობლები დაცილდნენ. დედამისს ისევ ნერვული შეტევები აქვს და რა თქმა უნდა, ყველა ჯავრს შვილზე იყრის. რებეკას კიდევ მამა უფრო შეუყვარდა, ბუნებრივია, მანაც ფოტოაპარატი აჩუქა და რებეკა პროფესიონალ ფოტოგრაფობაზე ოცნებობს. თან ბრჭყვიალათვალება ფილიპი მოსწონს, მის გვერდით რომ ზის ისტორიის გაკვეთილზე და ლურჯი სვიტერი აცვია.
ცხოვრება რომ არასოდეს იცვლება, ამჩნევთ?
არასოდეს. გაიხსენეთ, თქვენც როდის იყავით ბოლო კლასებში, ვიღაც სიმპათიური ბიჭის გვერდით ისხედით და მისი თავაზიანი გამარჯობა –
"ძალიან მომწონხარ"–ად გესმოდათ.
დღეს ნაზის დაბადების დღეა (ჩემი ბავშვობის მეგობრის)!!! სასწაულია.
27? ერთ თვეზე ცოტა მეტი და მეც 27–
ში ვიქნები; ღამით მესიზმრება ჯენის ჯოპლინი, როგორ იცინის, კვდება სიცილით და ისევ მერსედეს ბენცზე ოცნებობს.
27, 28, 29, და 89–ისაც რომ გავხდე, მაინც მეყვარება ცეკვა და შემწვარი კარტოფილი. წერილებს დავუწერ მეგობრებს, შვილიშვილებთან ერთად ვნახავ ფილმებს და ისევ გადავხედავ ქორწილის ალბომს.
6 comments:
სოფიი :** ქუსლუკები :) ძალიან თბილი ფოტოა!
შემოქმედებითი კრიზისი ალბათ ყველას ჰქონია. სამაგიეროდ , მერე ახალი ძალით იფეთქებს ხოლმე... :)
მთავარია, რომ ბედნიერი ხარ, როცა კარტოფილს წვავ და ჰიპ–ჰოპს უსმენ.. და ის, რომ შემოქმედებითი კრიზისი არ გაწუხებს, სულაც არ არის პრობლემა. პირიქით.. მთავარია, ახლა, აქ და ამ წუთას კარგად ხარ.. ცხოვრება პროცესია და არა შედეგი..
პ.ს შენც სასწაულად წერ.)
შენ რომ ჩემი ტოლი ხდები, ანუ ჩემი დაბადების დღეც უკვე ახლოსაა და კიდევ ერთი წელი ემატება ჩემ რიცხვს.. ოოჰ, როგორ ვიზრდები-თ
@ქეთი, :) ალბათ იფეთქებს, მაგრამ მე ჯერ ესეც არ მადარდებს :/
@ანონიმუს, კარტოფილის შეწვას ხომ არაფერი ჯობია მარტლაც :) დიდი მადლობა.
@ბაბისა, ვიზრდებით, ძალიან ვიზრდებით და ამ დროს, შენც ხომ იცი, სულის პაწაწკინტელა ნაწილი არასოდეს იცვლება.
27-ზე და ჯოპლინზე, ენი ვაინჰაუზზე და კურტზე ნუ ფიქრობ. შენ შენი ბედნიერი 27 გექნება. მერე მოვა 28, 29 და ასე შემდეგ.
შემოქმედებით კრიზისს რაც შეეხება, მეც ეგრე ვარ. პრობლემები, კონფლიქტები, დაღლილობები და ასე შემდეგები. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ უკეთესად ყოფნას მე არც ვიმსახურებ.
ეგეთ ქუსლებზე რომ იდექი, გმირი ხარ ჩემს თვალში :))
om om om! Soph.. dges mteli luchtime vfiqrobdi shenze da laipxigze, aq erti gogoa, grazina, am bolo dros citlad sheigheba tmebi da sashinlad gavs Liora-s shen megobars.
hoda, am yvelaferze vfiqrobdi. xo, kide axali Morteni gvyavs. namdvilad cripa morteni gaizarda da es bichi gaxda. dzaan kaia.
sevda macveba xolme raghaceebze. mere maxsendeba rom iq mgonia kargi yoveltvis sadac me arvar da sinamdvileshi chemi cxovreba sul mainc asea. ohoh. priama inlav. ai seriously. <3
Post a Comment