1984 წლის 23 დეკემბერს ქვეყანას რომ მოვევლინე, დედაჩემისთვის მსოფლიოში ულამაზესი ბავშვი ვიყავი, თეთრი და ფუმფულა. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი უკვე სოლიდურ სადედო ასაკში იყო (35 წლის), სასწაულად ადვილად და სწრაფად გავუჩენივარ. სახელიც უკვე მოფიქრებული ჰქონდათ, სოფია ბებიის, რომელიც რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, ხუთი შვილი ჰყავდა და საკმაოდ მკაცრ ქალად ითვლებოდა.
პატარა რომ ვიყავი, მილიონჯერ ვაამბობინებდი დედაჩემს ჩემი დაბადების ამბავს, რადგან განსაკუთრებულად მიმაჩნდა.
დღეს კიდევ, 29 წლის რომ გავხდი, დილას საოცრად დაღლილმა გავიღვიძე და ტირილი მინდოდა. ცხოვრებაში ჩემს დაბადების დღეს გული არ აუჩუყებია და დღეს რა დამემართა, არ ვიცი, ამიტომ დავჯექი და ამ პოსტის წერა დავიწყე. ეზრას მულტფილმი ჩავურთე (საერთოდ იშვიათად ვურთავო "25-ე კადრს", ასეთი დედა ვარ, რას იზამ), რომ წერა დამაცადოს.
მოკლედ,
ის კი არ მანაღვლებს, ასაკი რომ მემატება და მასთან ერთად ნაოჭები და კილოგრამები, პასუხისმგებლობები მაშინებს, რომელიც ყოველ წელთან ერთად უფრო მეტად იზრდება. ეს მსოფლიო კიდევ ისეთი ტემპით მიდის, არ ვიცი, რამდენად მინდა ფეხი ავუწყო, არც არასოდეს მდომებია, მაგრამ ზოგჯერ ვერ გაექცევი, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა ბავშვი გყავს და ნელ-ნელა დიდი ხდება, შესაბამისად, ყველაფერი უნდა იცოდე, ყველაფერში ერკვეოდე, რომ მას სათანადოდ აუხსნა.
იმედია, ასაკთან ერთად, სიბრძნე და გონიერებაც მომემატება და 29 წლის ბევრად უფრო ჭკვიანი ვიქნები, ვიდრე 28-ის ვიყავი. ასევე ჯანმრთელი, მხიარული და წარმატებული!
ეს ლინკები კი მათ, ვისაც აინტერესებს ჩემი წინა წლების სადაბადებისდღეო ვნებები:
24, 25, 26, 27 - იმ წელს პოსტი არ დამიწერია, ეტყობა ოჯახური საქმეებით ვიყავი დაკავებული, 28 - დედური პოსტი და სადღაც ბოლოში დაბადების დღეზეც, მთავარია რეალობა.
ბედნიერ კვირას გისურვებთ!



20 comments:
გილოცავ სოფი! ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებ!
გილოცავ, გილოცავ! <3
Hey, lady! რა ლამაზი დღეა! ლა ლა ლა ლა :) გილოცავ! დაიმახსოვრე, ქალი ყოველთვის 29 წლისაა, კაცი - 39-ის. ასე მასწავლა ბრძენმა ხალხმა. როგორი ტორტი გქონდა?
შენი ერთი დაბადების დღეს მიძღვნილი წერილის ქვეშ ჩემი კომენტარიც აღმოვაჩინე და გაკვირვებული ვუყურებდი.როგორ იცვლება ადამიანი!დღეს ნამდვილად არ დავწერდი მსგავს კომენტარს.ესეც ჩვენი ცვლილებებით სავსე ცხოვრება,რის გარეშეც ალბათ ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ის.:)
ერთ-ერთ წინა წერილში შენს მომავალ პროფესიაზე საუბრობდი.ჰოდა,ამ მხრივ შენი მიზნების მიღწევას გისურვებ!
gilocav sofi, yovelive sauketesos girusrveb (hug)
სოფი, ეს როგორ განსაკუთრრებულ დღეს დავბრუნებულვარ შენს ბლოგზე <3
გილოცავ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ – ჯანმრთელობას, ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას და წარმატებებს... მოკლედ, რაც შენს გულს გაუხარდება, ყველაფერი შეგსრულებოდეს! :*
ძალიან მომენატრა შენი ბლოგი, სამწუხაროდ გადაღლილი ვარ საშინლად და ნელ–ნელა იქნებ დავიბრუნო ჩვეული საღამოები მაინც, როცა ბლოგების საკითხადაც ვიცლიდი ხოლმე
:*
@თი, დიდი მადლობა.
