ეს სურათი 3 მარტს უნდა დამედო და ახლაღა გამახსენდა. ერთი საიტია და ასეთ ლამაზ ბარათებს აკეთებენ სხვადასხვა დღესასწაულებისთვის.
როგორც იტყვიან, I'm a sucker for cards და მინდა, ეზრამ მაჩუქოს ასეთი ბარათები, რომ გაიზრდება, თვითონ დამიწეროს რაღაცები და დილით საწოლთან დამიდოს :)))
ამის მერე კიდევ ვინმე იტყვის, რატომ არიან დედამთილები
"ასეთები"?
სისხლში გვიჩნდება ბიჭების დედებს ასეთი გრძნობა, რომ ჩვენია ეს ლამაზი და კარგად აღზრდილი მამაკაცი, რომელსაც ვიღაც უცნაური ჩვეულებების მქონე და ჩემივაჟისთითისფრჩხილისტოლიც რომ არ არის, ის გოგო გვართმევს.
გიჟი ვარ. ერთი წლისაც არ არის ეზრა და რაზე ვფიქრობ.
არა, მე მაგარი დედა უნდა ვიყო, cool and hip :ლოლ:
ან ვიქნები.
ან უკვე ვარ
დიდი ხანია.
სინამდვილეში ახლა ძალიან დაღლილი ვარ. ცალი თვალიდან წესიერად ვერ ვხედავ, იმიტომ რომ მეხუჭება ძილისგან. კიდევ ბევრი საქმე მაქვს და წავალ პირს დავიბან, რომ გამომეღვიძოს.
5 comments:
ჰაჰ, მე ჯერ შვილიც არ მყავს და უკვე მეფიქრება ეგეთ რაღაცებზე, რომ გიჟი და ეჭვიანი დედდა არ ვიყო :))
The trick is not to let it go too far :) Holdeni ki am sakitxze albat itkoda, rom "it's a royal pain in the ..." :))))
http://www.dailymail.co.uk/femail/article-2297719/Drew-Barrymore-reveals-secrets-perfect-spidery-lashes.html es vnaxe da shen gamaxsendi. zogiert kadrshi gundareva rom iko rusi msaxiobi mas hgavs :) neta drews rogori diamtili hyavs? :) :) :)
მეც მიყვარს ლამაზი ბარათები! ჩემი ბიძაშვილი მჩუქნიდა ხოლმე დღესასწაულებზე და ძალიან მიხაროდა!
@ნატალია, ჰაჰა, რა კარგი ვინმე ხარ. არ იქნები, ნუ გეშინია.
@ტინიტა, კი ასე იტყოდა და ხო ამბობდა კიდეც, ყველა დედა ვერ არისო, თავისებურად. თავისი კლასელის დედას რომ გაიცნობს მატარებელში, ხო გახსოვს? :დ კი, ჰგავს გუნდარევას და მე ორივე მომწონს. იმედია, კარგი დედამთილი ჰყავს, ერთობ "მოდისტა" კი უნდა იყოს, ქმარი შანელის ceo ჰყავს.
@უნაამარგა, მეც ისე მიხარია ბარათები. ამას წინათ მაჩუქა მეგობარმა ულამაზესი, დავდებ მერე ბლოგზე.
არ მახსოვდა, რა კარგი ეპიზოდია! :) მე ერთს ვეხუმრე, დედაშენმა მთხოვა შენთვის თვალყურის დევნება–მეთქი :) როცა მიხვდა, ვხუმრობდი, მითხრა, დედაჩემისგან არც გამიკვირდებოდა ასეთი რამეო. :))))
Post a Comment