ეზრა,
10 თვის ხარ უკვე, man.
ჩემი საუკეთესო მეგობარი, არადა ყოველთვის ვამტკიცებდი 20 წლის შემდეგ ახალ მეგობრებს ვეღარ შევიძენ–მეთქი.
ეზრა,
10 თვის მანძილზე ბევრი სირთულე გვქონდა, მაგრამ მზე უფრო ხშირად ანათებდა.
ეზრა,
ყველაზე ორიგინალური სახელი გქვია და ვიცი, შენი, ასე ვთქვათ, ხასიათი რაღაც მომენტში უკვე მაშინ გადავწყვიტე, როცა ჯერ ისიც არ ვიცოდი, რომ ბიჭი მეყოლებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, თუ იქნებოდა, ეზრა უნდა დაგვერქმია. იმიტომ, რომ სულ რამდენიმე ეზრაა ისტორიაში და მათ შორის ერთი ქართველი.
ეზრა,
ერთი სული მაქვს, როდის წაიკითხავ წიგნებს და შთაბეჭდილებებით სავსე, ყველაფერს მომიყვები, ხანაც გაბრაზდები და ვინ იცის, შენც სამხრეთ ამერიკაში მოგინდეს გაქცევა დედასავით.
ეზრა,
ძალიან მიყვარს ჩემი თავი. არა, ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ ბოლო 10 თვეა, ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი :|
ცუდი კი არ არის, მაგრამ ხელს მიშლის ზოგჯერ.
იმიტომ, რომ ვბრაზდები, როცა ძილი არ გინდა. ვბრაზდები, როცა არ მიჯერებ.
თუ საჭმელი არ მოგწონს, ხელებს იქნევ, მერე ფაფა ჰაერში დაფრინავს და თოვლივით გვეფინება თმებზე და მერე იატაკზე.
მერე მე მივდივარ და ირანელი მწერლების ან ჰანა არენდტის წიგნებს ვკითხულობ და ვხვდები, როგორი მსხვერპლები ვართ ყველა – ზოგი პოლიტიკის, ზოგი – რელიგიის და ზოგიც – ემანსიპაციის, ჩვენს სულს და გულს რომ ახრჩობს.
ეზრა,
არ მომწონს სამყარო.
ხანდახან მომწონს;
მაგრამ უფრო ხშირად არ მომწონს.
ზუსტად არც კი ვიცი.
გაიზარდე დიდი, ჯანმრთელი და გონიერი, სამართლიანი!!!
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



12 comments:
didi bichi gaizardos Ezra )
ამერია კომენტარების სივრცე, ეზრაზე წინა პოსტის კომენტარებში დავწერე :)
ბედნიერ ბიჭი გაგეზარდოს, სოფი!
სამყარო კი ალბათ ეზრას გამოა ლამაზი...
ეზრამ არ იცის, რა კარგი დედა ყავს და პირიქით : )) ბედნიერები იყავით!
სოფი, შენგან მეილს ველი მოუთმენლად იცოდე : ))
პ.ს წინა პოსტი რატომ წაშალე, რიდერში შემორჩენილი იყო და წავიკითხე. ძალიან მომეწონა.
ეზრა, გილოცავ :) გაიზარდე დიდი და გონიერი ბიჭი :)
ეზრა,გილოცავ!სიცოცხლით,სიმყუდროვით და წარმატებებით სავსე ცხოვრებას გისურვებ!იმედია როცა შეძლებ ამ ბლოგის და კომენტარების წაკითხვას ძალიან გაგიხარდება.
მენატრები
@ანუშკა, მადლობა!!!
@ქეთი, მადლობა. ასეა ზუსტად :)
@ნატალია, მე მაინც ვიმედოვნებ, რომ უნდა ხვდებოდეს, როგორი კარგი დედა ჰყავს :ლოლ:
ის პოსტი კიდევ, ძალიან ძველი იყო, დრაფტებში ჩარჩენილი და ახლა რომ გადავხედე, ვეღარ ვიგრძენი ვერაფერი იმ პოსტით და ამიტომ წავშალე.
@ჯუნა, მადლობა!!! რატომ აღარ წერ ამდენი ხანია?
@თორნიკე, მადლობა. შენც ასევე. მართლა უზომოდ გამიხარდა.
@ნატა, ოჰ, ნატა, ჩემო ნატკა, მოგწერ მე შენ როგორი გულდაწყვეტილი ვარ :/
არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ ) მეტს არაფერს გეტყვი, იმის გარდა რომ ეზრა რომ დიდი ბიჭი იქნება, უზომოდ ეყვარება თავის ზედმეტად მაგარი დედიკო;) <3
სოფი ტი სუპერ ! <3
@ანა, ასე ფიქრობ მართლა? იშვიათად ვწითლდები და ახლა გავწითლდი, მგონი, სერიოზულად :))) დიდი მადლობა :*
<3
ზუსტად ასე ვფიქრობ სოფი )
დიდი რამაა შვილს ასეთი სახელი შეურჩიო და არ შეგეშინდეს თუნდაც იმის როგორი გაკვირვებული სახეებით შეხედავენ ქართველი ბავშვები პატარა ეზრას. ხომ იცი როგორი სნობი საზოგადოება გვყვას. თუმცა კარგია რომ ეზრა ამ საზოგადოებაში ცხვირსაც არ შემოყოფს ალბათ სანამ დიდი ბიჭი არ გახდება.
საქებარი ხარ იმის გამო რომ შენი შვილის ყველა ნაბიჯს და დაცემინებას მიჰყვები და არ იღლები, რომ მასთან ერთად თავიდან იზრდები და სწავლობ, უკვე მეორედ)
და კიდევ. ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ და ეზრას გაუმართლა. უამრავ რამეს ისწავლის შენგან, და მიმართულებას მისცემს თავის ფიქრებს და აზროვნებას, შემდეგ კი ისეთი ინდივიდად ჩამოყალიბდება როგორზეც შენ იოცნებებდი.
გკოცნი ბევრს, მიხარია რომ გაგაწითლე <3
@ანა, ახლა ავდგები და ამ შენს კომენტარს ამოვიწერ და მაცივარზე მივაწებებ, რომ ხშირად გავიხსენო და გამთბეს. არაუშავს გაწითლებას ავიტან :დ დიდი მადლობა, მთელი გულით. შენ ხარ ერთერთი მიზეზი იმისა, ეს ბლოგი რომ არსებობას აგრძელებს :*
mmmhhhmmmhh))) ! <3 es blogi kidev didxans iarsebebs ! <3
Post a Comment