
დღეს დილის 8 საათზე მქონდა ჩემს გინეკოლოგთან შეხვედრა. ყოველთვის განვიცდი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერია საშიში. ჯერ არავინ მინახავს, ექიმთან ვიზიტი ახარებდეს და შთააგონებდეს. ღამით ცუდად მეძინა, ხშირად მეღვიძებოდა და თან შემაწუხებელი სიზმრები მესიზმრებოდა. ორსულობის სიზმრები ხომ ცალკე თემაა და მგონი, ერთერთი ყველაზე რთული რამე, რაც ამ პერიოდში შეიძლება იყოს. რაც უფრო ახლოვდება "მომენტი", სიზმრებიც მრავლდება და აღელვებაც. ამიტომ თითოეული თბილი სიტყვა, ღიმილი და ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. მიხარია, რომ ბევრი ჩემი მეგობარი მწერს საქართველოდან, მეკითხებიან, როგორ ვარ და ძალიან მახარებენ; ისეთებიც არიან, რომლებისგანაც უფრო მეტს მოველოდი და ვგრძნობ, თუ მწერენ, ვალდებულების მოხდის გამო. მერე ვფიქრობ და მჯერა, რომ რასაც ვიღებ, იმას ვიმსახურებ და ზუსტად იმდენ ყურადღებას და სიყვარულს, რამდენიც მჭირდება. ალბათ, მე თვითონაც ასე გავცემ ჩემს გრძნობებს, უმეტესად ხომ what goes around comes around. 100%–ით არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მეტ–ნაკლებად. სიყვარულისა და სითბოს მობეზრება, ბუნებრივია, არ არსებობს, რაც მეტს გასცემ, მეტს იღებ და პირიქით.
ძალიან საყვარელი ექთნები ჰყავს ჩემს ექიმს, ყურიდან სისხლს (ორგანიზმში რკინის რაოდენობას ასე სინჯავენ) ძალიან ადვილად იღებენ (ერთხელ სადღაც ძალიან გამაწვალეს და იმის შემდეგ ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს). მერე 20 წუთი ვიწექი და ბავშვის კარდიოგრამას, მოძრაობასა და კუმშვებს (contractions–ის ჩემებური, საშინელი, თარგმანი) იღებდნენ. გამიხარდა, რომ წონაში აღარ მომიმატებია და ჩემმა დიეტამ, "ნაკლები ტკბილეული", გაამართლა, რადგან წინა ორ თვეში სასწაულად მოვიმატე, როცა მანამდე თვეში 2 კგ–ზე მეტს არ ვიმატებდი, შესაბამისად, სახე სასწაულად შემეცვალა და "დამამშვიდებელმა"კომპლიმენტებმაც იმატა. აი, ისეთებმა, ხომ იცით, უბრალოდ, გულის გასახარებლად რომ გეუბნებიან, ამ დროს შენ ყველაზე კარგად იცი, როგორ გამოიყურები და როგორ გრძნობ თავს.
ერთი ბლოგზე ვნახე პოსტი, 10 რაღაც, რაც ორსულს არ უნდა უთხრათო და რამდენიმე უკვე მითხრეს:
"ვაიმე, ორსულად ხარ?" – 27 წლის ქალს რომ ამას გეტყვიან, თან ინტერნეტნაცნობი, რომელსაც რატომღაც ჰგონია, რომ კარგად გიცნობს :დ
"ტყუპებს ელოდები?"
შეიძლება ადამიანის ბუნებაა ასეთი, როცა არ იცი, რა თქვა, სისულელეებს ამბობ. მეც ხშირად ვამბობ და ამიტომ ვცდილობ, სხვებისგანაც არ მეწყინოს.
კარგი.
პარასკევია დღეს უკვე, კიდევ ერთი კვირა გავიდა. აქამდეც ვგრძნობდი კვირების გასვლას, მაგრამ ახლა ეს კვირები ჩემი სულის გარდა, სხეულსაც რომ ემჩნევა, კიდევ უფრო ემოციური გახდა შაბათი. ხანდახან ღამით მეღვიძება და ვფიქრობ, ჯერ არაფერი მომიმზადებია, როგორ მოვასწრებ ყველაფერს, იმდენი რამე გვჭირდება... არა, რაღაცები უკვე მზად გვაქვს, მაგრამ ბოლომდე არა და ჯერ კიდევ იმდენი რაღაც არ მიყიდია, სულ ხვალისთვის ვდებ და მერე ვეღარ ვიცლი. ან ხვალე მომავალ კვირას მოდის და იმას კიდევ მეორე კვირაც ემატება...
მორჩა, შაბათი მოდის და უნდა დავისვენო!!!
ბედნიერ დასვენების დღეეს გისურვებთ!



9 comments:
ორსულობის წარმატებით დასრულებას და ბედნიერ დედობას გისურვებ, გულწრფელად :)
sop nerviuloba bunebrivia sakvarelo da ar mikvirs.magram sasiamovno nerviulobaa.is bednieri dge roca mova mere naxav ramdenad araferi agar iqneba eg nerviuloba im bednierebastan.mjera yvelaperi kargad iqneba.chemi guli amas grznobs da xom ici ara chemi guli shentvis racaa :*.ukve miyvars chveni pacacuna( momkali da ratomgac gogo mgonia.) shennairi sayavreli da eshmakuna iqneba darcmunebuli var.yvelapris miuxedavad zalian kargi bavshoba gvqonda da shenc yvelaze kargi megobari myavdi im droidanve.minda rom sheni patara asli iyos isic mere.xandaxan rom vfiqrob bavshobashi shen rom ar myolodi gverdshi ra iqneboda ar vici.martla geubnebi bevjer mifiqria magaze.miyvarxar sop da shentan var chemo daiko :* :*
სოფი, არაფერზე ინერვიულო, უბრალოდ არ ღირს.. სიზმრებზე ბევრისგან მსმენია, ბოლო ტრიმესტრში ხშირად ნახულობენ ორსულები. ეგ არაფერი. მართლაც, რამდენი ცვლილება ხდება ქალის ორგანიზმში.
ისე მალე გადის კვირები, ჰოდა ეს პერიოდიც უცებ გაირბენს. მალე მომელოცოს პატარა ანგელოზი :*
@ნოემბერი, დიდი მადლობა!!!
@ნაზუ, რამდენი ვიცინე, ფისკო, რა საყვარელი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ "ძალიან კარგ ბავშვობაზე" არ გეთანხმები, ხო იცი. 90–იანები იყო, რას ამბობ. მე დღემდე მაჟრჟოლებს, რომ მახსენდება :( მადლობა!!!
@ქეთი, ხო, სიზმრები საშინელებაა ამ პერიოდში. :*
უი, არასოდეს გამიგია სისხლის ყურიდან აღება! არადა თითქოს ანალიზებზე ყველაფერი ვიცოდი უკვე :)
"ისეთებიც არიან, რომლებისგანაც უფრო მეტს მოველოდი და ვგრძნობ" ალბათ მეც მოვიაზრები აქ და არც მიკვირს.
შენი გათხოვების შემდეგ რაღაც უცნაურად ვგრძნობ თავს. არ ვიცი რა მჭირს.
Софи, желаю Вам легких родов! Искренне завидую! Дети - это Счастье!!!
@ქეით, ვახ, ვინ ხარ გოგო შენ! :* ჩემი დისშვილივით ხარ შენ, იმანაც არ იცოდა, ჩემმა გათხოვებამ თან გაახარა, თან ეჭვიანობდა და არ მოსწონდა :დ
@Наталья, спасибо!
ზუუუუუუუუუსტად!!!!!! :დდდდდ
Post a Comment