Tuesday, March 11, 2014

მარსი

ორი თავისუფალი წუთი ვიპოვე და იუთუბზე რამის მოსმენა მომინდა. ჰოდა, ეს ვიდეო ამომიგდო და ახლაღა მივხვდი, ჩემს მეზობელ თინეიჯერ ბიჭებს რატომ აქვთ ასეთი სასწაული ვარცხნილობა.


ჰაჰა, ჩემს ბიჭებსაც რომ მოუნდეთ? :D თუმაც სანამ მათ ამხელა თმები ექნებათ, საეჭვოა, ბრუნო მარსი კიდევ ვარსკვლავი იყოს.

ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ!!!

P.S. ეზრა თავის უმცროს ძმას ბებიკის ეძახის. იმედია, მალე მის ნამდვილ სახელსაც ისწავლის, როცა ექნება ;)

7 comments:

Keti said...

საყვარელი ეზრა <3 რა თბილად ჟღერს ბებიკი, თან როცა უფროსი ძმის შერქმეულია

Rode said...

დაიცა, სქესი წინასწარ გაიგეთ მეორე ბავშვის სოფ?

Toma said...

bebiki :*

beka, raga cinaswar, gaachina sofim ukve meore :)

Rode said...

ტომა,

სოფის წინა პოსტის წაკითხვა გამომრჩენია :/ სირცხვილი და თავისმოჭრა :/

Anonymous said...

აუ, აქაც ისეთი სასაცილო ვარცხნილობები აქვთ თინეიჯერ ბიჭებს... გვერდები და კეფა აპარსული და ზემოდან ბუჩქი ))

Sophie שרה Golden said...

ქეთი, ხო, ძალიან :)

ბექა, ნწუ, ნწუ! :P

თამთა, აჰა, ზუსტად ეგეთი. საკაიფოა ხო? მე მომწონს კიდეც.

Anonymous said...

ცოტა პრეტენზიული ვარცხნილობაა, ყველას არ უხდება... აქ კიდევ ყოველი მეორე ატარებს.
ჩემთვის მამაკაცზე მაინც ან გრძელი თმები, ან სულ გადაპარსულია (ოდნავ, ოდნავ დატოვებული) ფავორიტი :D
თუმცა აქ თინეიჯერებზეა საუბარი ))