Tuesday, September 2, 2014

სევდიანი ბლოგინგი, მოწყენილი სტამბული და საერთოდ, ერთობ ფიქრიანი პოსტი - 14

ცხოვრებაში ვინც მიცნობს, იცის, დედლაინების დედა ვარ. არასოდეს ვაგვიანებ შეხვედრებზე, არასოდეს ვალოდინებ ადამიანებს, რადგან ყველას დრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. როცა ნამდვილი დედა (არადედლაინების) ხდები, მაშინ დროის აღქმა საოცრად იცვლება და ბავშვზე დამოკიდებული ხდება. შესაბამისად, ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩემი დედლაინები საერთოდ შეიცვალა, ანუ თითქმის აღარ მაქვს - ყველაფერს ისე ვგეგმავ, როგორც ჩემს ბიჭებს "აწყობთ" და თანაც ყველას ვაფრთხილებ, რომ შეიძლება დავიგვიანო ან ბოლო მომენტში სულაც ვერ მივიდე (მიზეზები "სპონტანური" სიცხე, ანგინა, გულისრევა, კუჭის აშლა - დედები გამიგებენ).

ამხელა შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ "ქალების ოთახი" ნამდვილი განსაზღვრული ვადით მიმდინარეობდა და ასე დასრულდა კიდეც. "ზაფხულის პროექტი" კი ნამდვილად გამოვიდა ამ საზღვრებიდან. რაღაც მომენტში გავბრაზდი, რომ ბევრმა მონაწილემ ძალიან დააგვიანა პასუხის მოწერაც კი და მერე უცებ დავმშვიდდი, რადგან მივხვდი, ეს არის ქართული ბლოგინგი, ცოტა "ზღაპრული" სამყარო და ადამიანები არ უნდა შევბოჭო, პირიქით, დედლაინები ცხოვრებაშიც საკმარისია, განსაკუთრებით საქართველოში.

ასე იქცა "ზაფხულის მშვიდი საღამოს" პროექტი, "უსასრულოდ" და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამომიგზავნოს პასუხები - როცა სურვილი ექნება, რამხელაც გამოუვა და უბრალოდ, იყოს გახსნილი და გონიერი, ისევე როგორც ჩემი დღევანდელი სტუმარი.
თამო "ვასასი", რომლის ბლოგის დიდი ხნის მკითხველი ვარ და მჯერა, ბევრად ჭკვიანია, ვიდრე ამჟღავნებს :დ


პროექტის მონაწილეების პოსტები:




სევდიანი ბლოგინგი, მოწყენილი სტამბული და საერთოდ, ერთობ ფიქრიანი პოსტი


1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი? 

ბლოგი შორეულ 2009 წელს შევქმენი. მიზეზი ინტერესი იყო. მაშინ თბილისის ფორუმი ფორუმობდა და განყოფილება "უსათაუროში" ბლოგის თემა ზეაქტიური იყო. პირველი ბლოგი რომელიც გადამეყარა, ჩემი ბიძაშვილის იყო. დაბადების დღეზე აჩუქეს. შემდეგ შევყევი, შევყევი და სხვა ბლოგებიც ვნახე. ძალიან მომეწონა და მეც მომინდა, გამეკეთებინა. 
გახსოვს მაშინ ალბათ, რომ ჩვენი ბლოგები ჩვენი სახლი იყო ინტერნეტ-სივრცეში. ვწერდით ჩვენი ყოველდღიურობის, სიხარულის, ტკივილის, ემოციების შესახებ. მერე ერთმანეთთან შევდიოდით, ვკითხულობდით, ვაკომეტარებდით.. მერე მივხვდით, რომ საზოგადეობრივ საკითხებზე წერა უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ჩვენი პირადი ამბების შესახებ და დავიწყეთ მათზე წერა. ჩვენი ბლოგებისგან გავუცხოვდით და როგორც პირადმა ბლოგერებმა ფუნქცია დავკარგეთ.. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. ფაქტია, რომ საქართველოში ბლოგინგს სერიოზული გაქანების საშუალება ჰქონდა, სამწუხაროდ, მხოლოდ ჰქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ბლოგინგი დღეს საქართველოში წარმატებულია. 

2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?

სიმართლე რომ გითხრა, ჩემი თავისათვის. პირად ბლოგზე პირად ამბებს ვწერ. ზოგჯერ პირდაპირ ზოგჯერ - შეფარულად. უფრო ხშირად შეფარულად, პირდაპირ რთულია ვინმე კონკრეტულზე წერო, როცა იცი, რომ შენს ბლოგს უამრავი ადამიანი, მათ შორის, ისიც კითხულობს. სიმართლე რომ გითხრა, ჩემს ბლოგზე იშვიათად შემოვდივარ ამ ბოლო დროს, თუმცა ყოველთვის მსიამოვნებს აქ მოხვედრა. ეს არის ჩემი ცხოვრების უკვე მეექვე წელი და ძალიან მიხარია, როცა პოსტიდან პოსტამდე და წლიდან წლამდე ჩანაწერებს ვადევნებ თვალს. საკმაოდ გავზრდილვარ.. :)) ჩემი ბლოგი ჩემი ინტელექტუალური ზრდის მაჩვენებელია და ამიტომ აარ მინდა მისი მიტოვება.. მინდა, წლების შემდეგ ჩემმა შვილებმა იპოვონ, წაიკითხონ და როცა მე ვეღარ გამიგებენ (ასე, გარდატეხის ასაკში მყოფები), იქ ნახონ რას ვგრძნობდი და განვიცდიდი მატ ასაკში..
ჰო, შორს გადავიჭერი ახლა, მაგრამ რაღაც მელანქოლიურ ხასიათზე ვარ ბოლო პერიოდი...

