ეს წარსული (ბერლინი 2010) ხანუკის ფოტო, ოდეს ერთობ შეყვარებული ვიყავი ჩემს აწ ქმარსა და ეზრას მამაზე – ბუნებრივი პოზაა, ჩუმად გადამიღო მეგობარმა, მე ძალით ასე ვერ დამსვამდნენ სურათის გადასაღებად, ხომ იცით :)
წლევანდელი როგორი გამოგვივა, მერე მოგიყვებით, დღეს საღამოს შემოდის ხანუკა და პირველ სანთელს ვანთებთ.
ეზრასთვის მეორე ხანუკაა ქრონოლოგიურად, მაგრამ შარშან 8 თვის იყო და დიდად არ შეუნიშნავს. წელს კი უკვე წლინახევარზე ცოტა მეტისაა და მაინტერესებს, როგორ შეხვდება.
თქვენ გიყვართ დღესასწაულები? ელოდებით შობა–ახალ წელს? მე მახსოვს ბავშვობაში, როგორ ველოდებოდი ახალ წელს :) სადღაც პოსტიც უნდა მქონდეს ამაზე.
თუმცა, ახლა საქართველოში "მოდაში" აღარ არის დღესასწაულების მოლოდინი და სიხარული, ხო? რაღაც გაციებული მეჩვენება ადამიანების შეხედულებები და მოლოდინები...
ამაში შორეს პოსტმაც შემიწყო ხელი და გული დამწყდა, ხალხი თურმე ბავშვებს რომ არც კი უღიმის ქუთაისის ქუჩებში.
არადა, დღესასწაული ხომ სასწაულია თავისებურად. ნებისმიერი, მნიშვნელობა არა აქვს რელიგიურ თუ სოციალურ მიმართულებას, როცა დღესასწაულს მშვიდობა, სიყვარული და მხიარულება მოაქვს, მაშინ ყველა დღესასწაული კარგია ადამიანებისთვის.
ბედნიერ ხანუკას ვუსურვებ ჩემს იმ მკითხველებს, ვინც აღნიშნავს! ხოლო ვინც მოგვიანებით ელის დღესასწაულებს, მათ გულის და სულის (ჯიბისაც, ვიცი მე ჩვენი ქართული ამბები) სისავსეს ვუსურვებ!!!
ბონუსად კი, როგორც ყოველთვის, სხვების ბლოგების გულუხვად გამზიარებელი სოფი Sunny–ს კვირის ფავორიტი ლინკები:
1. სამყაროს უკანასკნელი და ჩემი საყვარელი, კოსმოსში მოფრიალე, ამჯერად რუმინეთში მცხოვრები თამთას ბლოგი.
2. ძალიან ლამაზსახელიანი გოგოს დაბადების დღისთვის.
3. ჩემი ერთადერთი ნატას პოსტი პავიჩზე.
4. ირინას ქმრის ოჯახის ამბები... მიყვარს ეს გიჟი გოგო.
5. ჰაჰა როდისმე თუ დაწერს ეს ბიჭი ისეთ რამეს, რომ წაკითხვა დამეზაროს და მით უმეტეს გაზიარება? ეს პოსტი მაინც განსაკუთრებით, 25 წლის ასაკის კრიზისის ამბავში ;)




15 comments:
გილოცავ სოფი! ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ შენს ოჯახს!
და ვინაიდან უმიზეზოდ ბედნიერი ვარ, ყველა დღესასწაულს წელს განსაკუთრებულად შევხვდები და შევეცდები ირგვლივაც მსგავსი აურა "დავნერგო".
ბექა–როდე, იუჰუუუუუ!!! უმიზეზოდ ბედნიერება ჭეშმარიტი ბედნიერებაა!!!!! :))))
ეე მაგას უკვე მეორედ მეუბნებიან! :დდდ
აუ, არადა რა კარგია ესე, ნეტა დიდხნას გამიგრძელდეს!
გილოცავ! მეც მაინტერესებს ეზრა როგორ შეხვდება ჰანუკას. იმედია დაწერ მერე პოსტს.
