ვფიქრობ, ოდესმე დამიბრუნდება ერთიცა და მეორეც ;) თუ არადა, მილიონი სხვა საინტერესო ჰობის მოძებნა შეიძლება, ისევე როგორც სხვა კარგი ბლოგებისა.
ა, ხო, უკვე ორი შვილი მყავს და წინა პოსტი ერთგვარი შესავალი იყო ამის გამოსაცხადებლად.
ამ ორსულობაზე არავისთან მისაუბრია; ოჯახმა იცოდა და "პირადად" მხოლოდ ნატას ვუთხარი, რადგან ჩემი ნატკაა, ტაქტიანობის დედოფალი. ზედმეტ კითხვებს არასოდეს დაგისვამს, როცა ადამიანს ან საუბარი გეზარება ან უბრალოდ, არ ხარ მზად რაღაც-რაღაცების გასაზიარებლად.
ძალიან სწრაფად ჩაიარა ამ 39-მა კვირამ, მშობიარობაც სწრაფი იყო, თუმცა მტკივნეული, ეზრაზე მეტად, რადგან ეს პატარა მთელი ერთი კილოთი მძიმე დაიბადა.
გარეგნობით ეზრას წააგავს, თუმცა უფრო მოშავგვრემნოა და წარბშეკრული.
სახელი ჯერ არ აქვს :D ვიცი, ყველას უკვირს, მაგრამ დავარქმევთ მალე, იმედია.
ორი შვილის დედობა საკაიფო რამეა, ორმაგად რთული და ამავე დროს ბევრად ადვილიც, უფრო ორგანიზებული, დაკავებული ხარ და სწრაფად ასწრებ იმ ყველაფერს, რასაც ადრე მარტოც ვერ აკეთებდი. თან უკვე უფროსი შვილი გყავს, რომელიც უმცროსის მოვლაში "გეხმარება" :) რამდენადაც ეზრას სახელი "ღმ-ერთის დამხმარეს" ნიშნავს, ან "ღმ-ერთი ეხმარება"-ს, ბევრნაირად განმარტავენ, ჩემი "დიდი", 23 თვის ეზრა თავის სახელს სასწაულად ამართლებს.
სასოწარკვეთილ, დაქანცულ დედებს ვეტყვი, დამშვიდდნენ და არაფერზე ინერვიულონ, რაც დრო გადის, ყველაფერი იოლდება და ჩვენ ვძლიერდებით. რაც მთავარია, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, გამოხატეთ თქვენი გრძნობები, ტკივილები, სისუსტეები, ბოლოს და ბოლოს, მე მომწერეთ.
თავის დროზე მე ბლოგმა მიშველა, როგორც ჩემმა, ისე სხვისებმა; განსაკუთრებით ჩემი საყვარელი მრავალშვილიანი დედების, რომლებიც არასოდეს განგსჯიან, რადგან მათ დიდი ხნის წინ გამოუცდიათ ის, რასაც შენ ახლა განიცდი და შესაბამისად, ბევრად კარგად ესმით შენი პრობლემების, ვიდრე სხვას, რომელსაც მოსაწყენად შეიძლება მოეჩვენოს.
ვისაც მეორე შვილი უნდა და ყოყმანობს, ნუ ყოყმანობთ!
ჩემი მეგობრის დედამ მითხრა, მესამე შვილიდან კიდევ უფრო ადვილია ყველაფერიო (10 შვილი ჰყავს და ჩემთვის მშობლობის აკადემიკოსია).
წარმოიდგინეთ, აქამდე თუ სახლში მარტო იყავით, ახლა უფროსი ბავშვი გეყოლებათ ახალდაბადებულთან ერთად და არასოდეს მოიწყენთ.
დილიდან საღამომდე დავრბივარ, ბეჭები მტკივა, თვალები, ფეხებიც და ძილიც არ მყოფნის, მაგრამ თავს დედამიწასავით ვგრძნობ, ამაზე კარგი შეგრძნება კი არ არსებობს, მერწმუნეთ.
კიდევ რისი თქმა მინდოდა?..
სიძნელეები იქნება? იქნება, ბლომად.