3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად გინდა წახვიდე სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენო, როგორც წარმოგიდგენია?

ახლახან სტამბოლში ვიყავი მესამედ და მივხვდი, რომ იქ სამი-ხუთი წელი არ დავბრუნდები. მომბეზრდა. სამოგზაუროდ აღმოსავლეთში წავიდოდი. რატომ იცი? აღმოსავლეთი სხვა რამეა.. მისტიკითა და საოცრებებით სავსე. მუსლიმური ქვეყნებიც მიზიდავს, მაგრამ უფრო ინდოეთი, ბალი, მალაიზია, ტიბეტი მიზიდავს. აღმოსავლეთში იაპონია სხვა განზომილებაა ჩემთვის. იქ აუცილებლად წავალ საკურას ყვავილობის დროს.. ცოტა უცნაურია, მაგრამ იაპონიასა და სიკვდილზე ერთნაირად ვფიქრობ ხოლმე. ალბათ, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გაზაფხულზე, საკურას ყვავილობის დროს, ალუბლის ბაღში მიდიხარ, ხის ქვეშ ჯდები და წყნარად გარდაიცვლები. თუმცა, მგონია, რომ წყნარი და მშვიდი სიკვდილი არ არსებობს. იმიტომ, რომ ის რეალურად ადამიანის ორგანიზმისათვის სტრესია. წარმოიდგინე, როგორი საშინელებაა, როცა სული გეხუთება, სუნთქვა გიჭირს და იხრჩობი. ცოცხალი არსებები ასე კვდებიან. რომ წარმოვიდგენ, ამის გადატანა მომიწევს,  მაშინვე ცუდ ხასიათზე ვხდები..

4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობის მასაზრდოებელი წყარო, ან თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?

მყავს და თან არ მყავს. არც მთლად თავისუფალი ვარ. :)  მე და ჩემი მეგობარი ვმსჯელობდით ამას წინათ, რატომ მოგვწონს ყოველთვის ე.წ. "კომპლიქეითედ" ტიპები და აღმოვაჩინეთ, რომ თავად ჩვენ ვართ ასეთები (სხვა შემთხვევაში საურთიერთობოდ კომფორტულ ტიპებს ავირჩებდით). "ქომფლიქეითებში" მაინცდამაინც "ქართველ ვაჟკაცებს" არ ვგულისხმობ, თუმცა გულის სიღრმეში ქართველი ბიჭების 85% ასეთია. იმას ვგულისხმობ, რომ უმეტესობას ურთიერთობის დაწყების პრობლემა აქვს.მოკლედ, ეს რთული და ფსიქოლოგიური პრობლმაა, რომელზეც ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო იმიტომ, რომ პირდაპირ მეხება. გარეგნულ კრიტერიუმს რაც შეეხება, წვერიანი ბიჭები მომწონს. :) თუ წვერი აქვს, დანარჩენს მერე ვათალიერებ ხოლმე. :))



5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.

სამი დღეა, გერმანიიდან, ჩემი ერთ-ერთი ლექტორისგან ველი მეილს. უნივერსიტეტში შემპირდა რაღაც დახმარებას და მაინტერესებს კონკრეტულად რაღაცები.. ძალიან მინდა მანდეთ სასწავლებლად წასვლა უფრო დიდი ხნით და ერთჯერადად, ვიდრე შარშან ვიყავი. უკვე ვიწყებ აქტიურად ნაბიჯების გადადგმას. ძალიან მინდა, ჩემს პროფესიაში განვვითარდე. ასე მგონია, უკეთესი რაღაცების კეთება შემიძლია უკეთეს და უფრო მეტად კონკურენტულ გარემოში. 
ემოციებს რაც შეეხება, სექტემბერი დადგა და შარშანდელი მახსენდება. შარშან ყველაზე ბედნიერი სექტემბერი მქონდა როგორც პირად, ასევე სამსახურებრივი ცხოვრების თვალსაზრისით. წელსაც მინდა ასე იყოს, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ მეორდება.. :)))

8 comments:

Kate said...

ჩემი არაბიოლოგიური შვილია ეს <3
შემოევლოს საბანივით დედა!

vasasi said...

