Monday, March 17, 2014

სად და როგორ შეიძლება სილამაზის დანახვა ანუ გრძელსათაურიანი პოსტების იდეა მეც მომწონს ;)

როცა ჩემი ორივე ბიჭი ერთდროულად აღრიალდება და ორივეს დედა უნდა, მაშინ განსაკუთრებულად დიადი იდეები მომდის, რომელთა გაზიარებაც ბლოგზე ძალიან მინდება, მაგრამ დრო არ მაქვს.

ახლაც სასწაული სისწრაფით ვკრეფ convert.ge-ზე ამ პოსტს, რადგან უცხო კომპიუტერიდან ვწერ, სადაც ქართული შრიფტი არ არის (ჩემი ანტიკური ლეპტოპი უკვე კაი ხანია მიიცვალა) და თან ფრენი გლასივით, ტუჩების ცმაცუნით, განუწყვეტლივ ვლოცულობ, ორივემ მშვიდად იძინოს და წერა მაცადოს.

მაგრამ ეს პოსტი ბავშვებს არ ეხება.

როდეს ამ პოსტს ეხმაურება, რომლის წაკითხვის შემდეგ, კარგა ხანს ვფიქრობდი, რა ამოძრავებთ ადამიანებს და რანაირად აზროვნებენ, როცა მსგავს ქმნილებებსა თუ "ნაქნარებს" (მომიტევეთ), ხელოვნებად მიიჩნევენ.
ამ ფიქრებისას თან კარტოფილი და სტაფილო გავთალე და ნაფცქვენები ნაგავში რომ ჩავყარე, დავხედე და გავოცდი, ისეთი ლამაზი ფერები იყო.


დარწმუნებული ვარ, როდე რომ მომდევნო მსგავს პოსტს დაწერს, უკვე ჩემს ფოტოსაც დაურთავს (მარინა აბრამოვიჩზე ნაკლები რითი ვარ :პ ), რითიც მინდოდა გამომეხატა, რომ სილამაზე ყველაფერში მოიძებნება, მთავარია ვინ რას აქცევს ყურადღებას და რას ირჩევს, თუ რისი დანახვა/შენახვა ურჩევნია - სილამაზისა და სინათლის, თუ განავლის დაკონსერვება (არა, ადამიანებს ასეთი იდეები საიდან მოსდით, ყველანი ერთნაირად არ ვიბადებით, ბოლოს და ბოლოს?).

წესით, აქ კიდევ მეტი ტექსტი უნდა იყოს, მაგრამ ჩემი პოსტპარტუმ გონება და დაქანცული ბეჭები მეტს ვეღარ უძლებენ და წერას ვასრულებ, მომდევნო იდეალურ მომენტამდე, როცა ბავშვებს ეძინებათ და მე წერის საშუალება მომეცემა.

P.S. ა, ჰო, როგორ ვარ? გიჟივით :D არცთუ ისე ადვილი ყოფილა ორი პატარა ბავშვის გაზრდა (აღზრდაზე სხვა დროს იყოს, კარგი?), მაგრამ არავის დაუძალებია, რახან გამიჩენია, უნდა გავზარდო კიდეც, საყვარელი ესაიასი არ იყოს.

ბედნიერ კვირას გისურვებთ და რამდენიმე ფავორიტ ლინკს გიზიარებთ:

1. ამ პოსტის წაკითხვის მერე ჩემმა წუწუნმა დაღლილობაზე ერთი ათჯერ იკლო.

2. ძალიან კარგი პოსტი გონიერი დედისგან. დიდი ხანია წავიკითხე და ვერაფრით გამოვხატე ჩემი მოწონება და ახლა მოვნახე დრო და საშუალება.

3. ქეთი რომ სასწაულად ნიჭიერი გოგოა, ეს დიდი ხანია ვიცოდი, მაგრამ ასეთი ქსოვაც თუ შეეძლო, სიახლე იყო ჩემთვის. ახლა ჩემი ოცნებაა ყაისნაღით ქსოვა ვისწავლო.


6 comments:

Rode said...