გადაქანცვა, ცრემლები, მეტი აღარ შემიძლია, რა რთულია ყველაფერი, ადამიანად აღარ ვვარგივარ, რძის სუნი ამდის, მსუქანი ვარ, თავისუფლად მინდა გარეთ გასვლა მეგობრებთან, მუშაობა მინდა და საზოგადოებაში გავლა-გამოვლა... - რათქმა უნდა, ყველაფერი იქნება (ან არ იქნება, რას გაიგებ, ყველაფერი იცვლება მეორე ბავშვის შემდეგ). ალბათ, დავწერ კიდეც, თუ მოვიცალე, ვიწუწუნებ და ყველაფერი, მაგრამ რამდენიმე წუთის მერე, ხომ იცით, გაგვივლის ყველაფერი და ბედნიერები ვიქნებით ზუსტად იმით, რაც გვაქვს ღმ-ერთისგან, რადგან ეს არის ზუსტად ის, რაც გვჭირდება და რაც მთავარია, რაც ჩვენ აგვირჩევია.
რაც მე ამირჩევია.
ბედნიერ კვირას გისურვებთ!
ყველა ქალს ჯანმრთელობას და ბედნიერებას!
ორსულებს სწრაფ და იოლ მშობიარობას!
პოსტპარტუმებს, ანუ მელოგინეებს, სულიერ სიმშვიდეს, იუმორის მოზღვავებას და ბევრი სითხის მიღება არ დაგავიწყდეთ!
მუდამ თქვენი Mama სოფი :D




19 comments:
ramodebimejer cavikitxe posti, jer megona rom ideas cerdi meore Shvilis shesaxeb, mere megona rom axal gagvidzebulze cakitxuis gagebis unari damekarga :D :D
da axla mesamed rom gadavikitxe, mgoni martla meore bavshvi gkolia :)
gilocav sofi, bednier dedobas gisurveb shen bachulikebtan ertad :)
janmrteli da gaxarebuli kofilikos eg patara, jer saxeli rom ar vicit :)
მე კიდევ ამ პოსტს ველოდი დიდი ხანი! ძალიან დიდი ხანი ;)
კიდევ ერთხელ გილოცავ! ბედნიერი იყავი შენს ბიჭებთან ერთად.
პ.ს იმედია ამ ბლოგზე ხშირად, ძალიან ხშირად დაწერ რადგან ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა მისი კითხვა.
მეც ზუსტად იგივე რეაქცია მქონდა "ა, ხო"-თი დაწყებული აბზაცი რამდენჯერმე გადავიკითხე თავიდან, რომ აზრზე მოვსულიყავი :))
გილოცავ, სოფი. დიდი ბედნიერებაა !
სოფი გილოცავ :) ბედნიერებას გისურვებ :)
წინა კომენტარების ავტორების მსგავსად თავიდან მეც ძალიან დავიბენი.ამ პოსტიდან იგრძნობა რომ მიუხედავად სირთულეებისა მაინც ძალიან შემართებით ხარ.ოჯახურ ცხოვრებას და ბავშვებს რამხელა ენერგია სჭირდება..მოკლედ გილოცავ და ეზრასაც ვულოცავ!ახლა პატარა ძამიკო ეყოლება.ეს სიტყვა ახლა გამახსენდა.რა ტკბილი და თბილი სიტყვაა.თურქეთიდან გწერ.დილიდან საღამომდე უნივერსიტეტში კურსებზე დავდივარ და გადათიშული მოვდივარ სახლში.კლავიატურაზე სმაილებს ვერ ვპოულობ.ალბათ არც არის საჭირო.მეც დიდი შემართებით შევეჭიდე ცხოვრებას.ახალი გარემო ახალი ენა და უნივერსიტეტში ჩაბარება.ზღვა ენერგია მჭირდება.შენი პოსტები კი ამ მხრივ მეხმარება ხოლმე!ზოგჯერ მინდა რომ ყველაფერს თავი დავანებო...ვამბობ რომ აღარ მინდა მაგრამ ახალი დღე თენდება და ჩემს მულტიკულტურულ[რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ენის სწავლის პროცესს]კლასში ახალი გაკვეთილი იწყება.
ვა, რა მაგარია. გილოცავ, სოფი! :)
wow
გილოცავთ მატებას ოჯახში : ))) ახლა ნამდვილად ერთი დიდი გადარბენა გექნება ეჭვი მაქვს )
ორშვილიანი :P რა არის ცხოვრება.
