Tuesday, November 12, 2013

ანგინა

I created you and I shall bear you
Isaiah 46:4

სამშაბათი მშვიდობისა!

გასული კვირა მძიმე იყო. ეზრას ანგინა დაემართა, ყელი სტკიოდა საშინლად, ახველებდა, სიცხე 38,5 და ძლივს ვუგდებდით. ცუდად ეძინა და ეს ვიზე აისახებოდა ყველაზე საშინლად? რა თქმა უნდა, დედაზე.
მთელი კვირა ნორმალურად არ მიძინია. კიდევ კარგი, შაბათი არსებობს და კიდევ ბებია, რომელიც ჩვენთან დარჩა და მე "დილით" 12 საათამდე შევძელი გამოძინება.
ახლა ანგინამ უკვე გაუარა, მადლობა ღმ–ერთს, ცოტა ხველაღა დარჩა, რომელიც საბავშვო სიროფმა უნდა დაარბილოს და გააქროს.
ჩემი ქმარი სასწაულად ფეთიანია, როცა საქმე ეზრას ჯანმრთელობას ეხება და მე ვცდილობ, უფრო cool "დავიჭირო" ხოლმე ამ მომენტებში და მეტად აღარ დავტვირთო. ამიტომ დედაჩემს უწევდა ჩემი წუწუნის მოსმენა ტელეფონით, თუ როგორი ძნელია დედობა და რა გმირები ვართ.
გამოუძინებელი დედა საშინელი რამეა, ნერვიული, აგრესიული, თმააჩეჩილი და თვალებდაწითლებული. მერე საკმარისია ზედმეტი ორი საათიც კი დავიძინო და მორჩა, უკვე ენერგიით ვარ სავსე და აღარაფერზე ვბრაზდები.

დედაჩემს, კიდევ, ყველაზე კარგად ეხერხება ჩემი დამშვიდება, არ ვიცი, როგორ შეუძლია ჩემნაირი შვილის ატანა, ზუსტად მასზეა ეპიგრაფად მოყვანილი ესაიას სიტყვები, რახან მე შეგქმენი, ისევ მე უნდა "გაგიძლოო" (ჩემი თარგმანი). ერთი სიტყვით, ბავშვები ავადობის გარეშე არ იზრდებიან, ხან ანგინა ემართებათ, ხან გრიპი, ხან კუჭის აშლილობა, ხანაც თავით გადმოხტებიან საწოლიდან და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, როცა დედა ხარ – მაგრად დადგე და გაუძლო :დ
არ მახსოვს, სად წავიკითხე, დედობა იგივეა, რაც სამაშველო ან სასწრაფო სამსახურიო, ყველაფერი სწრაფად უნდა გააკეთო, ყველა "ხელსაწყო" თან გქონდეს, არ დაიბნე და არ დაიღალო (ან, უბრალოდ, არ დაგეტყოს).

ყველაზე დამამშვიდებელი მშობლებისთვის ისაა, როგორც ბრძენი ბეთ ენ ფენელი წერს, რომ ბავშვის განვითარების არცერთი ფაზაა სამუდამო; არც კარგი, არც – ცუდი. ყველაფერი იწყება და მთავრდება იმისთვის, რომ მერე სხვა, კიდევ ახალი ეტაპი დაიწყოს და ასევე, ლოგიკურად, დასრულდეს.
ეზრას ახლა უკანა დიდი კბილები ამოსდის, მილიონ ახალ რამეს სწავლობს და ბუნებრივია მოქმედებს ყველაფერზე, მის ხასიათზე, ძილზე, ქცევაზე. ამიტომ ხშირად ვახსენებ თავს, რომ ყველაფერი გაივლის; მშობლებო, არ ინერვიულოთ (მგონი, ამას საკუთარ თავს უფრო ვეუბნები)!

პრაქტიკული რჩევა:
თუ თქვენს პატარასაც უმიზეზოდ მაღალი სიცხეები დაეწყება, აუცილებლად წაიყვანეთ ექიმთან. მანამდე კი ეცადეთ, ბევრი სითხე დაალევინოთ (კომპოტი, ბულიონი) და პიურეები აჭამოთ, რომ მაგარმა საჭმელმა ისედაც გაწითლებული და გაღიზიანებული ყელი არ ატკინოს. თუ ექიმთან წაყვანამდე ბავშვს 38–ზე მაღალი სიცხე მისცა, აუცილებლად მიეცით შესაბამისი წამალი, რომ ორგანიზმი გამოფიტვისგან დაიცვათ. 
მეც კი, წამლების საქვეყნოდ მოძულე, დავემორჩილე ანგინასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს. 
როგორც წესი, 3 წლამდე ბავშვების ანგინა "ადვილადჩაქრობადია" და ანტიბიოტიკს უნიშნავენ, ამიტომაც ერთ კვირაზე ნაკლები დასჭირდება თქვენს შვილს გამოსაჯანსაღებლად. თუმცა, ანტიბიოტიკების კურსი (პენიცილინის, მაგალითად), ჩვენთან ათ დღიანია და შეწყვეტა არ შეიძლება.


ვიცი, ძალიან ჰიპური სურათია და ბევრ ჩემს მკითხველს შეიძლება არ მოეწონოს :პ ხო ვიცი მე ქართული ესთეტიკა, მაგრამ ამ მომენტზე ლამაზად არაფერი მეჩვენება.

ახლა კი კვირის საკითხავები: ე.წ. 5 მინი–ფავორიტი :)

1. ადრე შეგპირდით, ყოველ კვირას დავწერ "5 ფავორიტს"–მეთქი, მაგრამ არ გამომივიდა, ძნელი აღმოჩნდა ყოველ კვირას ფავორიტების აღმოჩენა. ამიტომ, მხოლოდ თვეში ერთხელ დავწერ. სავარაუდოდ, ძალიან მალე. იმედია, მოგწონთ ეს წამოწყება.

