Monday, April 2, 2012

პესახის და ჩემი წინაპერიოდი


პესახი როგორც კი ახლოვდება, უცნაური სევდა მიჩნდება, ისეთი, რომლის ახსნაც მიჭირს. ალბათ, გერმანიაში ცხოვრებაც უწყობს ამაში ხელს. მთელი ცხოვრება რომ ერთი დიდი let my people go–ა.
დღეს მე და ჩემი ქმარი ლაიპციგის მარკტპლაცს რომ ვკვეთდით, სააღდგომო ბაზრობას შლიდნენ და წარმოვიდგინე, წლების წინ რას ნიშნავდა ეს პერიოდი ევროპელი ებრაელებისთვის: მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება, რომ ანტისემიტები ახალ ბრალდებებს მოიგონებდნენ, კიდევ უფრო ახალი პოგრომების ჩასატარებლად.
თურმე ბევრ პოლონელს დღემდე ჰგონია, რომ ყველა ებრაელს ბევრი ფული აქვს და პროვინციებში წვერიანი მოხუცი რაბინების ფოტოები აქვთ სახლში თილისმად, რომ თვითონაც გამდიდრდებიან.
დანარჩენ მსოფლიოს კიდევ სჯერა – ყველა მასონია და მსოფლიოს მართავს. ამ დროს ის საშუალო კლასი, მე რომ ძალიან კარგად ვიცნობ, სხვებივით თავს იკლავს მუშაობით, ცხოვრებაში არაფერი მოსდის ადვილად და მხოლოდ საყვარელ სცენარისტზეა ბოლომდე დამოკიდებული.
Let my people go...

მერე მოდის პესახის წინაპერიოდი და 21–ე საუკუნისთვის "შეუფერებელი პროფესიით" დაკავებული, თეძოებდამრგვალებული ქალი, რომელიც იმ სახლში ცხოვრობს, საიდანაც 40–იანების დასაწყისში 7 ადამიანი გაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკში, სევდიან მუსიკას უსმენს და ხვდება, ყოველთვის აქ იყო მისი ადგილი, დასავლეთში, თავის სევდიანთვალებიან ადამიანებში, რომლებსაც არ უნდათ სიმდიდრე, უბრალოდ ბედნიერება და კმაყოფილება იმით, რაც აქვთ და ექნებათ.
/ცოტა ნერვიული ვარ დღეს/

Let my people go.

9 comments:

Lasha Gabunia said...

პესახი თუ პასექი?

Sophie שרה Golden said...

ერმონია, ალბათ ლიტერატურულად პასექი უფრო სწორია :)

Keti said...

სოფი, ნუ იქნები სევდიანი :*

Dato trapaidze said...

არ უხდება შენს ბლოგს სევდა და ნერვიულობა :)

Keti said...

სოფი, როგორ გამიხარდა დღეს, სულ მახსენდება და მეღიმება :) ბედნიერებას ვუსურვებ შენს ლამაზ ოჯახს და პერსონალურად – პატარა sunny–ს :)

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, :) :* დიდი მადლობა!!! რა კარგია, რომ შენი ღიმილის მიზეზი ვიყავი :)

@და–ვ–იდ, ხო, უკვე გადამიარა ;) :დ

Kate said...

ნერვიულობა არ გამაგონო. შენ სულ ხალისიანი ხარ ჩემს თვალში და ნუ დამირღვევ ამ შეხედულებას.
სევდაც საშენო არ არის, ქეითი ხომ არ ხარ, ღმერთო ჩემო. მერე რა, თუ მშობიარობა რთული ეტაპია. შენ ხარ ძლიერი სამაგიეროდ.
მე საკმაოდ დიდი ხანი არ ვიცოდი, შენ რომ ებრაელი იყავი. 2011 წლის ბოლოს გავიგე. ხოდა მას შემდეგ ვაკვირდები და აი ისეთი გაკვირვებული ვარ ამ ფაქტით და იმდენად მეუცხოება ეს ამბავი, რომ არც კი ვიცი რა მოგწერო ხოლმე.

Sophie שרה Golden said...

@ქეით, რა გიჟი გოგო ხარ :დ ყველა ქალი ძლიერია და მშობიარობისას ამას კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობ.
ჰოდა, მომწერე, რაც გინდა, ებრაელობა ტაბუს კი არ ნიშნავს :* რილაქს! მიყვარხარ!

Kate said...

რა საყვარელი ხარ <3<3<3<3<3