
დღეს, ნომერ 11 ტრამვაიში მჯდომმა დავასკვენი, რომ ცხოვრებაში ვერასოდეს დაისვენებ ადამიანი. გგონია, რომ ეს სიძნელე გადალახე და უცებ, მეორე, ამაზე კიდევ უფრო რთული წინ გადაგეღობება. მერე მესამე, მეოთხე და როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ამბობდა, ვისაც ჰგონია, ამქვეყნად დასასვენებლად მოვიდა, ძალიან ცდება, აქ მხოლოდ მუშაობა და მუშაობააო.
უცნაურია, ადამიანს, რომელიც მუდამ ბევრი მუშაობის წინააღმდეგი იყო, მსოფლიოში ყველაზე "მომუშავე" დედა და ქმარი მოუვლინა ღმ–ერთმა.
ტრამვაით იშვიათად მიწევს მგზავრობა, მაგრამ დღეს ბილეთები აღმოვაჩინე საფულეში, თან ის თევზი გვჭირდებოდა, რომელიც მხოლოდ "დიდ სუპერმარკეტშია". სულ სამი გაჩერებაა ჩვენიდან და ფიქრისთვის ძალიან დიდი დროც არ მქონია, მაგრამ ამ პოსტის პირველი აბზაცი მაინც სწორედ იქ ჩამოვაყალიბე.
ჩემი ეს პოსტი თუ წაიკითხეთ, გეცოდინებათ, რითიც ვარ ახლა დაკავებული. რამდენადაც საინტერესოა განსხვავებული კულტურის ადამიანების გაცნობა და ურთიერთობა, სახლში ზოგჯერ იმდენად სევდიანი ვბრუნდები, არ ვიცი, რა გავაკეთო. წარმოვიდგენ, თითოეული ადამიანის ცხოვრებას, მიზეზს, რის გამოც დატოვეს სამშობლო და გაყინულ ქვეყანაში წამოვიდნენ, მერე გადავხედავ ხოლმე და მინდა, გავიგო, მათაც თუ იპყრობს ჩემნაირი სევდა. მერე თავს ვარწმუნებ, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და თუნდაც მე ვერ ვხვდებოდე, თავისი ლოგიკური ახსნაც მოჰყვება.
ლოგიკური თუ არა, ისე ახსნა მაინც.
უკვე 7 დეკემბერია. ცივა, წვიმს და დილიდან უკვე საღამოს ჰგავს. წელს ხანუკა თვის ბოლოს მოდის, მე კი ჯერ ფუნთუშების გამოცხობა არ ვიცი. სამაგიეროდ, დილაობით ხაჭოს ფუნთუშებს ვატან ჩემს ქმარს სამსახურში, მე კარაქიან პურს ვჭამ და თბილ რძეს ვსვამ; ამ დროს გარეთ ჯერ ისევ ბნელა, მე ბინაში დავხეტიალობ და მგონია, სამყაროში მხოლოდ მე მღვიძავს და რაღაცნაირად მიხარია. სულელური აზრია, მაგრამ რაღაცნაირად სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ გღვიძავს და მიუხედავად იმისა, თავიდან თბილი ლოგინიდან ადგომა რომ არ გინდა, მერე კმაყოფილი და ბევრად ენერგიული ხარ, ვიდრე 12 საათამდე რომ დაგეძინა და სითბოც უკვე მოგბეზრდებოდა.
ხო ვამბობ, არსებობს ცხოვრებაში ლოგიკური რაღაცები.



7 comments:
აუ რა კარგი ცოლი ხააარ :))) აბა ჩემი და ჩემი მეუღლის დილა ფართხა-ფურთხით იწყება :))))) მაგრამ ალბათ მეც გავხდები უახლოეს მომავალში დიდი სახლის პატარა დიასახლისი ან პირიქით პატარა სახლის დიდი დიასახლისი :))))))) ნუ მანამ სანამ მშობლებთან ვარ სიზამრაცის უფლებას ვაძლევ თავს :P
სოფი, წავიკითხე შენი მეორე პოსტი და დავბრუნდი. დამაფიქრა შედარებებმა.. ცუდია, როცა რაიმეს მხოლოდ ვალდებულების გამო აკეთებს ადამიანი, ეს ნელ–ნელა ამძიმებს და მერე ყველაფერზე აისახება ხოლმე. ჰოდა მთავარია, ბედნიერებისა და თავისუფლების განცდამ არ დაგტოვოს.
მეც არ მიყვარს შუადღემდე ძილი. ყოველთვის მგონია, რომ დილის პერიოდის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ასე დასვენებასაც მეტად ვაფასებ :)
წარმატებები, სოფი! :)
@ლალენა, მადლობა :))) ხო, ვცდილობ. გახდები, აბა რა.
@ქეთი, ვალდებულებასაც გააჩნია, ხომ იცი. ბევრ რამეს ვაკეთებთ ვალდებულების გამო, მაგალითად, როცა გეძინება დილით, მაგრამ იცი გაკვეთილი გაქვს და ვალდებული ხარ, ადგე. იმას, რაც ფუნდამენტალისტურ ქვეყნებში ხდება კიდევ ძალადობა ჰქვია, მე თუ მკითხავ :(
მადლობა, ქეთი, შენც წარმატებებს და კვირის ბედნიერად დასრულებას გისურვებ!
კი, გააჩნია და პასუხის წერისას ასეთი ყოველდღიური ვალდებულებები არ მიგულისხმია... თუმცა, ამ დროსაც მოტივაცია თუ არ გიწყობს ხელს, შედეგი იგივე იქნება... გეთანხმები, სოფი, ძალადობაა :(
:*
sofi, exla zustad iset sevdian ganyobaze davbrundi saxlshi da zustad iseti posti shemxvda romelic yvelaze metad gamitbobda guls.yirumas musikis ponze wavikitxe..rogor minda gicnobde da shentan ertad vchamde xolme karaqian purs, aladiebs, xachos puntushebs da vsvamde tbil rdzes.tbili rdze ar miyvars magram mgonia shentan ertad rom damelia dzalian shemiyvardeboda...warmomidgenia rogor enatrebi yvelas,gansakutrebit shen sayvarel dedas,romelsac mgonia rom mec vicnob..exla mominda didi werili dagiwero, da dzalian mogepero imistvis rom xar da bevr adamians utbob guls, sheni sulit da arsebit.me martla dzalian miyvarxar .. <3
Ana
@ანა, დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. მეც დიდი სიამოვნებით მივირთმევდი ალადიებს შენთან ერთად და რძიან ყავას ან კაკაოს დავლევდი :)
მომწერე, როცა მოგინდება :)
mogwer ... <3
Post a Comment