@როდე, მადლობა! <3
@თიკო, ეს მშვენიერი რამე მასწავლე :) ვეცდები სურათი დავდო :)
@თორნიკე, ძალიან მიხარია, რომ შენი კომენტარი იპოვე და შედარება გააკეთე. რა მაგარია, ისე, ხო, რომ სხვის ცხოვრებას კი არ კითხულობ მხოლოდ, შენს წარსულსაც პოულობ დატოვებულ კომენტარში. მიხარია.
@ტომა, მადლობა!!! Hugs to you too.
@ქეთი, ჩემო საყვარელო ძველო ბლოგო-მეგობარო, დიდი მადლობა კეთილი სურვილებისათვის!!! შენ დასვენებას, განტვირთვას და ახალი ძალებით დაბრუნებას გისურვებ. მაკლია შენი წერილები ძალიან.
gilocav! gilocav! dzalian karg cels gisurveb! janmrtelobas da bednierebas Sophie!
გილოცავ! :)
სოფი, ჩემო კარგო მეგობარო, გილოცავ და უფრო მეტად საინტერესო წლებს გისურვებ, ღიმილიან დღეებს და დაე, მზე ანათებდეს მუდამ შენს სულში!
ძალიან მიყვარხარ და მიხარია, რომ გიცნობ ასეთ კარგ ადამიანს : )
გილოცავ, სოფი :* მზიანო და თბილო :*
სოფი, მოგვიანებით გილოცავ <3 დაბადების დღეზე მეც მელანქოლიური ვარ ხოლმე...
სოფი, გილოცავ მოგვიანებით... რა ახლოს ყოფილა ჩვენი დაბადების დღეები :)
გილოცავ სოფი, როგორც არ უნდა შფოთავდე ხანდახან, შენი ცხოვრება ყოველთვის შესანიშნავი იქნება! <3
@ანუშკა, დიდი მადლობა!!!
@ნათია, მადლობა :)
@ნატალია, შენ ხარ ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო, იმ დღეს ლილუს (ჩემი დეიდაშვილი) ფეისბუქიდან "მოგკარი" თვალი და ისეთი ლამაზი და განსხვავებული ხარ სურათებზე, აღარ ვიცოდი, რა მექნა სიყვარულისგან :)
მადლობა.
@მარია, შენ ხარ თბილი, კეთილი და ულამაზესი! დიდი მადლობა.
@ელიზა, მადლობა. მე არასოდეს და წელს რატომღაც ვიყავი.
@თამთა, მადლობა. მართლა? შენ როდის?
@ნან, დიდი მადლობა, ჩემო კარგო!!!! ამენ!!! :)
კი, მეც 20 დეკემბერს მაქვს :))
@თამთა, მართლა რა ახლოს გვქონია :) ხო შემიძლია დაგვიანებით ახლა მოგილოცო? ბედნიერებას, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებ!
დიდი მადლობა, სოფი... მეც გისურვებ ბედნიერებას, ყოველგვარ სიკეთეს, ჯანმრთელობას - შენი ოჯახის, პატარა ეზრას და ყველა საყვარელი ადამიანის კარგად ყოფნას.
ასევე - ახალ, დიდ საყინულიან მაცივარს და ახალ ლეპტოპს :)
გილოცავ, სოფი, ბედნიერი 29-ე წელი გქონოდეს, სულ სასიხარულო ამბები და სილაღე წინ :*
@თამთა, ამენ!!! :)
@ბაბისა, ძალიან დიდი მადლობა!
Post a Comment