Saturday, January 7, 2012

ნერვიული ქალები


როგორ არის ხანდახან, ხო, როცა არ იცი, რა მუსიკას მოუსმინო, რა ფილმი ნახო, რა წიგნი წაიკითხო. მერე უცებ მოიხედავ და კუთხის კაფის ფანჯარაში საკუთარ ანარეკლს რომ დაინახავ, ლურჯ ქურთუკსა და ლურჯ წინდებში, ხვდები, რომ გაიზარდე; მაგრამ მაინც ისევ ის სოფი გოლდენი ხარ, ქუჩაში რომ დადის და იკარგება თავის ფიქრებში. ის სოფი, ადამიანები რომ უყვარს და ხშირად მათგან მოშორებით ყოფნა ურჩევნია. ისევ ის გოლდენი – ყოველთვის გულიანად რომ იცინის და ირწმუნება, ცხოვრება მწვანე ვაშლია – დიდი და წვნიანიო.

გადის დრო. შენი ცხოვრება იცვლება. იდეალისტი სოციალისტობა დიდი ხანია მოგბეზრდა, თუმცა ეზრას მაინც უყვები, რომ ახალგაზრდობაში თუ სოციალისტი არ იქნები, სხვა ვინ უნდა იყო?

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ 20 წლის შემდეგ შეუძლებელია ახალი მეგობრების გაჩენა, ყოველ შემთხვევაში, ისეთი მეგობრების, ძალდაუტანებლად რომ დასხდებით და ბევრ უაზრობაზე ისაუბრებთ. არ მოგიწევს გონების და სხვა გრძნობების დაძაბვა, რამე ისეთი, პოლიტიკურად არაკორექტული არ წამოგცდეს.

იმ დღეს სტუმრად ვიყავით და ზუსტად ასეთი განწყობა მქონდა, როგორიც მსოფლიო მუდოების დედად მაქცევს ხოლმე. ჩემმა ქმარმა მითხრა, ხანდახან უბრალო საუბრის დაჭერა (поддерживать разговор–ის ჩემებური თარგმანი) არ არის ცუდიო (fancy, ამას ადრე დედაჩემი მეუბნებოდა), მაგრამ ნელ–ნელა ეჩვევა ჩემს ხასიათს, როცა არ შემიძლია, ვერც საუბარს "დავიჭერ" და ვერაფერს საერთოდ. მაშინ ვგრძნობ ზუსტად ისეთ მუდო თხის რქად თავს, როგორც ანუშკა წერდა ერთ პოსტში, ხმას ვერ ამომაღებინებ და კაციშვილი არ დაიჯერებს, რომ sunny სოფი ვარ, დრიუ ბერიმორის გმირების მოყვარული.

ასეთ საღამოებზე, განსაკუთრებით, თავის ჭკვიანად მოჩვენება მეზარება. ცოლები და ქმრები ცდილობენ ერთმანეთზე გონებამახვილები აღმოჩნდნენ, ან პირიქით, ცოლები ცალკე "კლუბში" გადიან და იქ ერთმანეთს ეჯიბრებიან, ქმრები კიდევ – თავისთვის, მშვიდად სხედან და საუბრობენ; საერთოდ, კაცები ბევრად relaxed ტიპები არიან, მე თუ მკითხავ. ქალები კიდევ – ნერვიული ხალხი ვართ, იშვიათად ერთმანეთი მოგვეწონოს, ყოველ შემთხვევაში, ამას იშვიათად ვაღიარებთ. ჰოდა, მე ზუსტად მაშინ ვ–numb–დები და ხმას ვერ ვიღებ, როცა სხვა ქალები გუჩის კაბებიდან მედოფის პროცესზე გადადიან. ამ დროს იმდენად არ მინდა ჩემი გონებამახვილობების გამომჟღავნება, რომ მირჩევნია მუდოდ ჩამთვალონ; იმას თავი დავანებოთ, რომ თავი სულაც არ მიმაჩნია დიდ ჭკუის კოლოფად და რაც ვიცი, ჩემთვის ვიცოდე, ესეც მყოფნის.
არ ვიცი, რატომ მემართება ასე. ალბათ იმიტომ, რომ ძნელად მომწონს ადამიანები და არც ის მადარდებს, სხვებს რამდენად მოვეწონები. თუ მე არ მომწონს, მორჩა, უკვე აღარაფერი მაინტერესებს. კიდევ სტერეოტიპებით ვარ, ალბათ, გაჟღენთილი, ან სხვები არიან და მეზარება მათი/ჩემი სტერეოტიპების დამსხვრევა ან პირიქით, დამტკიცება.

