Sunday, November 20, 2011

დამოუკიდებელი ხინკალი

პოსტი ეძღვნება ჩემნაირ დიასახლისებს, რომლებსაც 26 წლის მანძილზე ეგონათ, რომ სადილების კეთება ადვილი იყო. ყოველ შემთხვევაში, თეორიულად ასე ჩანდა. იმის შემდეგ, რაც საცივში ჩავფლავდი, ქართულ კერძებს დიდი კრძალვითა და ცახცახით ვეკიდები. მადლობა ღმ–ერთს, ჩახოხბილი და გოზინაყი კარგი გამომდიოდა და დღეს ხინკლის დამოუკიდებლად გაკეთება გადავწყვიტე.


რა უნდა ხინკალს?

ნახევარი კილო ხორცი (ერთად გაატარეთ ხორცი და ხახვი, დაუმატეთ 1/2 სუფრის კოვზი მარილი, ნახევარი ჩაის კოვზი პილპილი და ორი ჭიქა თბილი წყალი).
ნახევარი კილო ფქვილი (ცომი მაგარი უნდა იყოს, შესაბამისად, იმდენი წყლით ზელთ, რომ თხელი არ გამოვიდეს).
(ასეთი რაოდენობის ხორცითა და ფქვილით 25–მდე ხინკალი გამოდის)
მოზრდილ ქვაბში ადუღებთ 2,5 ლიტრ წყალს, ამატებთ 1 სუფრის კოვზ მარილს და ყრით ხუჭუჭად მოხვეულ ხინკლებს (მე ასე ვახვევ. რა ვქნა, ლილუ იფიცება, ფშაური ხინკალი ზუსტად ასეთიაო).
როცა ხინკლები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, მალე წყალიც ადუღდება, 5 წუთს იცდით და ამოღებას იწყებთ.

დანარჩენი თქვენ იცით.
მე პილპილმოყრილი მიყვარს და ახალგაზრდობაში ნემიროფსაც ვაყოლებდი ხოლმე მეგობრებთან ერთად. ჩვეულებრივი самогон და ღვინოც უხდებაო, ამბობენ.

ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ! ძალიან ბევრს ნუ იმუშავებთ, მონები ხომ არ ვართ :პ :დ

7 comments:

Anonymous said...

ავ სოფიმ ხინკალი გააკეთა! ;დ

Anonymous said...

darcmunebuli var rom kargi gamogivododa.imdenjer gaviketebia xinkli mxareshe rom ar shegeshleboda.tan roca amdeni xinklis moyvaruli gyavdit gverdit :D gaxsovs chveni ''nizlavi''c?nz

Keti said...

კარგი გამოვიდოდა, სოფი, რადგან მგონია სიყვარულით აკეთებ :)
ბედნიერი დღეები!

Sophie שרה Golden said...

@როდე, დიაღ :)

@ნაზ, კარგი გამოვიდა ძალიან :)

@ქეთი, ვცდილობ :) დიდი მადლობა. შენც ასევე!!!

Dissolved Girl said...

ისე აღწერე, რომ ძალიან მომინდა მეც ცდა. ადვილად :) ფოტოზე გემრიელად გამოიყურება. მოეწონა მეუღლეს ქართული ხინკალი?

zurriuss@gmail.com said...

უჰ, როგორ მომენატრა ხინკალიც და შენი ბლოგიც. უძღები მკითხველი დაუბრუნდა, მგონი :დდ

Sophie שרה Golden said...

@Dissolved girl, მართლა ადვილია, დამიჯერე :) მოეწონა, აბა რა.

@ზურიუს, დაბრუნდი, დაბრუნდი, ვაშა. მიხარია.