ამ ბოლო დროს საშინლად მძინავს, გამთენიისას მეღვიძება და თან ისე ფხიზლად, თვალის დახუჭვის სურვილიც არ მიჩნდება. მერე ჩემს ქმარს რომ გავაცილებ და მე თვითონაც მომზადება უნდა დავიწყო, მაშინ ისევ მერევა ძილი და ერთი ხუთი წუთით თბილად ჩაწოლა დღეს 10 საათამდე გამიგრძელდა. მერე უკვე შევუძახე ჩემს თავს, ამდგარიყო და სასწრაფოდ ესაუზმა. საბოლოოდ, პიტნის ჩაი დავლიე, კუჭი მტკიოდა გუშინდელი საღამოდან. წელიწადში რამდენჯერმე მახსენებს ხოლმე თავს ასე უცნაურად, საქართველოში ბორჯომი და ლიკანი მყავდა მხსენელებად და აქაური მინერალური წყლები არ მომწონს, რომელი სასწაული "ბადიდანაც" უნდა იყოს.
სადილად ბრინჯის ფლავი და კატლეტი გვქონდა. სასუსნავი არაფერი მოგვეპოვებოდა და მე უცებ ლიმონის ნამცხვრის რეცეპტი ვიპოვე, ბუნებრივია, ცოტა შევცვალე და კაკაოს მინანქრიან უცნაურ კექსად ვაქციე. სინამდვილეში მრგვალ მაღალ ფორმაში ცხვება და მე შესაბამისი ზომის არ მქონდა სახლში. სილიკონის ფორმები ნამდვილად მისწრებაა და საუკუნეა, ყიდვას ვაპირებ, რომ პერგამენტები და მაიმუნობები აღარ დამჭირდეს.
ადვილი გამოსაცხობია: 2 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, 1,5 კოვზი სოდა, 1/2 ჭიქა ფორთოხლის წვენი, 1, 1/5 ჭიქა ფქვილი, 1/4 ჭიქა ზეთი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის მჟავა. ყველაფერს ერთად თქვეფთ, ფორმაში ასხამთ და 160 გრადუსზე აცხობთ 45–50 წუთი (ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 5–10წთ).
ძალიან მსუბუქი და გემრიელი გამოვიდა, სასწაულად უხდება ჩაის, ნახევარიც აღარ დაგვრჩა ხვალისთვის.
მოკლედ:
- თებერვლის დასაწყისში გერმანულში ტესტი მაქვს.
- ლილუს გავებუტე :პ
- დღეს წამოთოვა ლაიპციგში, ყოველ დილით იმ იმედით ვდგები, რომ გადათეთრებულ ქუჩას დავინახავ და ჯერჯერობით არაფერი ჩანს.
ოქროს გლობუსზე წელს ირანულ ფილმს მიუღია ჯილდო, ზუსტად იმას, რომელზეც გუშინ პოსტი წავიკითხე და ძალიან დამაინტერესდა.წელს ფავორიტი მიშელ უილიამსი მყავდა და გაიმარჯვა კიდეც; ჯერ არ მინახავს მერილინი როგორ ითამაშა, მაგრამ ამასაც ისეთი სევდიანი თვალები აქვს, ვიცი, მომეწონება. 100%–იან მერილინობას კი ვერავის მოსთხოვ და არც უნდა მოითხოვო, ერთადერთი ნამდვილი მერილინი, მხოლოდ თავად მერილინი იყო.
ესეც ჩემი 16 იანვარი, ორშაბათი.



5 comments:
რა მადისაღმძვრელად გამოიყურება კექსი! :)
მე მხოლოდ "ოქროს გლობუსის" ფოტოების დათვალიერებით შემოვიფარგლე, ისე რომ, ნომინაციებში ვინ გაიმარჯვეს, ჯერ არც მინახავს :) ჰო, მერლინი ერთადერთია.
შენს ბლოგზე ამ რეცეპტებს რომ ვკითხულობ, მგონია რომ მისამართი შემეშალა :))))
ლილუს როგორ გაებუტე გონგოოო :))
@ქეთი, :) ხო, ხშირად მეც ასე შემოვიფარგლები ხოლმე, მაგრამ ახლა მაინტერესებდა.
@ნატა, ნუ იტყვი! :პ უკვე შემოვებუტე, იცის თვითონ, ტაქტიკა იყო ასეთი :დ
უფ, "ოქროს გლობუსს" ცალი თვალით ვუყურე, დაბადების დღის სუფრიდან! :) რაც დიეტაზე ვარ, ეს კექსები და ა.შ. განსაკუთრებით მეგემრიელება! :)
@უნაამარგა, უნდა დავბლოკო ეს სურათები, რომ შენ დიეტა არ დაგარღვევინოს, თორემ გავაფრენ :)))
Post a Comment