1010 წელს ფერდუსიმ "შაჰნამეს" წერა დაასრულა.
1702 წელს საფავიდების იმპერია დაამარცხა ავღანეთმა და სპარსეთი ანარქიამ მოიცვა.
1736 წელს ჩვენთვისაც კარგად ნაცნობი ნადირ შაჰი ავიდა ტახტზე.
კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი
კიდევ სხვა საინტერესო (ზოგი არც ისე) ამბები ხდებოდა 8 მარტს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც, 1910 წელს, კოპენჰაგენში მოხდა, როცა სოციალ დემოკრატიული პარტიის, ქალთა ბლოკის, ლიდერმა კლარა ცეტკინმა ეს დღე საერთაშორისო ქალთა დღედ დაასახელა.
კლარა ცეტკინი საქსონიის პატარა სოფელში დაიბადა. მშობლები საშუალო კლასს ეკუთვნოდნენ და როგორც ბიოგრაფები ამბობენ, ძალიან განათლებული დედა ჰყავდა, რომელიც ბევრს კითხულობდა. მოგვიანებით თავის ქალიშვილსაც შთააგონებდა, კარგად ესწავლა და ქალთა საკითხებზე ეფიქრა. ბავშვების დაბადების შემდეგ, ოჯახი ლაიპციგში გადავიდა საცხოვრებლად, რომ მათ კარგი განათლება მიეღოთ.
მალე კლარა იმდროინდელ სოციალისტებს დაუახლოვდა და მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა ქალის როლის გაზრდას პოლიტიკაში. დღევანდელ გერმანიას თუ შევხედავთ, მერკელი ყოველდღე დიდ მადლობას უნდა სწირავდეს ცეტკინსა და როზა ლუქსემბურგს.
როცა ჰიტლერმა კომუნისტური მოძრაობა აკრძალა და მათ წევრებს დევნა დაუწყო, კლარა იძულებული გახდა, რუსეთში გაქცეულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1933 წელს.
ხშირად არც ვფიქრობთ იმაზე, როგორ ცხოვრობდნენ ქალები ადრე, რას აკეთებდნენ, რა აინტერესებდათ... ძალიან ბევრ ქვეყანაში და საქართველოში ყოველთვის ამაყობენ "ქალის კულტით", ემანსიპაციით, თამარ მეფით და პოსტის დასაწყისში ნახსენები "შაჰნამეთი", სადაც ბევრი მთავარი ქალი პერსონაჟია და მათი სიძლიერე პოლიტიკური აქტივობით კი არა შინაგანი სიბრძნითა და გამჭრიახობით გამოიხატება.
როგორც ყოველთვის ყველაფერი, "ქალობაც" ძალიან ინდივიდუალურია და მით უმეტეს ძლიერი ქალობა, თუ ზოგს ამისთვის კაცურად ჩაცმა და ჩიბუხის გაბოლება სჭირდება, ზოგი თავის მზიან სამზარეულოშიც ახერხებს, ბავშვის დაძინება–ჭმევის შუალედებში წიგნები წაიკითხოს და ბევრი იფიქროს ;)
ბედნიერი დღე გქონოდეთ!!! ძალიან საინტერესოა, ქალი იყო და იმდენი ჰორმონი ირეოდეს შენში, რამდენიც კაცებს არასოდეს ექნებათ და ვერც გამოცდიან იმდენ ტკივილსა თუ სიხარულს, რაც ჩვენ ყოველ ჯერზე უფრო გვაძლიერებს.
მე მიყვარს 8 მარტი, იმიტომ, რომ კლარა ცეტკინის დედაც, ვინ იცის, იჯდა ჩემსავით ლაიპციგში, თავის სამზარეულოში, წიგნებს კითხულობდა და შვილებს გონიერ და აქტიურ ადამიანებად ზრდიდა.
ყველა ქალი მიყვარს და განსაკუთრებით კლარა ცეტკინი. ყოველ შემთხვევაში, დღეს.




2 comments:
პაწიამ მოგილოცა 8 მარტი ?! დაგვიანებით, მაგრამ მაინც გილოცავ :) გაიხარე
@Da-v-iD, კი, თავისებურად =)) დიდი მადლობა.
Post a Comment