Thursday, September 18, 2014

მეორე 7 ანუ სოფის დედური მეთოდები

რანაირი sunny დედა ვარ, როცა თვეებია ჩემს ბურთულებზე აღარაფერი დამიწერია. ასეა. პირველ შვილზე აღფრთოვანება მეორეზე ნელდება და უკვე დიდი mama რომ ხდები, წერაც გეზარება და ყველაფერი :დ

ეზრას თურმე უცხო მოყმეს ვეძახდი 7 თვის ასაკში.

აარონი კიდევ უბურთულესი ბურთულაა. პირველი 4 თვე უძნელესი იყო კოლიკების გამო, გემახსოვრებათ, პლუს ეზრა სანამ მიეჩვეოდა უფროსი ძმის როლს და ბევრი რთული დღე და ღამე გამოვიარეთ.

სიმართლე გითხრათ, რადგანაც ეზრა პატარა დაიბადა და თანაც 3 კვირით ადრე, ძალიან შეშლილი ვიყავი მის აწონვა-გაზომვაზე, კვებაზე. სულ განვიცდიდი, რომ ცუდად ჭამდა და დამატებითი საჭმელების მიცემაც 6 თვიდან დავუწყე, სტაფილო, გოგრა და ავოკადო. აარონი კი კარგი წონის, თავის დროზე გაჩნდა და ნორმალურად იმატებს წონაში. შესაბამისად, დამატებითი კვების მიცემაც ამ ბოლო დროს დავუწყე, ისიც ხანდახან, როცა თვითონ ითხოვს. ასე ვუკეთებ ზოგჯერ გოგრის პიურეს, ხანაც მანის ფაფას და თუ კუჭი ძალიან შეეკრა Hipp-ის ქლიავ-მსხლის ხილფაფას ვაძლევ. საერთოდ, დახუფული პროდუქტების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამ ფირმას ვენდობი.


მეორედ ძალიან განსხვავებული დედა ვარ.
არა, ძირითადი პრინციპები იგივე დარჩა. მხოლოდ ერთი შვილი როცა მყავდა, სხვანაირად ვფიქრობდი, ახლა კი ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი. მივხვდი, ჩემებურად უნდა შევხედო სიტუაციას და არა - ზოგადად.


ლაქტაციის ნომერი პირველი მომხრე ისევ ვარ, ოღონდ იმიტომ არა, რახან ამბობენ, ვითომ განსაკუთრებული ვიტამინებია რძეში (ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ არც ისეთი უნიკალურია: იგივე ვიტამინები მოიპოვება თხის რძეში და სავარაუდოდ, მაღალტექნოლოგიურ ხელოვნურ რძეშიც უმატებენ), უბრალოდ სწრაფია და იაფი.
ყოველთვის თან მაქვს, სადაც არ უნდა წავიდე, ტემპერატურის გაზომვა, გათბობა, გაციება არ სჭირდება და თანაც უფასოა. ოღონდ ვისაც ატმებივით (ნესვებივით) თუ როგორც არის, მკერდი უნდა სიცოცხლის ბოლომდე, ბუნებრივია ეს არ გამოადგება :დ
ასევე მჯერა, რომ არ არსებობს დროის განსაზღვრული მონაკვეთი, განსაკუთრებით ძუძუმწოვარა ბავშვებისთვის (როგორც წესი, ხელოვნური რძე უფრო ხანგრძლივად ანაყრებს). ბავშვს შია, წუწუნებს, ფეხებს იქნევს - ძუძუ ჩქარა! კიდევ წუწუნებს - ესე იგი დედასთან უნდა ჩახუტება - "კენგურუ", სლინგი, რაც თქვენ გაგიხარდებათ. აარონი ჩემი კოალა ბავშვია, სძულს "კალიასკა", Ergo Baby ვიყიდე და ძალიან კმაყოფილი ვარ, ზურგჩანთასავითაა, თეძოებზე მაგრდება ქამრით და ბეჭებზეც, რაც ბავშვის წონას ძალიან კარგად ანაწილებს და მხოლოდ ზურგი აღარ გეწვება. ზოგი 2-3 წლის ბავშვსაც კი ატარებს ასე. ერთხელ ეზრაც მოვიკიდე ზურგზე და ძალიან სასაცილო იყო (უფრო მეტად მძიმე). მაშინ მივხვდი, რომ მთლად ისეთი ჰიპიც არ ვარ, 2,5 წლის ბავშვი ხელით/ზურგით ვატარო. თან მჯერა, როგორც კი ბავშვი სიარულს იწყებს, თავად უნდა იაროს და დედის ბეჭები დაასვენოს.

კიდევ რაზე შემეცვალა აზრი?
ძილზე.


