Sunday, November 6, 2011

სხვათა შორის


სხვათა შორის, ის სურათები, სკარლეტ იოჰანსონი თავის სააბაზანოში შიშველი რომ დგას და საკუთარ სხეულს ფოტოებს უღებს, მისი ყოფილი ქმრისთვის იყო განკუთვნილი. მერე ვიღაც ჰაკერმა მოიპარა მისი ტელეფონიდან და ინტერნეტში გაავრცელა, სადაც ყველამ ნახა უმაკიაჟო, ფუმფულა და თეთრი სკარლეტი. არავის გაკვირვებია შიშველი სკარლეტის ნახვა, დარწმუნებული ვარ; ის ფოტოები კი – საერთოდ არ იყო ისეთი ვულგარული და გულისამრევი, როგორ ფოტოებსაც, მაგალითად, ვოგი უღებს ხოლმე: მიბნედილი თვალებით, ისედაც სქელი ტუჩები, კიდევ უფრო გამობურცული და გემრიელი ცხიმის ფენაც ფოტოშოპით მოშორებული.
არ ვიცი, იმ ჰაკერს რა განაჩენი გამოუტანა ლოს ანჯელესის სასამართლომ, მაგრამ ჩემი აზრით, იმ კაცმა მსოფლიოს ანახა ბუნებრივად შიშველი ქალი და მთლად მკაცრადაც არ უნდა განესაჯათ. მესმის, სხვის ტელეფონში ძრომიალი და პირადი ფოტოების მოპარვა საკმაოდ სერიოზული დანაშაულია, მაგრამ რას იზამ, როცა ჰოლივუდის ვარსკვლავი ხარ, ამასთან ერთად ლამაზი და სააბაზანოში ფოტოების გადაღება გიყვარს.

BONUS: მომწონს კრეიგ ფერგიუსონის შოუ, ცოტა უცნაურად გიჟობს ხანდახან, მაგრამ აქ სკარლეტი მასზე ჭკვიანი აღმოჩნდა.


5 comments:

Anonymous said...

იგივე იყო მადონას შემთხვევაშიც.
თავის ასაკთან შედარებით ძალიან კარგად გამოიყურებოდა ფოტოებზე.

Sophie שרה Golden said...

@როდე, მადონაზე არაფერი ვიცი. რა დროს სკარლეტის ასაკია, 27 წლისაა.

Anonymous said...

უი სულ ახალი ამბავია: ვიღაც ყოფილმა შიშველი სურათები გაუვრცელა. გუგლში რომ აკრიფო, ეგრევე ამოყრის ;)

Keti said...

სკარლეტის ფოტოებზე მეც ეს ვიფიქრე – ბუნებრივად ლამაზი და არავულგარული იყო..
აი ყოფილი ქმრისთვის რატომ უნდა გადაიღო, ეს ვერ გავუგე :) შეეძლო ასე არ ემართლებინა თავი

Sophie שרה Golden said...

@როდე, არა, მადლობა. მადონა არც ჩაცმული მინდა, არც – გახდილი :დ

@ქეთი, ეს შემდეგ გახდა ყოფილი, როცა სურათებს იღებდა, ჯერ ისევ ერთად იყვნენ :)))