No one laughs at G-d
When the doctor calls after the routine tests...
No one laughs at G-d in a hospital,
No one laughs at G-d in a war...
ღმ–ერთზე სიცილი ცხოვრებაში არ მიფიქრია, მაგრამ ამ დღეებში მქონდა უცნაური აზრები რელიგიასთან დაკავშირებით. საერთოდ, იმაზე, როგორ ვცხოვრობთ, რატომ და სინამდვილეში რამდენად შეგვიძლია რაღაცების შეცვლა, ან არჩევანის გაკეთება. და კიდევ ბევრ რამეზე დავფიქრდი.
ეზრას ჩემს გულზე ეძინა და მე ვფიქრობდი, ვფიქრობდი, ხანაც ვტიროდი და იმას მივხვდი, რომ ვერასოდეს ვერავინ შეიგრძნობს იმას, რაც ერთი ადამიანის თავსა თუ გულში ტრიალებს. იმიტომ კი არა, რომ, უჰ, მე ასეთი განსაკუთრებული ვარ (თუნდაც, ცოტა მჯეროდეს, რომ ვარ), უბრალოდ იმიტომ, რომ ყველას ცხოვრება გვაქვს სხვადასხვანაირი, აღზრდა, სხვადასხვა წიგნებს ვკითხულობდით ბავშვობაში და მე თუ ცურვა მიყვარდა, სხვებს – წყლის ეშინოდათ, ან პირიქით.
საქმე ისაა, რომ რამდენიმე კვირის წინ საშინელი აბების მიღება დავიწყე, რომელსაც ასევე საშინელი სახელი "ცერაზეტე" (Cerazette) ჰქვია. ის ჰორმონალური აბებია, ჩასახვის საწინააღმდეგოს რომ ეძახიან და მშობიარობის მერე გინეკოლოგები გირჩევენ, რადგან ლაქტაციის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ დაფეხმძიმების რისკი დაბალია, მაინც იმდენად მაღალია (ალოგიკური გამოვიდა, ვიცი), თავდაცვა არავის სწყენს.
არავის სწყენსო და მე ისე მაწყინა, ინექცია დამჭირდა სისხლდენის შესაჩერებლად. მთელი ოჯახი დავპანიკდით და პატარა ეზრასაც კი ისე გადაედო ჩემი ნერვიულობა, რომ ჭამა აღარ უნდოდა და ცუდად ეძინა.
ინტერნეტს რომ გადახედოთ, 95% ქალებისა ცუდად ახსენებს ამ აბებს. მაინც, ერთერთი ყველაზე ცნობილი კონტრაცეპტიული საშუალებაა მსოფლიოში და საშინელი უკუჩვენებების მიუხედავად, ქალები განაგრძობენ მიღებას და სისხლისგან დაცლას (ევა, როგორ დაგვღუპე!).
ზუსტად ამან დამაფიქრა რელიგიაზე, ცხოვრებაზე და მერე ღმ–ერთთან გასაუბრებაც მომინდა, რომ მეკითხა, თვითონ მოიგონა რელიგია, თუ მეტიჩარა ადამიანებმა, რომლებსაც მეტი საქმე არ ჰქონდათ და ახალი ფილოსოფიები შემოიტანეს მასების სამართავად და მარქსის ყბაში ჩასავარდნად. არის ოპიუმის მარცვლები რელიგიაში, ყველა რელიგიაში. ზოგში უფრო მეტი, ზოგში – ნაკლები.
ადამიანი როცა ავადაა ან რაღაც უჭირს, ხომ უფრო ამ დროს ახსენდება რელიგიაც, ღმ–ერთიც და ფსალმუნებიც.
ჩემი ცხოვრება უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული ამასთან და ამიტომ, უფრო ფილოსოფიური მხრიდან დავიწყე ფიქრი გასულ დღეებში, ვიდრე ემოციურიდან.
კათოლიციზმი ხომ ყველანაირ კონტრაცეფციას უარყოფს, მართლმადიდებლური მრწამსის დამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ ვიცი და მგონია, უფრო ნეიტრალური იქნება ამ მხრივ, რადგან ყველა ეპოქაში და განსაკუთრებით საქართველოში, არ ყოფილა ისეთი ბრმა, როგორც ევროპაში და სიმართლე რომ ითქვას, რაც დავით აღმაშენებელმა რეფორმები გაატარა და მგონი, მანამდეც, ქართულ ეკლესიას არავისთვის დაუშავებია რამე. რაც შეეხება იუდაიზმს (რომელიც მე პირდაპირ მეხება), ნებისმიერი კონტრაცეფცია დაშვებულია, გარდა პრეზერვატივებისა, რადგან ბიბლიური ონანის მაგალითზე, რომელიც სიკვდილით დაისაჯა, არ შეიძლება სპერმის ამაოდ გაფანტვა (ახლა უკეთეს ფრაზას ვერ ვიხსენებ).