ეც გეთანხმები რომ უმიზეზოდ ბედნიერება ყველაზე ჭეშმარიტი ბედნიერებაა. ყოფილა რამოდენიმეჯერ ისე ბდნიერი ვარ, სრულიად უმიზეზოდ, უბრალოდ ვარ.... წელლ, მანამდე სანამ მიზეზების ძებნით არ დავიგრუზავ თავს ;)
აგერ კიდევ ტომაც :დ <3
ჩავუჯექი დღეს შენს ბლოგს და შემომეკითხა თითქმის ერთი წელი.ძველებიც წავიკითხე, რაც წაკითხული მქონდა უკვე. წიგნივით იკითხება, ერთი სული რომ გაქვს როდის დაასრულებ და მერე გული რომ გწყდება, ცოტა იყოო. ჰოდა ხანუკას გილოცავთ, შენ, ეზრას და შენს ქმარს. ამ დღესასწაულის შესახებ ანა ფრანკისგან და შენგან ვიცი და მეც მიხარია რაღაცნაერად :) ფეისბუქზე კიდე ძალიან მაკლია შენი შაბათის მოლოცვები და ხშირად მინდა მე მივულოცო ვინმეს :დ თუმცა ალბათ სწორად მოიქეცი, რომ გააუქმე ანგარიში. რა კარგია, რომ ეს ბლოგი არსებობს.
gilocav sofi! bednier dgeebs gisurveb shens ojaxtan ertad!
@ბექა, იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭიროა, ხომ იცი, მთლად უტოპიას ნუ მოინდომებ :პ
@ტომა, მადლობა.
ჰაჰა ნუ ეძებ მიზეზებს, კაცო, ყველაფერი მშვენივრად იქნება!
@ნან, როგორ გამახარე!!! ძალიან!!!!!! დიდი მადლობა, რომ გახსოვართ მე და ჩემი ბლოგი.
ასევე დიდი მადლობა მოლოცვისთვის!!!
შენც ბედნიერი დამდეგი დღესასწაულები გქონოდეს (აქ უკვე ყველა ისეთ მზადებაშია, მგონია, მანდაც ასე უნდა იყოს, მალე იქნება ალბათ მაინც)!!!
@თი, დიდი მადლობა! :–* მოკითხვა ლამაზ გოგო კესანეს.
სოფი, გილოცავ :) მრავალ დღესასწაულს დაესწარი ბედნიერად ოჯახთან ერთად!
სოფი, გილოცავ! :*
რა კარგია, რომ დღესასწაულებს სასწაულივით უყურებ. ასეც არის. უბრალოდ, ხანდახან განწყობა იკარგება, ალბათ. ჩვენნაირ ქვეყანაში განსაკუთრებით
სოფი, ძალიან გამიხარდა ჩემი ბლოგი რომ ვნახე ჩამონათვალში და თან ასეთი წარდგენით... მადლობა :)
რაც შეეხება დღესასწაულებს. მე ისინი ძალიან მიყვარს. ხანდახან მგონია, რომ არ მაქვს განწყობა, მაგრამ როგორც კი გათენდება სულ სხვა შემართებით ვარ ხოლმე.
გილოცავ და ბედნიერებას გისურვებ!
gilocavt Hanukkahs Sophie, bednieri da sascauli dgheebi gqonodet mteli clis ganmavlobashic! Leselidzis sinagogis cin ukve inteba nel nela santlebi <3
@მზია, დიდი მადლობა.
@ქეთი, ქართულში ყველაზე კარგად ჟღერს ეს სიტყვა, არა? ზუსტად ისე, როგორც მე ვგრძნობ :))
@ბოლობლოგი, მადლობა შენ და წარმატებები.
ჰო, ასე იცის ხშირად, განწყობა შეინარჩუნე ხოლმე აუცილებლად!
@ანუშკა, მადლობა. ხო. როგორ მომენატრა უცებ მანდაურობა და თან მივხვდი, უკვე როგორ შორს ვარ დისტანციურ–მენტალურად... :/
რამდენი წელია შენს ბლოგზე აღარ შემოვსულვარ, დღეს სპეციალურად დავჯექი და რიდერში დავიწყე ძებნა :)
ბოლოს რომ აქ ვიყავი ეზრა არ გყავდა ჯერ :)
@კაკატო, დიდი მადლობა, რომ გაგახსენდა ჩემი ბლოგი და ძალიან გამიხარდა, რომ მოძებნე.
:)
Post a Comment