Thursday, September 4, 2014

არალოგიკური პოსტების სერიიდან


When you try your best, but you don't succeed, When you get what you want, but not what you need, When you feel so tired, but you can't sleep, Stuck in reverse.


Coldplay "FIX YOU"


ეპიგრაფის კონტექსტს პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებთ, გარდა ძილის სტრიქონისა :დ ჩემი სტუდენტობის საყვარელი სიმღერა იყო. როგორ მიყვარდა ეს სიმღერა, მხოლოდ ლილუმ იცის, მეტმა არავინ. 
ახლა უცებ წარმოვიდგინე, ეზრა რომ გაიზრდება და მოვასმენინებ, ის კიდევ იტყვის, უცნაური გემოვნება გქონია დედაჩემოო. აარონი პატარა ანგელოზი ბურთულაა და ვფიქრობ, არაფერს მეტყვის თავაზიანობის გამო :ლოლ:

ჩემს ამ ძველ პოსტს გადავაწყდი და გამახსენდა, რომ მალე 5 წელი გახდება, რაც ამ ცივ ქვეყანაში ვცხოვრობ.



ახლა ამ სიმღერაზე გადავხტი და აზრები სულ ამერია.

"ლოლ" და შტერული "სიცილაკები" გამოხატავენ ჩემს აზრებს ბოლო პერიოდში. რა საშინელებაა! სად წავიდა ჩემი გონება, აზრზე არა ვარ, იმედია რძეში მაინც, ჩემი შვილები რომ იკვებებიან და ცხოვრებაში გამოადგებათ.

გუშინ ვფიქრობდი, ზოგი ადამიანი რა საძაგელი და ბოღმაა-მეთქი, რამდენიმე ასეთის ცემაც კი მომინდა, სერიოზულად. მერე უცებ ამ პოსტს გადავაწყდი და სასწაულად დავმშვიდდი. 
ანა ფრანკი ჩემი გადამრჩენია. ნამდვილი ანგელოზი, თუკი შეიძლება ასე ვთქვა, რადგან ანგელოზებს თავისუფალი ნება და ინტელექტი არ გააჩნიათ თორის მიხედვით, მხოლოდ ღმ-ერთისგან მიცემულ ბრძანებებს ასრულებენ, ანა ფრანკი კიდევ სასწაული გონების პატრონი გოგო იყო. პატარა ჭკვიანი გოგო. 
როცა ძალიან მიჭირს, მაშინვე ვეუბნები ჩემს თავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან თუ ანა ფრანკს სჯეროდა სიკეთისა და ადამიანების, მე მით უმეტეს, უფლებაც არ მაქვს სხვანაირად მჯეროდეს! ერთხელ ნატალიამ მითხრა, ბავშვი იყო და ამიტომ სჯეროდაო და მერე ამას გამახსენებს ხოლმე ჩემი "შინაგანი კანკალა ხმა", რომელსაც მაშინვე უკუვაგდებ და ისევ "მზიანი არაკანკალა ხმის" მოსმენას ვიწყებ.

რა უცნაურია, ნახეთ, როგორი კარგი კომენტარი დაუწერია ვიღაცას ამ უძველეს პოსტზე. მოდი და ნუ დაუჯერებ ანა ფრანკს.

(ამასობაში ყველაფერი გაყვითლდა და ჩემზე წერს სიმღერას. რატომ აღარავინ წერს ასეთ საყვარელ სიმღერებს ამ ბოლო დროს?)

ეს ფილმი იცით? ჩემი ტკივილი იყო დიდი ხნის მანძილზე. ჯოშ ჰარტნეტი, გოთ! 

ან ეს? პლუს ეს სიმღერა კიდევ. 

უნივერსიტეტში ერთი უსაყვარლესი მეგობარი მყავდა, ანუშკა. ჩემი დაბადების დღე არასოდეს ავიწყდებოდა და სულ წიგნებს მჩუქნიდა ამ დღეს. არ ვიცი, თუ ოდესმე კითხულობს ამ ბლოგს, მაგრამ მინდა ვუთხრა, როგორ ძალიან მიყვარს. უიშვიათესი ადამიანია, ყურადღებიანი და ტკბილი, თბილი. ბევრჯერ გავუმხნევებივარ, დავუმშვიდებივარ. მადლობა ყველაფრისათვის, ან!!! სიმბოლურია, მასაც ანა რომ ჰქვია. ეს სიმღერა ყოველთვის მასთან ასოცირდება.

აქვე კი ჩემი ამ კვირის ფავორიტი პოსტები:

ირინას ულამაზესი სურათები.