ოღონდ ძილი ყოველთვის ინდივიდზეა დამოკიდებული და ყველა წიგნი რომ წაიკითხო, რაც ბავშვების ძილზე დაუწერიათ, მაინც არ გამოგადგებათ. თვითონ უნდა იპოვოს ყველამ თავისი რიტმი და სტილი (სასაცილოდ ვწერ ძალიან, ვიცი, უფრო გონიერ ფრაზებს ვერ ვიხსენებ).
ეზრაზე ძალიან დაძაბული ვიყავი. ერთმა გამოცდილმა დედამ (ჩემზე ერთი წლით ადრე გააჩინა) მირჩია, 3-4 თვიდან უნდა მიაჩვიო ბავშვი, რომ თავად დაიძინოსო, რაღაც საშინელი წიგნიც მათხოვა და მეც შევუდექი ეზრას "გაწვრთნას" 3 თვიდან (ok, good luck, mama!).
ზემოთ გალინკულ პოსტზე მომწერა ერთმა მკითხველმა, სადისტი ხარ, როგორ ატირე ამდენ ხანს ბავშვიო და მინდა ახლა ვუპასუხო, სადისტი კი არა, ახალბედა დედა ვიყავი, რომელსაც დასვენება უნდოდა-მეთქი :'(
ბუნებრივია, მაშინ ეზრა ვერ მივაჩვიე თავისით დაძინებას.
იმ წიგნის ავტორი მშობლებს პირდაპირ აგიჟებს, არ დაამარცხებინოთ ბავშვს თავიო და მე დიდხანს ვნერვიულობდი, რომ დავმარცხდი. სისულელე!!!
მე ვიტყვი, რომ არასოდეს მოუსმინოთ იმ ადამიანებს, ვინც გიმტკიცებთ, რომ ერთ წლამდე ბავშვი მშობლების მანიპულირებას ცდილობს და ამიტომ არ უნდა დაძინება.
არა!
ერთ წლამდე ბავშვი პატარაა, ძალიან ძალიან პატარა. იმიტომ ტირის და ჭირვეულობს, რომ მშობლების ყურადღება და სითბო უნდა. სამყარო მისთვის ძალიან დიდია, ჰაერი მძიმე და ყურისწამღები ხმაური, როცა პატარას ამ დროს არაფერი ურჩევნია თავის დედ-მამასთან ჩახუტებას და ისე ტკბილად დაძინებას.

აარონი ძალიან განსხვავდება ეზრასგან. არ ვიცი მე მეჩვენება ასე, რადგან მეორე შვილია და ნაკლებად მიჭირს მასთან ურთიერთობა, თუ მართლა ასეთი ბურთულა ბავშვია. ან იქნებ იმიტომ, რომ დაძაბულ-ნერვიული დედა აღარ ვარ, რომელიც წიგნის მიხედვით აძინებს და აღვიძებს ბავშვს.

როგორც უნდა იყოს, მჯერა, ყველა მშობელმა თვითონ უნდა გაიაროს ეს "პირველი და მომდევნო" გზა. თავიდან ყველაფერი არ გეცოდინება, შეცდომებსაც დაუშვებ, იტირებ, იჩხუბებ, დროც დაგჭირდება შვილთან შესაჩვევად და ეს ძალიან ბუნებრივია.
დანარჩენს გამოცდილება მოიტანს... ამბობს "გამოცდილი" sunny mama სოფი და ამ საშემოდგომო სიმღერას გიტოვებთ.

პოსტ სკრიპტუმ: ნაცნობმა მითხრა ადრე, სიყვარული არასოდეს არის ზედმეტი და სიყვარულით გაფუჭებული ადამიანები არ არსებობენო. ოღონდ, სიყვარული, სითავხედე და გათამამება არა, დავამატებდი მე ;-)

ისე რომ, ჩემი დედობის მთავარი დევიზი სიყვარულია.

ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ!


10 comments:

Toma said...

me agre maqvs gadawyvetili - aravis vusmino chemi bebiakalis da bavshvis ekimis&ektnis garda :D

garSemo bevri keTlismsurvelia, da am bevr keTilismsurvels aseve dzalian bevri idea da gamocdileba akvs. gamocdileba rom ar gaqkvs, dznelia gaigor romel rchveas miyve da romels ara, amitom jbia profesionalebs daujero,,, well pirvelze da mere magazec davfiqrdebi albat profesionalebs davujero tu ara :D :D :D

Unknown said...

pirvel shvilze ufro dadzabuli xar getanxmebi :D jer meoreze ar vfiqrob magram albat ufro gamiadvlideba pirveltan shedarebit

Keti said...

მომენატრა შენი ასეთი პოსტები, მიყვარს, როცა ბავშვებზე ყვები. თან სულ მეღიმება, როცა შენს ბურთულა ბიჭებს წარმოვიდგენ ხოლმე :)

ბედნიერ დღეებს გისურვებ, სოფი <3

Kate said...

ვაიმე რა გიჟი ხარ :D

Sophie שרה Golden said...