პოსტს გადავხედე და მეც კარგი ნევროტიკი და ფეთიანი ჰორმონებით გაჯერებული ვარ, როგორც ყველა მდედრობითი ელემენტი.

რა ვქნა, ჩემი სახლი ყველაზე სრულყოფილად თუ მაგრძნობინებს თავს და დანარჩენი სამყარო იმდენად პატარად მეჩვენება, ჯიბეც არ მჭირდება შესანახად...

[დღეიდან Dash Berlin–ის რემიქსების მოსმენა დავიწყე, სასწაულად მომიხდა. როგორც იქნა, ვიპოვე მუსიკა, ახლა რომ მჭირდებოდა.]


7 comments:

Natalia said...

რაღაც შენს ძველ პოსტებს მივამსგავსე ეს პოსტი, სოფი. თან ძალიან მომეწონა და ის დრო გამახსენდა, ბლოგებზე კომენტარებში მარტო იმას რომ ვწერდით, თუ როგორ მოგვეწონა პოსტი :)

ქალებზე და კაცებზე ზუსტად ეგრეა, კაცები სხედან და გასართობად საუბრობენ, ქალები კიდევ ერთმანეთს უმტკიცებენ, ვინ უფრო უკეთესია.

unaamarga said...

მე ვარ აბსოლუტური მუდო უცხო საზოგადოებაში! "უცხოდ" კი ითვლება ყველა საზოგადოება, მეგობრების გარდა. იშვიათად, ადამიანი გავიცნო და მაშინვე მოვახერხო მასთან საუბრის გაბმა! არც ეს საუბრის დაჭერა გამომდის, რა ძალიანაც არ უნდა მინდოდეს.

ქალებზე და კაცებზე კი, ფაქტია, ჩვენ ყველაფრის გართულება გვიყვარს, "სვეცკი ბესედის" ჩათვლით!

Keti said...

"რც ის მადარდებს, სხვებს რამდენად მოვეწონები" – აი ეს მომწონს :)

Sophie שרה Golden said...

@ნატალია, ხო, ისე ჰგავს ჩემს ძველ პოსტებს მართლა, რომ ცოტა შემეშინდა :/ :დ

@უნაამარგა, არა, მე არ ვარ მუდო, უბრალოდ თავის მომუდოვება მიყვარს ხანდახან :))

@ქეთი, მართლა? მე კიდევ – ყოველთვის არ მომწონს და ვბრაზობ ხოლმე საკუთარ თავზე.

babisa said...

ზოგჯერ მეც ძაან ვმუდოვდები.საერთოდ ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, როგორი სხვადასხვანაირი ვარ. ზოგჯერ ჩუმი,ზოგჯერ ასოციალური,ზოგგან მხიარული, ზოგგან ახირებული..ჰმმ და ნერვიული, არა, უფრო ვიტყოდი-ემოციური ძალიან :)

babisa said...

კარგი პოსტი იყო, მენატრებოდა ასეთი სოფი :))

Sophie שרה Golden said...

@ბაბისა, ხო, ემოციურობაც ჰქვია მაგას, პრინციპში :)
მადლობა. მიხარია, რომ ჩემთვის მნიშნელოვან მკითხველებს ეს პოსტი მოგეწონათ.