ბარემ აქვე გეტყვი ჩემი ლექტორი ამ სემესტრში იცი ვინ იქნება? ხიზანიშვილი ვინც ეს ბლოგი გაგაკეთებინა :D
amdeni xani ras malavdi mere? :-)
sofi, gilocav <3 didi da janmrteli gaizardos <3
გილოცავ, ბედნიერები ყოფილიყავით :)
მთავარია,რომ ეს შენი არჩევანია :)
gilocaaaaaav <3 ra bednierebaa!!! echvic ar mepareboda rom ase iqneboda (sheni archevanidan gamomdinare), da vicodi ar amxeldi :))
gilocavt, ojaxis axal cevrs, bednierad!
სოფი, გილოცავ მთელი გულით! სასიამოვნოდ გაოცებული ვარ და ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორც სიურპრიზის მიღებისას :)
ბედნიერი ბიჭების ბედნიერი დედა ყოფილიყავი! ყოჩაღ შენ! აი, მართლა, ისე მოულოდნელი იყო. მეც ტომას მსგავსი რეაქცია მქონდა :დ მხოლოდ მესამე წაკითხვისას მივხვდი, რომ ნამდვილად შენზე წერდი :)
<3
ტომა, დიდი მადლობა. ხო, რანაირად დავწერე ეს პოსტი, ყველა დაიბნა.
თი, მადლობა, ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული მკითხველი ხარ.
თამთა, დიდი მადლობა!!!
მზია, მადლობა, გამახარე.
თორნიკე, დიდი მადლობა. მართალი ხარ, შემართება თუ არ გექნება ადამიანს, ყველაფერი რთულია.
ძალიან გამიხარდა, რომ წასულხარ და სწავლობ უნივერსიტეტში. მულტიკულტურული გარემო კიდევ სასწაულად საინტერესოა და იმდენი რამის სწავლა შეიძლება. გაუძელი სირთულეებს და რაც შეიძლება მეტი კარგი ისწავლე და აიღე ადამიანებთან ურთიერთობისა თუ ლექციებისგან. წარმატებებს გისურვებ!!!
კუდიკო, ჰო, ძალიან მაგარია მართლა :D მადლობა.
ჩორვენ, მადლობა. ზუსტად! სიტყვა გადარბენა ზუსტად მე შემეფერება ახლა :D
ნატა, ნუ იტყვი! ეს ბლოგი როცა გავაკეთე, წარმოვიდგენდი, რომ "აქამდე" მივიდოდი? :ლოლ:
ელიზა, დიდი მადლობა!!!
ბაბისა, მადლობა. ნამდვილად. როცა ძალიან გამიჭირდება ხოლმე, ჩემს თავს ამას ვახსენებ :D რომ მე ამირჩევია და არავის დაუძალებია ბავშვების გაჩენა, ჰოდა მერე ვხალისდები და ენერგია მემატება.
ანუშკა!!!!!!!!!!!!! მადლობა. ვიცოდი, რომ შენ იცოდი :D მართლა გეუბნები, ასე მგონია, ხარ ჩემს ინტერნეტ სივრცეში ჩუმად, მშვიდად და ყველაფერს ხვდები, რაც ჩემთან მართლა ხდება :-*
ქეთი, ძალიან დიდი მადლობა. შენი თბილი სიტყვები ყოველთვის მახარებს და მამხნევებს, რომ კარგი ადამიანები კიდევ არსებობენ და ყოველთვის იარსებებენ.
სოფი <3
ამ ისტორიულ პოსტზე ჩემი კომენტარი რომ არ იყოს, ხომ სირცხვილია?
აი, სიურპრიზიც ამას ქვია :დ
კიდევ ერთხელ გილოცავ სოფ, ვუსურვებ მეორე შვილსაც ჯანმრთელობას.
ველით ყველა სახელის გაგებას <3
აააა რა მაგარია ! რა ყოჩაღი ხარ, უძლიერესი გოგო! გილოცავ, სულ სულ სულ ბედნიერად ყოფილიყავით ერთად <3
რა მაგარია! სოფ, ძალიან მაგარი გოგო ხარ! გილოცავ მეორე პატარას და ჯანმრთელები და ბედნიერები გაიზარდონ <3
ქეთი, :) <3
ბექა, აბა რა იქნებოდა, ამის გამორჩენა შენ არ გეპატიებოდა :P მადლობა.
მარი, დიდი მადლობა. დღეს მართლა უძლიერესად ვგრძნობდი თავს :ლოლ: ორივე ერთდროულად რომ აღრიალდა და ორივეს დედა უნდოდა. აააააააა! :D
ჩეშირის ფისოვ, დიდი მადლობა, ძალიან ძალიან გამახარე!!! ამენ!
Post a Comment