2. აი, თვის ფავორიტი ბლოგი კი ელიზას დღიურებია. ძალიან მიყვარს ასეთი გრძელი პოსტების კითხვა, ადამიანი თავის სულიერ და ფიზიკურ განწყობებზე რომ ჰყვება, თანაც ასე ლამაზად და თბილად. ყველა პოსტზე მინდოდა უგრძელესი კომენტარის დატოვება, მაგრამ ერთი მხრივ ჩემი ანტიკური კომპიუტერი "გაიჭედა" და მეორე კიდევ, ვიფიქრე, გიჟივით გამომივიდოდა.
ბევრი ასეთი ბლოგი მინდა, რომ კითხულობ, კითხულობ და არ გინდა დასრულდეს კარგი ფილმივით.
[თუმცა, მიყვარს კომენტარების წერა და რა ვქნა.]

3. ჩემს ძველ საყვარელ ბლოგზე კი თი იმ თემებს შეეხო, რომლებიც ძალიან მწვავედ მიმაჩნია. აუცილებლად ნახეთ და თქვენი აზრი გამოთქვით, მაინტერესებს, თქვენც თუ ისე მოგეწონებათ, როგორც მე. მართლაც ჭეშმარიტებაა, ქალი არ უნდა "ჩაჯდეს სახლში" და ყოველთვის იქონიოს ინტერესის სფერო, ისწავლოს, იმუშაოს, თორემ დიდ დიასახლისად (=სასოწარკვეთილს) გადაიქცევა.

4. ვასასის ძალიან ჭკვიანური პოსტი. ხშირად წერე ასე, რა!

5. Last, but absolutely not least, როდეს პოსტი... დასასრულმა გამაოცა, თუმცა ველოდებოდი, რომ საქმე ასე უნდა ყოფილიყო, ისე წერს და ისეთ მახეშია გაბმული თავის მკითხველებთან ერთად.

8 comments:

Anonymous said...

მე კი შენს პოსტებს ჩამოვუყევი იმ დღიდან ჟურნალისტიკის სტუდენტი რომ იყავი და ნიუსების წერით რომ დაიწყე )) ახლა უკვე 2012 წელს მივადექი... ჰოდა, მეც კი მინდებოდა ხოლმე კომენტარების დატოვება, მაგრამ მერე წარმოვიდგინე, რომ შემოდიხარ და გხვდება ასრაღაცა კომენტარი ძველ პოსტებზე და გადავიფიქრე ))

Keti said...

სოფი, ეზრას მალე გამოჯანმრთელება და შენ ენერგიის მალევე აღდგენა მინდა გისურვო! :) ესაიას სიტყვები მომეწონა ძალიან.

Rode said...

უი, რა რთული კვირა გქონია სოფ.

Anonymous said...

წარმოვიდგინე შენი მდგომარეობა და შევწუხდი.

ჯერ ჩემს შვილს სიცხე არ ჰქონია და ძალიან მეშინია მაგ დღის, როდესაც გაცივდება ან ანგინა დაემართება ან რაღაც ასეთი.

ყველაფერი მალე წესრიგში ჩადგება.ძილი კი ის თემაა, რომელიც დედებს 3 წელი ძალიან აწუხებთ... მე პირადად საწუწუნო არაფერი მაქვს, 12 დან 8 საათამდე მძინავს, მაგრამ მაინც არ მყოფნის...:(

წარმატებები სოფი, და მადლობ რომ ჩემი პოსტი მოგეწონა.

Eliza Doollittle said...

სოფი <3 როგორი "დედური" პოსტია და თბილი <3 მე ხშირად დამჭირდება ხოლმე შენი რჩევები :)
ფავორიტი <3 როგორ მიხარია რომ მოგეწონა :) <3

Sophie שרה Golden said...

@ბოლობლოგი, მადლობა, გამიხარდა ძალიან. შეგიძლია დამიტოვო რამდენი კომენტარიც გინდა :) მე მიყვარს კომენტარები, თუნდაც უძველეს პოსტებზე და კიდევ უფრო მეტად მახალისებს.

@ქეთი, მადლობა! ესაია ჩემი საყვარელი წინასწარმეტყველია, თითქმის მისი ყოველი წინადადება აფორიზმივითაა.

@როდე-ბექა, უჰ, კი.

@თი, ჰო დედა ხარ და გესმის ჩემი.
იმედია კაი ხანს არ ექნება სიცხე და არაფერი და როცა ექნება, ადვილად ჩაიაროს, რთულია, უფრო დედებისთვის, ვიდრე ბავშვებისთვის მათი ავად ყოფნა :(
რა ბავშვია კესანე! 12-დან 8-მდე 19 თვეა არ მძინებია :ლოლ:

@ელიზა, ნებისმიერ დროს მზად ვარ შენი ბლოგო-ბებიაქალი ვიყო :)))

Toma said...

mec yvelaferi gaivlis rejimjze var, torem gadavireodi ukve. mxolod imas vfiqrob rom gaivlis, gaivlis gaivlis. da imedia amaze mdime ar melis win.

dedoba ki gmirobaa, magaze didi gmiroba arc me carmodmigenia,da xanxan rogor mgonia rom araskmarisad vafasebt chven dedebs

Sophie שרה Golden said...

@ტომა, უჰ გაივლის, აბა სად წავა. ასე რომ არ იყოს, გააფრენდა კაცი.
ვერ ვაფასებთ და ვერასოდეს დავაფასებთ, იმიტომ რომ ჩვენ ისე არასოდეს გვიყვარს დედა და არც იმდენი ამაგი გვაქვს, როგორც დედას ჩვენზე.