ეზრა უკვე 2 თვისაა და რომ ვუყურებ, ვფიქრობ, იქნებ, ჩემი მისიაა ბევრი ეზრასნაირი გავაჩინო და ზედმეტ ფიქრებს თავი დავანებო? მაგრამ თან ვიცი, ეს უკვე შიშია, იმ აბების შემდეგ.
ფაქტი კი ფაქტად რჩება, არავინ დასცინის ღმ–ერთს, როცა ავადაა, არც ომში, არც თვითმფრინავში როცა ზის, როგორც რეჯინა სპექტორი იტყოდა. უბრალოდ, ბევრ რაღაცაზე ფიქრდება და შეკითხვებს სვამს სივრცეში.
სივრცე კი, არასოდეს, არასოდეს გცემს პასუხს.
პასუხები სხვაგანაა.



12 comments:
სიცოცხლე პასუხების ძებნაა. ზოგზე მივიღებთ, ზოგზე ვერასდროს...
მიხარდება შენი გამოჩენა ხოლმე!
და ახლა ჰიუგოს ბრმა ღმერთი გამახსენდა. ზოგჯერ როგორ დავემთხვევით ხოლმე განწყობებში ;დ :)
როდე, ჩემი blogsoulmate ხარ! :)
ჰაჰ :)
აი, კიდევ შეუყვარდათ სანი:
"shemikvarda es gogo zalian♥"
ჰო,ამ და სხვა ასეთ საკითხებზე ყველა ვფიქრობთ,გაყუჩებულები ვართ და ზემოთ ვუყრებით ხოლმე
პასუხს ხშირად გული გვეუბნება,ზოგჯერ მაკრიტიკებელი გონება და ზოგჯერ ვერავინ, მაგრამ უპასუხოდ არ რჩება, ზოგჯერ დიდი დრო გადის და მერე ვხვდები -რა,როგორ,რატომ..
ისინი ჩვენთან ახლოსაა,ყოველთვის ვერ ვხედავთ და ვგრძნობთ და როცა ამის დრო მოდის,უფრო სწორედ,არ მოდის, როცა ამ დროისთვის, ამ პასუხის მისაღებად მზად ვართ - პასუხს ვიღებთ
წარმატებები შენ და ეზრას, სიმშვიდე და ჰარმონია კიდევ
:))
ჰო, ვერავინ იგებს, რა ტრიალებს ადამიანის გულსა და სულში. როგორც არ უნდა გავუზიაროთ ვინმეს, ბოლომდე ვერ ხედავენ.
პასუხები მართლაც სხვაგანაა. პასუხებს ვეძებ.
ჯანმრთელობას და სიხარულიან დღეებს გისურვებ, სოფი!
@როდე, სიყვარულს რა ჯობია :)
@ბაბისა, როგორი კარგი რამე დამიწერე. როცა მზად ვართო... მადლობა.
@ქეთი, იმედია, იპოვი პასუხს. დიდი მადლობა. ბედნიერი კვირა გქონდეს!!!
ამდენი წელია მაინტერესებს და მოდი ბარემ გკითხავ: მუდმივად "ღმ–ერთს" ასე რატომ წერ??? ანუ დეფისით??? ეს ხომ ერთი სიტყვაა?!
ქეით, იმიტომ რომ ღმერთი ერთია :)
ნუ სვამ რა ამ აბებს. ბევრი ცუდი რაღაცის პროვოცირება შეუძლია ჰორმონალურ პრეპარატებს, მაგალითად, როცა კითხულობ სიმსივნის რისკ-ფაქტორებს, ყოველთვის წერია ხოლმე ჰორმონალური აბები
მართლმადიდებლობას რაც შეეხება, ნეიტრალური პოზიცია არ აქვს, პირიქით,რადიკალური, აბორტთან აიგივებს კონტრაცეპციას, ანუ მკვლელობასთან
@ქეით, აი, ნინამ გიპასუხა.
@ნინა, ხო, გვერდით ეფექტებში უწერია ამ აბებს, რომ სიმსივნის რისკის ფაქტორი საკმაოდ მაღალია :/ აღარ ვსვამ და არასოდეს დავლევ, ისეთი შეშინებული ვარ.
უჰ, არ ვიცოდი, ასეთი პოზიცია თუ ჰქონდა :| არადა, რა უნდა ქნას ადამიანმა, რამდენი ბავშვი უნდა გააჩინოს, ბოლოს გააფრენს ქალი :/
და მერე რა რომ ღმერთი ერთია???
ეკლესიებშიც იციან, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ სიტყვა ერთად იწერება და არა დეფისით. :)))
წამლებს რაც შეეხება, მავნებელია რა თქმა უნდა. პრეზერვატივითაც შეიძლება ტავდაცვა და მგონი, მავნებელი არ არის.
@ქეით, როგორც ყოველთვის, გეტყობა, რომ პოსტი თავიდან ბოლომდე წაიკითხე :პ
კი, მე შენც ყველა პოსტს თავიდან ბოლომდე ვკითხულობ ხოლმე ყოველთვის.
Post a Comment