ვასასის ფილოსოფია.

ოჰ, როდე!!!

ქეითს წასვლა უნდა და თან რა კარგი მუსიკა დაურთო პოსტს, ვის არ მოუნდება.

მაგამ ძალიან მომანდომა ამ წიგნის წაკითხვა. მიყვარს ირანული ლიტერატურა, რადგან რამდენი ირანელიც ვიცი, ყველა სასწაულად თავაზიანი და განათლებულია.

მარიმაც დაუმატა და ახლა აღარ ვიცი, სად ვიპოვო საკმარისი დრო და მერე ბიუჯეტი ამდენი წიგნისთვის.

ბედნიერ კვირის დასასრულს გისურვებთ!!!

9 comments:

Eliza Doollittle said...

რა ნაცნობ განწყობაზე ხარ სოფი. როგორ მესმის შენი. მე წვიმა მენატრება, შენ - მზე. მაგრამ მუსიკასია ხშირად ხსნა :) თნ იმ მუსკიაში მითუმეტეს, რეებიც შენ ჩამოთვალე. და კიდევ კარგ ფილმებში, როგორიც ვიკერ პარკი და მისნაირებია :) უნდა გავუძლოთ, სხვა გზა არ არის ალბათ...

Sophie שרה Golden said...

ხო, ნამდვილად ასეა. მოვა შენთან წვიმა და ჩემთან მზე ოდესმე ალბათ.
შენმა ახალმა პოსტმა მარკესის მოთხრობები გამახსენა.

დაჯი said...

სოფი, რა საყვარლად გაგიხსენებია მე რომ მიყვარდა ის სიმღერები, კილერსის ჰიუმანს ჭკუიდან გადავყავდი ))
შენც ბედნიერ დღეებს გისურვებ .

LiLaC said...

Coldplay მეც ისე მიყვარდა რამდენიმე წლის წინ, ვერ წარმომედგინა, თუ გავიდოდა დრო და საერთოდ აღარ მოვუსმენდი... თუმცა როგორც კი პოსტის შესავალი წავიკითხე, ჩავრთე და დავტკბი :)

თორნიკე said...

Coldplay არასდროს არ მომისმენია.რამხელა სიმშვიდე მოდის!საოცარი ხმა აქვს!
წეღან ევა კასიდეს ამ სიმღერას ვუსმენდი.მასაც ასეთი საოცარი ხმა აქვს.შემოგდომის მყუდრო და ნისლიან ღამეებში მოსასმენია ორივე. https://www.youtube.com/watch?v=XSXYu-3r1S8

Kate said...

ეეეე, მეც გახსოვარ <3


Wicker Park სულ მიყვარს. აი სულ სულ სულ. და ჯოშიც რა თქმა უნდა.



ეს სიმღერა შენ ჩემგან https://www.youtube.com/watch?v=WIVh8Mu1a4Q#t=263

ხოდა კიდევ ის მინდოდა მეთქვა, რომ ამ ბოლო დროს ხშირად ვარ მოწყენილი. არ ვიცი ეს ზამთრის ბრალია თუ მე უფრო სერიოზულის.

Kate said...

Coldplay ბოლო წლებია, მოვრჩი, ამოვწურე, აღარ მიყვარს.
არადა, ვაიმე რამდენი წელი მიყვარს. სიმღერა რომ არ მქონდა მოსმენილი, ისე მიყვარდა. კარტოფილს ვფრცქვნიდი და რაღაც გაზეთიდან ამოვხიე ფურცლები, რომ დამეყარა კანი. ხოდა, სტატია წავიკითხე მათზე და შემიყვარდა.
დიდი ხანია, მოვიყირჭე ეს ჯგუფი. სხვებზე გადავედი.

Sophie שרה Golden said...

მაგა, ხო! მაგარია კილერზ, აუ! :დ

თამთა, მეც ასე მეგონა. წლებია აღარ მომისმენია და ამ პოსტის წერისას რომ დავიწყე, ვეღარ დავანებე თავი.

თორნიკე, ევა კესიდი როგორ მიყვარს, ვაიმე. სადღაც ძველი პოსტი უნდა მქონდეს მასზე. ულამაზესი ხმა, რაღაცნაირად შემოდგომას მაგონებს, თბილი და რბილია.

ქეით, ააა! შენი და ქოლდფლეის გაცნობა სხვანაირად ვერც წარმომედგინა. მსოფლიოში უნიკალური ადამიანი ხარ :ლოლ: კარტოფილისფცქვნაშიშემომყვარებელი :დ

Kate said...

:D :D :D :D :D :D :D