მე ცუდი გოგო ვარ, სოფი.. მაგრამ საგიჟეთი ზაფხული მქონდა და ვერ მოვასწარი.. :((
თორემ ყველაზე მეტად, კითხვებზე წერილობითი პასუხების გაცემა მიყვარს. :))

irina iri said...

მე ძალიან ვისიამოვნე ამ პროექტით, ყველას პასუხებს დიდი ინტერესით ვკითხულობდი, მათ შორის ბევრი იყო, ჩემთვის, ახალი და საინტერესო ბლოგი, რომლის მუდმივი მკითხველიც გავხდი.

სოფი შენს ბლოგს ყოველთვის დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს, მსიამოვნებს მისი წაკითხვა, ძალიან კარგად წერ.

ყველას წარმატებებს ვუსურვებ.

Dreamar said...

მეც ვერაფრით მოვაბი თავი :(

Toma said...

sofi, ra magis pasuxia da bavshvebs ra enaze elaparakebit ojaxshi? roca shen marto esaubrebi, roca sheni kmair esaubreba mxolod da roca mteli ojaxi ertadaa?

Sophie שרה Golden said...

ვასასი, მშვენიერი პოსტი იყო და ღირდა ლოდინად :-)

ირინა, დიდი მადლობა! შენი პოსტი ერთერთი უსაყვარლესი გახდა ჩემთვის. თანაც ყველაზე პუნქტუალური იყავი, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას.

დრიმარ, დრო კიდევ გაქვს, რამდენიც გინდა, იმდენი :-)

ტომა, ჯერ ამაზე - შენი პასუხებიც ძალიან გამახარებდა.
ახლა შენს შეკითხვაზე უშუალოდ: მე ველაპარაკები ქართულად, ჩემი ქმარი - თავის ენაზე. როცა მთელი ოჯახი ერთად ვართ, ვსაუბრობთ ქმრის ენაზე, რადგან მან ქართული არ იცის. ჩვენ ვთვლით, რომ ერთი საერთო ენა ოჯახს უფრო ამყარებს და ბავშვს უსაფრთხოების გრძნობას უქმნის, რომ მისი დედა და მამა ერთ ენაზე საუბრობენ, ანუ ერთმანეთის "ესმით".

რამდენიმე ნაცნობი ოჯახი გვყავს, ასევე ბილინგუალები, დაჟე ტრილინგუალი გამოდის, რადგან სათითაოდ თავის ენაზე ესაუბრებიან და ერთად როცა არიან, ინგლისურად, მაგალითად ან გერმანულად. მე რატომღაც არ მომწონს ასე. მაგრამ ყველას თავისი აზრი და პრინციპი აქვს, ხომ იცი.

Toma said...

chventan situacia cota rtuladaa.
ori ena gvakvs saerto, meore enaze anu shvedrze chemi kmari kargad ver laparakobs.

me kartulad davelaparakebi, chemi kmari ungrulad da ertad rom vart minda shvedurad visaubrot, imitom rom bolosdabolos am kvekanashi vart. inglisurs da sxva enebs skolashic iscavlis mere. tan chventan 8-9 clidan mshobliur enis kursebze shiedleba siaruli. anu kartul da ungrul enebze ivlis kvirashi 2 dge.

zogadad ki, fsikologebis azri dzlaian gansxvavbdeba am sakitxtan mimartebashi. me vemxrobi im azrs rom bavshvs msobeli mshobliur enaze unda esaubros da orive mshobeli kidev ert saeto enaze (sasurvelia im kveknis sadac cxovroben).

Sophie שרה Golden said...

ტომა, რა საინტერესოა. მეგობარი წყვილი გვყავს, ცოლი უკრაინიდანაა და ქმარი - უნგრეთიდან. ბავშვებმა საერთოდ ვერ ისწავლეს უნგრული, იმიტომ რომ ქმარი სულ მუშაობს, ცოლიც, და ბავშვებს სიდედრი ზრდის, შესაბამისად ბავშვები რუსულად ჭიკჭიკებენ და გერმანულად, ბაღიდან. რაღაცნაირად სულ მეცოდება ის კაცი, შვილებთან გერმანულად რომ უწევს საუბარი.

იმ უნგრელ კაცს ჰქონდა შემთხვევა, ბავშვმა რაღაც იტკინა და რუსულად ტიროდა, ერთმა რუსულენოვანმა დაუწყო დამშვიდება და მამამისი ეკითხებოდა, მითარგმნე რას ამბობსო. ამიტომ მგონია, რომ ერთი საერთო ენა უნდა ჰქონდეთ მშობლებს და სხვებს არ ჰკითხონ, რას ამბობს ჩემი შვილიო.

ფსიქოლოგების აზრი, სიმართლე გითხრა, არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, ძალიან მინდა, მერე ქართული წერა-კითხვაც ვასწავლო ჩემს შვილებს როგორმე. ყველა სხვა ენის სწავლა შესაძლებელია და ქართული კიდევ უნიკალურია, ჩვენი იდუმალი ენა ხომ უნდა გვქონდეს :-)