ვეცდები, მოკლედ გითხრათ, რა თემაზე.
თავმდაბლობასა და თანაგრძნობაზე.
კიდევ ურთიერთობებზე იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩემზე უკეთესები არიან. ყოველთვის მჯეროდა, რომ გონიერი და კეთილი ადამიანები, რომელთაგანაც უფრო მეტის სწავლა შემიძლია, კიდევ უფრო ახლოს უნდა მოვიყვანო ჩემთან.
როგორც ჩოგბურთში ამბობენ, რაც უფრო ძლიერია მოწინააღმდეგე, მით უკეთესად სწავლობ თამაშსო.
ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, all you single ladies, რომ ედრიენ ბროდისნაირ ბიჭს (ვიდეო ნახეთ, ალბათ) სადაც ნახავთ, არ გაუშვათ ხელიდან არასოდეს - ადამიანი, რომელიც ასეთი გონიერია, სხვების არ შურს და პირიქით, თვლის, რომ ერთმანეთის მხარდაჭერით უკეთესები ვხდებით, მსოფლიოში საუკეთესო თანამგზავრი იქნება ნებისმიერ გზაზე.
Yay, mommy!!!




9 comments:
:DDDDD
ამ ადამიანის გონიერ და წყლიან თვალებზე რაღაც მემართება...ერთ რიგით მსახიობზე მეტია ჩემთვის.
მართალი ხარ სოფი...რაც ვისწავლე, ჩემზე ძლიერებისგან ვისწავლე.
მაგრამ ამას წინათ სადღაც მოვკარი თვალი ძლიერის დაცვა სუსტზე უკეთ არავის შეუძლიაო..არაფერ შუაშია ამ შემთხვევაში, მაგრამ მაინც, მაინც...სუსტისგანაც შეიძლება ძალიან ბევრი ისწავლო ძლიერმა ადამიანმა :)
ძალიან საინტერესო თემაა.
ვაიმე, ედრიენის ხმას შემიძლია დაუსრულებლად ვუსმინო, სულ რომ არ მესმოდეს, რას ამბობს, მაინც : ))
დაჯი, ხო, როგორი სევდიანი თვალები აქვს და როგორი საუბარი იცის, გული მიკვდება ხანდახან... ზუსტად ასეთთვალებიან ადამიანებს ვიცნობ კიდევ ახლოს და რომ იტყვიან, საუკუნეების გეტოების სევდა აქვს.
გეთანხმები, რომ ესეც შესაძლებელია, მთავარია ადამიანს გონება ჰქონდეს გახსნილი და სულ სწავლობდეს, წინ მიდიოდეს.
მადლობა :-)
ნატალია, აი, ზუსტად.
არ მქონდა ეს ვიდეო ნანახი და ახლა ვნახე. ხოდა, ნამდვილად კარგად ისაუბრა და ძალიან საყვარელია.
single lady-ებს თუ ოდესმე შეგვხვდა ასეთი ჭკვიანი ტიპები, გეხვეწებით დამირეკეთ და შემატყობინეთ. :D
ისე, somebody has forgotten about me :P
ქეით, ჩემო საყვარელო ქეითუნა :დ შენ როგორ დამავიწყდებოდი, უბრალოდ ჩემმა ტელეფონმა აურია და სხვაგვარად კიდევ ვერ ვიცლი სოციალური ქსელებისთვის.
კარგი :D
მაშინ როცა მოიცლი, გამომიგზავნე შენი ჯადოსნური კითხვები :D
ქეით, რა კითხვები? :დ აღარ მახსოვს, რამე უნდა გამომეგზავნა? თუ იმ პროექტს გულისხმობ, სადაც 5 კითხვაზე სცემდნენ პასუხს ბლოგერები?
დაგავიწყდა, ტვიტერში რომ მომწერე გადმოგიგზავნიო? :D
Post a Comment