
ეზრა ყოველთვის იღიმება, თუმცა ხომ ვიცი, მასაც ნერვებს უშლიან ადამიანები. მასაც აქვს ისეთი პერიოდი ცხოვრებაში, როცა ბუზღუნებს, თმის დავარცხნა ეზარება და მეუბნება, რომ ყველაფერი აბსურდია. მე პასუხად ვუღიმი და მაიაკოვსკის ლექსებს ვაკითხებ; იცოდეს, რომ მარტო არ არის:
"Причесываться? Зачем же?!
На время не стоит труда,
а вечно причесанным
быть невозможно."
На время не стоит труда,
а вечно причесанным
быть невозможно."
მეუბნებიან, რომ მაიაკოვსკი ის პოეტი არ არის, რომელიც ქალმა შეიძლება წაიკითხოს და მოეწონოს. ამასაც ვუამბობ ეზრას. ის თავის საყვარელ ლექსს მიკითხავს და მარწმუნებს, რომ ღრუბლები კაბაშიც უნახავს.
"У меня в душе ни одного седого волоса,
и старческой нежности нет в ней!
Мир огромив мощью голоса,
иду красивый,
двадцатидвухлетний."
и старческой нежности нет в ней!
Мир огромив мощью голоса,
иду красивый,
двадцатидвухлетний."
მე ისევ მეშინია უმადური ადამიანების და მერე საკუთარი თავის.
გერმანიისაც მეშინია.
ეზრა დილამდე იჯდებოდა და ლექსებს წაიკითხავდა, მერე საუზმესაც მოინდომებდა და მე ამ დროს ნერვები უკვე აღარ მეყოფოდა. ამიტომ დასაძინებლად მიდის და ესპანურ სიმღერას ვუსმენ.
"Где я?
В Ялте или в Туле?
Я в Москве
или в Казани?
Разберешься?-
Черта в стуле!
не езда, а - наказанье,
Каждый дюйм
бытия земного
профамилиен
и разыменован,
В голове
от имен
такая каша!
Как общий котел пехотного полка."
В Ялте или в Туле?
Я в Москве
или в Казани?
Разберешься?-
Черта в стуле!
не езда, а - наказанье,
Каждый дюйм
бытия земного
профамилиен
и разыменован,
В голове
от имен
такая каша!
Как общий котел пехотного полка."
წიგნებიც შემძულდა და მეზარება კითხვა. მხოლოდ რუსული პოეზია.
ხანდახან ესპანურსაც ვკითხულობ და ბოლომდე არაფერი მესმის, მაგრამ მგონია, რომ ვგრძნობ და ამიტომ ვკითხულობ და ვკითხულობ. ადრე ასე პრაღა მიყვარდა, შეიძლება ახლაც მიყვარს, მაგრამ ნელ–ნელა მავიწყდება.
ხშირად მავიწყდება რაღაცები, მერე უცებ მომაგონდება და მწყინს, რომ დამავიწყდა; ხან ის მწყინს, რომ საერთოდ გამახსენდა და ისევ თავიდან.
უცნაური ოთხშაბათი გამომივიდა დღეს. სულ არ ვაპირებდი დასევდიანებას და ეზრასთან მაიაკოვსკიზე საუბარს. უბრალოდ, ადამიანებმა გამაბრაზეს.



2 comments:
მომეწონა ეს ლიტერატურული ოთხშაბათი შენს ბლოგზე :)
ოღონდ მგონია, რომ წიგნებზე ეგ ისე თქვი, აბა როგორ უნდა შეგძულდეს...
კიდევ რა მინდოდა მეთქვა... დავიწყებაზე. უცნაურია ეგ გრძნობა, როცა რაღაცები გავიწყდება. ადგილები, ქალაქები. მეც დამიფიქსირებია. სამაგიეროდ, მერე თუ მოვხვდი იმ ადგილას, ძალიან ემოციურია ხოლმე გახსენება.
@ქეთი, გამიხარდა.
ნამდვილად ისე ვთქვი, გუშინ მქონდა ასეთი უცნაური განწყობა. წიგნების შეძულება როგორ იქნება, ან ლექსები რაღა გამოდის? :)
Post a Comment