ტომა, ექიმს აუცილებლად უნდა უსმინო ნამდვილად. ჩვენ კარგი პედიატრი გვყავს, ძალიან კმაყოფილი ვარ. ბებიაქალსაც უსმინე, ოღონდ რამე მედიცინურ საკითხზე ექიმთან გადაამოწმე ჯერ :-)

ხატია, ნამდვილად. გაგიადვილდება, მეც ასე მგონია.

ქეთი, მადლობა!!! შენც ბედნიერი დღეები!!!

ქეით, ხო არა? :პ

Anonymous said...

მეც მიყვარს ბავშვებზე პოსტები <3

ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხე მეც და ბევრი დარიგებაც მოვისმინე, როგორიცაა რომ ხელში არ უნდა გვეჭიროს დიდხანს და ეს ძილის რეჟიმები ხომ საერთოდ. მაგრამ ჩემთვის ბავშვის ტირილი ისეთი საშინელება იყო და არის, რომ ვერ დავუშვებდი, ჩემს საცოდავ ბაიას ეტირა. ტირილს რომ იწყებს ეხლაც მეკეტება, ისეთი საცოდავი სახე აქვს ხოლმე. ჩემი აზრით და მგონი, სოფი შენც გიწერია, ბავშვი თვითონ გკარნახობს რა და როგორ გააკეთო.
ცოტა რომ წამოიზარდა, შეეშვა ხელში ყოფნის მოთხოვნას და თავისით ძილიც ბუნებრივად ისწავლა.
როდესაც ბავშვთან ვურთიერთობ, სულ ჩვენს ბებიებზე ვფიქრობ ხოლმე, რომლებიც არც წიგნს კითხულობდნენ, არც ინტერნეტში იქექებოდნენ და არც მილიონი ძალით თავს მოხვეული ცივილიზაციის მონაპოვარი ჰქონდათ, მაგრამ ბავშვებს მაინც ზრდიდნენ, თანაც ჯანრმთელ ბავშვებს.
ხოდა, ჩვენც გავზრდით. უკეთესებს თუ არა, უარესებს ნამდვილად არა.

Sophie שרה Golden said...

ჯეობლონდ, ხო ტირილს ნუ იტყვი. ეზრაზე ძაან მოქცეული ვიყავი წიგნების გავლენის ქვეშ და აარონზე უკვე ჩემს ინსტინქტებს ვეყრდნობი. როგორც შენ დაწერე, ზუსტად ასეა, ჩვენი ბებიები მშვენივრად ზრდიდნენ ბავშვებს სახელმძღვანელოების გარეშე, თანაც ბევრად რთულ პირობებში (მინუს სარეცხის მანქანა, საშრობი, პ ა მ პ ე რ ს ი... ) და მართლაც არანაკლები შვილები გაუზრდიათ. ეს დედობრივი და მშობლიური ინსტინქტები ისეთი რამეა, თავისით მოდის დროსა და გამოცდილებასთან ერთად აშკარად.

შენი დათვის ბელი დიდია უკვე ხო? 9 თვის?

Anonymous said...

კაკრაზ დღეს აქვს 9 თვის იუბილე და ერთი ცალი ხერხა კიჭიც.
ისევ დათვის ბელს ჰგავს, ოღონდ დღითიდღე სულ უფროდაუფრო მხიარულ დათვის ბელს.

მე ახლა ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ძველ ცხოვრებას დავუბრუნდი, ოღონდ ახალი ყველაზე სასიამოვნო დანამატი მყავს (მშვიდ დილებს, სამსახურს, ვარჯიშს, მეგობრებს, წიგნებს). ჰოდა, მესმის, რომ ყველას სხვადასხვა პრიორიტეტი გვაქვს ცხოვრებაში, მაგრამ... შენი თვითრეალიზაცია სოფ?

Sophie שרה Golden said...

ჯეობლონდ, რა მაგარია შენი დათვის ბელი. აარონსაც ახლა დაეწყო კბილების ამოსვლა.

მართლა მიხარია, რომ დაგიბრუნდა ძველი ცხოვრება. ყველაფერი ადამიანის სურვილზეა აშკარად, ხო? რა არის მისთვის პრიორიტეტული და ა.შ. თვითრეალიზება კიდევ მართალი ხარ, აუცილებელია. იმ დღეს ვამბობდი, როდის დავბერდები, სოფელში გადავცხოვრდები სადმე, ბაღს გავაშენებ და მერე დავჯდები და ვწერ, ვწერ,ვწერ, რაც მთელი ცხოვრებაა მინდა და ჯერჯერობით არ გამომივიდა.

Sophie שרה Golden said...

პ.ს. წერაში ვგულისხმობ, რომ იქნებ ოდესმე წიგნი დავწერო ან რამე "მნიშვნელოვანი" კვლევა გავაკეთო და დედაჩემის ნანატრი სადოქტოროც დავიცვა :დ