ჩვენ ფურიმისთვის ვემზადებით. დედაჩემს ეზრასთვის ფაფახი და სვანური ქუდი უნდა ჩამოეტანა, რომ ნამდვილი ქართველივით გამოწყობილიყო, მაგრამ მისი მგზავრობა გადაიდო და ახლა, არ ვიცი რა ვქნა.
გოზინაყი ჩვენ ისე გვიყვარს, ყველა დღესასწაულზე ვაკეთებ ახალი წლის გარდა :ლოლ: იმიტომ, რომ ებრაულ ახალ წელს ნიგვზის ჭამა არ შეიძლება.
გარდა ამისა, ყველა ჩვენმა მეგობარმა რომ იცის, საიდან ვარ, გოზინაყის გარეშე ვერსად მივსულვარ სტუმრად :)))
კლასიკურისგან განსხვავებით, გოზინაყს მე მზესუმზირის, ნუშის და ნიგვზისგან ვაკეთებ.
ლიმონის ნამცხვრუნები (ე.წ. cupcakes)
ეს სამკუთხედი ჯემიანი ნამცხვრები "ამანის ყურებია" , იდიშზე "Gumentaschen", რომელიც ფურიმის სიმბოლურ დესერტს წარმოადგენს.
ჯერ ისევ მზადების პროცესში ვარ, ამიტომ საბოლოო ვარიანტის სურათებს კვირას დავდებ, როცა საჩუქრებს "შევკრავ" ჩვენი მეგობრებისთვის, როგორც ყოველ ფურიმზე.
შაბათ შალომ!!!
ბედნიერი შაბათ–კვირა გქონოდეთ!!!



12 comments:
საქართველოში კი ვამბობთ ხოლმე, მარტო ახალ წელს რატომ ვაკეთებთო გოზინაყს, არადა არ ვცდილობთ სურვილის ასრულებას და მონატრებულები ვუცდით – როდის მოვა გოზინაყის დრო :)
სამკუთხედი ნამცხვრები რა საყვარელია!
გილოცავ დღესასწაულს და ბედნიერ შაბათ–კვირას გისურვებ, სოფი!
ასევე, ბედნიერ დედობას ვუსურვებ შენს მეგობარს :)
ქეთი, სიმართლე გითხრა, იმდენი გოზინაყი გავაკეთე მე ამ დღესასწაულზე, მეგობრებისთვის ჩამოსარიგებლად, რომ მგონი მეც ერთი წელი აღარ მივეკარები თაფლს და ნიგოზთხილმზესუმზირებს :)))
მადლობა. ხო, საყვარელია და გემრიელიც გამოვიდა.
დიდი მადლობა!!!!!! შენც ბედნიერი კვირა გქონდეს!!!
საქებია შენი შრომა, სოფი! :)
ნიამ ნიამ რაღაცები გაგიკეთებია! :)
ra gemrielad acxob )) rogor giscavlia yvelaferi, nichiero gogo !
@თინიტა, საქებია ყველა ქალის შრომა, აბა რა. ჩემიც ერთობ საქები და მიყვარს, როცა მაქებენ :ლოლ: =))
@ანუშკა, ესე იგი, ამ რაღაცებს რომ ვაცხობდი, მაშინ მეც მივხვდი, რომ მართლა მისწავლია დიასახლისობა :დ
ამასთან რა მოსატანია და სიტყვაზე "მიდრაშა", რომელიც პირველად შენგან გავიგე, ერთი სასაცილო ასოციაცია მიჩნდება: mid-Russia. :)))))
@თინიტა, ახლა უნდა მივწერო ჩემს თანამიდრაშელებს შენი ასოციაციის შესახებ, მაგარია :დ იმას თუ გავიხსენებთ, რომ მიდრაშაში ძალიან ბევრი სწავლობდა რუსეთიდან და უკრაინიდან, შეიძლება მიდ–რაშად ჩაითვალოს :ლოლ:
:) :) :) მოკითხვა...
sophie გთხოვ ამანის ყურები-ს გაკეთება მასწავლე რა !<3
@ანა, სიამოვნებით :)
sofi:* <3 velodebi recepts :* an sad vnaxo is mimanishne)
@Ana, http://www.norteri.blogspot.de/2013/03/blog-post_20.html :) enjoy baking and then tasting :)
Post a Comment