Sunday, December 11, 2011

მკვდარი კვირადღეები


მართალია "მსოფლიოს ცენტრებში" უკვე საშობაო მზადება დაიწყო, მაღაზიებიც თეთრმა და წითელმა ფერმა მოიცვა, მე ჯერჯერობით მშვიდად დავდივარ ჩემს სკოლაში და როცა დრო მაქვს, ბლოგებს ვკითხულობ. ისეთი პოსტები მწყურია, სადაც ადამიანები საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრებენ, მოჰყვებიან ყველაზე ყოველდღიურ ამბებს, როგორი ომლეტი ჰქონდათ საუზმეზე და რამდენი წუთით დააგვიანა ავტობუსმა.
დიდი ხანია აღარ წამიკითხავს ისეთი სასიამოვნო პოსტები, დივანზე რომ მოკალათდები, თაფლიან რძეს მოიდგამ გვერდით და თვალებგაფართოებული მიაცქერდები ეკრანს, ხანაც გაგეღიმება და ფანჯრიდან დაიწყებ ყურებას, ფიქრი აგეშლება იმაზე, რაც ორიოდე წუთის წინ წაიკითხე და სასიამოვნო განწყობა მოგიცავს.

წინა კვირას ნანამ ძალიან საინტერესო პოსტი მანახა. ეს ქალი ისე თბილად, საინტერესოდ და გონებამახვილურად წერს, ვერასოდეს გამოიცნობ მის ნამდვილ პროფესიას, მიუხედავად იმისა, რომ თავის საქმეში ძალიან ჩაფლული ადამიანი ჩანს. წერს თავის ქმარზე, შვილებზე, დილით ალადიებს რომ უკეთებს, სამსახურზე და ადამიანებზე, ვისთან ერთადაც მუშაობს; ჰყვება თავისი ცხოვრების შესახებ, იმაზე, რაც აწუხებს, საზოგადო პრობლემებზე, რაც ხშირად ხვდება.
ნანამ იმით მიმიზიდა ამ პოსტის წასაკითხად, რომ დამიწერა, ამ დღიურებს როცა ვკითხულობდი, შენი ბლოგი გამახსენდაო და ადამიანებს კიდევ საკუთარ თავზე მეტად სხვა ვინ მოგვწონს? შესაბამისად, ყველა ბლოგერს ხომ შვილივით გვიყვარს ჩვენი ბლოგები და ის ადამიანები კიდევ უფრო მეტად, ვისაც ჩვენი "შვილები" უყვარს და ახსენდება.

ამ დღიურების წაკითხვის შემდეგ დავფიქრდი იმაზე, მე როგორი დედა ვიქნები და ჩემი გაკეთებული ალადიები თუ ეყვარებათ ჩემს შვილებს; რა იქნება ჩემს ცხოვრებაში პრიორიტეტული, რითი ვიქნები დაკავებული 5–10 წელში? ისევ მექნება თუ არა "ჩემი" sunny ღიმილი, რომელიც მე თვითონაც ხშირად მამხიარულებს და სიძნელეებს მავიწყებს...

ეს პოსტი მილიონი წლის წინ დავიწყე, მგონი და დღესღა მოვიფიქრე გამოქვეყნება, ამიტომ სასწაულად ალოგიკურია დასასრულისა და დასაწყისის ერთ პოსტში მოქცევა.
თავიდან თაფლიანი რძით ვიწყებდი და დღეს კვირამ ისე შემაწუხა, ამავე პოსტში მოვაქციე და გამოვაქვეყნე.
საშინელებაა.

სინამდვილეში გერმანია დიდად არანაირი დღესასწაულისთვის ემზადება. უბრალოდ, ყველა ლუდით გამოთვრება, მერე ბოთლებს ფერების მიხედვით გადაარჩევენ სანაგვე კონტეინერებში და ისევ ისეთი გაყინული სახეებით ივლიან, როგორც სიფხიზლეში. ზოგჯერ წესრიგმა და კანონმორჩილებამ შეიძლება შეგშალოს ადამიანი და მოგინდეს, მთელი ერის შენჯღრევა და ცოტა სიცოცხლის "შთაბერვა". Why do I care anyway?..

მიხარია, კვირადღე მთავრდება და ახალი კვირა იწყება.
სასწაულად მკვდარი კვირადღეებია გერმანიაში.

6 comments:

Keti said...

საინტერესო დღიურები წამაკითხე, სოფი

ახლა დავფიქრდი, მგონია ამიტომაც მომწონს შენთან შემოსვლა, რომ ყოველდღიურ განწყობებსა და ამბებს აღწერ ხოლმე. მეც მიყვარს ასეთების წერა, მაგრამ ხშირად ბოლო წუთს მეჩვენება, რომ არ უნდა გამოვაქვენო..

გერმანელებზე უკვე იმდენი ადამიანისგან მესმის, გულცივები არიან და გაწერილი განრიგით ცხოვრობენო, რომ მგონია, განსაკუთრებით სამხრეთელისთვის რთული უნდა იყოს მათ შორის ცხოვრება...

პოზიტიურ ახალ კვირას გისურვებ :)

Anonymous said...

და მგონი ჩემი კრიზისიც გარკვეულწილად იმ ერთფეროვნების ბრალია, რაც ჩემს ირგვლივ ძევს...
დრო კიდე ისე სწრაფად მიდის. და ყოველთის უნდა ვაკეთოთ რაღაცები, ფუჭი რაღაცები.

ნან said...

მეც ძალიან მენატრება ბლოგები, სადაც ადამიანები თავიანთი ცხოვრების შესახებ ყვებიან. ამიტომ მიყვარს შენი ბლოგი განსაკუთრებით, ყოველთვის მხვდება რაღაც ადამიანური და სულ მაინტერესებს რა ხდება შენს თავს.
მომწონს როცა ადამიანებს ცხოვრება უხარიათ, ალადიების ცხობა, ჩაის ჭიქაზე ხელის გათბობა და ახალი კაშნე.

ძალიან დამღალა ამდენმა ცინიზმმა, ქირქილმა. აღარ ახარებთ ჩემს ირგვლივ ადამიანებს მარტივი, მშვიდი უქმეები, არადა ამის გარეშე ყველაფერი ნაცრისფერი და ძალიან მოსაწყენია :(

babisa said...

ui, am dgiuridan mec wavikitxe ramdenime dgis chanaweri wina dgeebshi.. glexi kacis dgiurebic naxe, sofi, mgonia, mogewoneba, sieti ubraloa :)

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, მიხარია, რომ მოგეწონა. შენ როგორც წერ, ისეთი ლამაზია, ნამდვილად არაფერი აკლია შენს ბლოგს.
კი, საშინლად ცივები, უჟმურები და უხეშები :/
დიდი მადლობა. შენც ბედნიერი კვირა გქონდეს.

@როდე, ნუ იტყვი მაგას, ადექი და დაიჭირე დრო. გგონია, მართლა გარბის, რახან ყველა ამას ჩივის, დრო გარბისო? ;)

@ნან, ნუ იტყვი. ქირქილმა და სარკაზმმა წალეკა ქვეყნიერება, როგორც იტყვიან :| მადლობა შენ, რომ ის დღიურები მანახე.

@ბაბისა, ვნახავ აუცილებლად, მადლობა, რომ მითხარი.

Keti said...

sofi, didi madloba! :*