ვიღაცამ "კარგი ადამიანები" ჩაწერა გუგლში და ჩემს ბლოგზე მოხვდა – ამაზე კარგი რა უნდა იყოს.
ჩემმა ბავშვობის უახლოესმა მეგობარმა და თანაკლასელმა, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო ყოველთვის ჩემთვის, მაგრამ სხვადასხვა გარემოებების გამო დიდხანს არ გვიურთიერთია, წერილი მომწერა და ისე გამიხარდა, ღამით ძილი აღარ მინდოდა.
კარგი ადამიანებისა და მეგობრების გარეშე ჩვენი ცხოვრება არაფერი იქნებოდა. მიუხედავად ჩემი უცნაური ხასიათისა და განწყობებისა, ადამიანებს რომ ვუყვარვარ და არ ვავიწყდები, ძალიან მიჩუყებს გულს.
ბლოგზე ხომ სულ იმას ვღაღადებ: სიყვარული, სიკეთე და მწვანე ვაშლები–მეთქი, მაგრამ ხშირად ჩემზე ასოციალურ და უხასიათო ადამიანს ვერსად ნახავთ, რომელსაც, თუ განწყობა არა აქვს, არავის ნახვა, არც საუბარი და საერთოდ, არაფერი არ უნდა, გარდა თავისი აკვიატებული სელინჯერის წიგნებისა.
კარგო ადამიანებო, იყავით კარგები რა, რომ მეც მაგალითი ავიღო და კარგი ვიყო.
6 comments:
კარგი ვარ თუ ცუდი არ ვიცი, ძნელია ზოგადად საკუთარ თავზე მსჯელობა მგრამ გუნდის ვიტამინის წოდება კი შევიძინე სამსახურში. (იმედია ეს ვიტამინობა ჩემი 10 სხვა თანამშრომელისთვისაც გადამდები იქება და კონტრაქტი რომ დამიმთავრდება ჩვეულ რეჟიმში არ გააგრძლებენ არსებობას.)
სულ კარგები და კეთილები <3
ho Sophie...da imedi makvs ertjerats Nanukastan shexvedris xasiatzets dadgebi:-)LG Nanuka
@ტომა, ყოჩაღ!!!
@ნანუკა, იმედია :)))
shens suratze rom mcvane vashlia egeti mmca axla tanamshromelma, da chavxramune gemrielad :)
kargia kargi adamianebi sauzmes ro giciladeben ^_^
სოფი, ამ მწვანე ვაშლის დანახვამ უცებ ძველი დრო გამახსენა, ცოტა ბლოგი რომ იყო და ყველა პოსტზე კომენტარებს ვტოვებდით : ))
კარგ ადამიანებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, მაგრამ რაღაცნაირად მომენატრა ის დრო.
Post a Comment