მმმ რა კარგი ხარ სოფი, რა საყვარელი და ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მომეწონა შენი ქმნილება ფოტო <3
სათაურებს კიდე იმხელას მოვიფიქრებ, რომ რეკორდებს მოვხსნი :დდ
ჰოდა, მე ახლა ძალიან მერიდება ორი ბეღურა ბიჭის დალილ, მოუცლელ დედას, რაღაც თანამედროვე ხელოვნებაზე ველაპარაკო :/
სოფი, მე მინდა და დარწმუნეული ვარ, რომ პოზიტივი იქნება შენი მუდმივი ნათელი გზა, ყველაფრის მიუხედავად. თუკი ბევრი ასეთი ადამიანი იარსებებს დედამიწაზე, ხელოვნებაც ასეთივე გახდება :)
მგონი რაღაცებს ვჩურჩუტებ ახლა :დ
მოკლედ <3

Toma said...

bavshvebze dacere kide meti.

Unknown said...

msoflioshi yvelaze mocesrigebuli sanagvis mqone Franny Glass is moyvaruli Jewish Irish redhead xar dgheidan :D

Keti said...

სოფი <3

მარტივად სასწავლია ყაისნაღით ქსოვა, სცადე, თან საკმაოდ სახალისო პროცესია :) ჰოდა, როცა პატარებს ეძინებათ, ხანდახან კი შეძლებ დროის დათმობას :*

მისაბაძი ადამიანი ხარ ჩემთვის – ყველაფერთან ერთად ახლა უკვე ორი პატარას დედა!
ბედნიერ კვირას გისურვებ, სოფი :*

Anonymous said...

სოფი, ძალიან დიდი მადლობა :) გონიერი და სასწაული დედა შენ ხარ ზუსტად. აი, შენს პოოსტებს ხომ რამდენი ხანია ვკითხულობ და ვკითხულობ, იცი როგორ დამეხმარა , ეზრას აღზრდის სირთულეებზე ასე დაწვრილებით რომ წერდი?! უკიდურესად რომ ვიღლებოდი, ჩემთვის დიდი შვება იყო, რომ სადღაც მსგავს განცდებზე ვკითხულობდი )) მეორე პატარა მეც ძალიან მინდა , აქამდე მეშინოდა, მაგრამ შენი მაგალითით გამხნევებული მალე დავიწყებ ფიქრს
ფოტო კიდევ მართლა ლამაზია :დ სალათას ჰგავს )))

Sophie שרה Golden said...

ყველას ბოდიში დაგვიანებულზე დაგვიანებული პასუხისთვის!

ბექა, დიდი მადლობა, განსაკუთრებული ხარ!!! ჩურჩუტი კი არა, ასეთი რაღაცის მოსმენა/წაკითხვა ყველა ადამიანისთვის სასიამოვნოა, მით უმეტეს ჩემნაირი დაქანცული დედისთვის ამ პერიოდში.

ტომა, ვეცდები, მთავარია როგორმე მოვიცალო და პირველი რთული თვეები გადავლახოთ :D

ანუშკა, ჰო, მოდი და ნუ იქნები, როცა გერმანიაში ნაგავს ვანაწილებთ და ისე ვყრით - ქაღალდი, პლასტმასი, საკვების ნარჩენები და მინა (ფერების მიხედვით) ყველა სხვადასხვა კონტეინერში მიდის და სახლში ნაგვის ყუთების კოლექცია მაქვს :D

ქეთი, აი ტომას როგორც ვუთხარი, პირველი სამი-ოთხი თვე რთულია და როცა გაივლის, მერე ცოტა ამოვისუნთქავ და ზამთრისთვის იქნებ ქსოვაც ვისწავლო.
დიდი მადლობა, გული ამიჩუყე :*

მარი, მადლობა. ისე მიხარია, რომ ასეა და დიდი სიამოვნებით დავწერ მომავალშიც, თუკი რამეში გამოგადგება შენ და სხვა რამდენიმე საყვარელ მკითხველს ჩემი გამოცდილება.
მეორე ბავშვი კიდევ ყველას უნდა ჰყავდეს, როგორც კი სურვილი გაჩნდება.