Sunday, February 2, 2014

იანვრის 5 ფავორიტი თებერვლიდან

წესით, ეს პოსტი "იანვრის 5 ფავორიტში" უნდა შედიოდეს, მაგრამ იანვრის ბოლოს ვეღარ მოვახერხე დაწერა.

დღევანდელი ფავორიტების ხუთივე პუნქტი ჩემს ფავორიტ ქალ მსახიობებს დაეთმობა, რადგან მომწონან :D ლამაზები არიან, ერთმანეთისგან განსხვავებულები და შეიძლება მათ როლებზე დიდად არ ვგიჟდებოდე, მაგრამ მათი სარეკლამო პოსტერებზე დანახვა მსიამოვნებს და დღეს მიმხიარულებს.

1. დიან კრუგერი


მე და ეზრა ვსეირნობდით და პარფიუმერული მაღაზიის ვიტრინაში მისი ლამაზი და მშვიდი სახის გამოსახულება რომ დავინახე, უცებ კარგ ხასიათზე დავდექი.
მიუხედავად იმისა, რომ მისი არცერთი ფილმი მინახავს ბოლომდე. არა, მინახავს, როგორ არა, ისიც ჯოშ ჰარტნეტის ხათრით. ვფიქრობ, ძალიან უბრალო ქალი უნდა იყოს, როგორც გერმანელების უმეტესობა.

2. ჯულია რობერტსი


რამდენი წლისაც არ უნდა იყოს და რა სისულელეებიც არ უნდა თქვას, ჯულია მუდამ ჯულიად დარჩება ჩემთვის. მშვენიერ ქალად, რომლის ამ სახელწოდების ფილმი დედაჩემმა დიდხანს არ მანახა, რადგან თვლიდა, 10-11 წლის ბავშვისთვის შეუფერებელი იყო :D

3. ლუპიტა ნიონგ'ო


ალბათ, ეს ახალგაზრდა მსახიობი გოგო ყველაზე სახასიათოა დღევანდელ კინემატოგრაფში (ამერიკულში მაინც). თავიდან მსახიობების ასისტენტი იყო ხოლმე გადასაღებ მოედნებზე და უცებ, ამ ძალიან სახასიათო და მძიმე როლისთვის აირჩიეს. გარდა იმისა, რომ ტკბილი აქცენტი აქვს, ძალიან განათლებული გოგოა. იმედია, მსახიობად დიდხანს არ დარჩება და უფრო საინტერესო რამით დაკავდება.

4. სასკია როზენდალი


ახალგაზრდა გერმანელი მსახიობი, ჩემი ბოლო პერიოდის ფავორიტი. სახელიც ლამაზი აქვს, ნიჭიერიცაა და გარეგნობითაც ანგელოზს ჰგავს. მისი ამ ფილმის ნახვას გირჩევთ. ბევრი წინააღმდეგობრივი თემა და სცენაა წამოწეული, მაგრამ გახსნილი გონებით შეიძლება ყურება და მერე დაფიქრება.

5. ბოლოს, დრიუ ბერიმორი :) 


დიდი ხანია ახალ ფილმებში აღარ მონაწილეობს (არა, ბოლოს ისევ ადამ სენდლერთან აქვს კომედია, მაგრამ საშინლად მოსაწყენი), აღარც თავად იღებს, სამაგიეროდ ბავშვებს აჩენს და ლამაზზე ლამაზი ორსულია, მეტი რა სჭირდება მის აუდიტორიას :D

ბედნიერ კვირადღეს და მომავალ სამუშაო კვირას გისურვებთ!!!

13 comments:

Rode said...

ყველა ლამაზია, მაგრამ ჯულია და დრიუ <3

LilaC said...

ჩემი სულ სულ ფავორიტია ჯულია... ბავშვობიდან მიყვარს. რაც გავიზარდე, იმასაც კი მეუბნებიან, გავხარო. ნეტა მართლა ვგავარ თუ ჩემი ქვეცნობიერი იმდენად აღტაცებულია მისით, რომ რაღაც საიდუმლო იმპულსებს უშვებს გარშემომყოფთათვის და მერე ისინი ფიქრობენ - უი, ეს გოგო ვის მაგონებს, ვის და ჯულია რობერტსო ))
ჩემს მეგობარს კიდევ ასეთი თეორია აქვს, რომ ადამიანებს ის ადამიანები მოსწონთ, რომლებშიც საკუთარ თავთან მსგავსებას ხედავენ. თუმცა იმდენად პატარა ვიყავი ჩემი საყვარელი მსახიობი რომ გახდა, მაშინ ეტყობა წინასწარჭვრეტის კარგი უნარი მქონია ))

LilaC said...

უი, ჰოდა იმის კითხვა მინდოდა კიდევ, რა სისულელეები ილაპარაკა?

Sweet said...

ჯულია მიყვარს მეც <3

Tina Nadiradze said...

http://www.imdb.com/title/tt1986843/ აქ თამაშობს დაიან კრუგერი ძალიან კარგად :) ისედაც სასაცილო ფილმია.

Sophie שרה Golden said...

ბექა, ხო.

თამთა, კი ზუსტად ეგრეა, მეც მაქვს ეგ გაგონილი და მჯერა კიდეც. აი, ჩემი ძველი პოსტი ამაზე და სადღაც ნატოშასაც ჰქონდა და ახლა ვეღარ ვპოულობ. ჯულიამ კიდევ ელენთან თქვა, თავისი შვილების შეშინება რომ უყვარს და ეგ არ მომეწონა, რა წესია ბავშვების შეშინება.

სვით, გამიხარდა შენი კომენტარი.

თინიტა, ხო, ხო, ვიცი ეგ ფილმი. ჰაჰა ბოლომდე არ მინახავს, მაგრამ ტრეილერი მომეწონა საკმაოდ. კაი ტიპია ეგ მსახიობი კაცი.

Toma said...

ჯულია მიყვარს მე.
ერთხელ სამსახურში (საქართველოშ) ვიღაცი ბიჭი დაშტერებული მიყურებდა. მერე გავიდა, მერე ისევ შემოვიდა ვიღაც ორ სხვა ბიჭთან ერთად. ვახ, მეთქი რა სჭირთ და უცებ მესმის - აუუ ბიჯოო, როგორ გავს ჯულია რობერტს.

აშკარად დაბოლილები უყვნენ :D

Lilac said...

ramdeni juliebi vart :D

Rode said...

ლოლ :დდ

Sophie שרה Golden said...

ტომა, :D

თამთა, ჩემი აზრით, თქვენ უფრო ლამაზები ხართ და ახალგაზრდები :)

Anonymous said...

rozendali ra lamazia! kvelaze lamazia!

Keti said...

სახელი სასკია ძალიან მომწონს – ასეთივე ლამაზი პატარა გოგოს გამო, რომელიც გერმანელი მამის და ქართველი დედის შვილია და ალბათ 5 წლის იქნება ახლა:)
ძალიან ლამაზია ეს სასკიაც

Sophie שרה Golden said...

თი, ხო, ძალიან ლამაზია. თან ყველაზე ახალგაზრდაა ამათ შორის და ამიტომ უფრო სილამაზე აქვს და ყველას ჯობია.

ქეთი, ნამდვილად ულამაზესი სახელია სასკია.