2010-ში რომ ვიყავი პრაღაში, მაშინ ვნახე მუზეუმში ტერეზიენშტადტის (იგივე ტერეზინი) საკონცენტრაციო ბანაკის ბავშვების ნახატები და გული შემეკუმშა. ეს ბავშვის ნახატი არ არის, მაგრამ არანაკლებ სევდიანია, მიუხედავად ლამაზი ფერებისა.
9 ნოემბერს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე იყო. ჩვენს ქალაქშიც მოეწყო ამ დღის გახსენების შეხვედრა, სოლიდარული ლოცვის (სხვადახვა რელიგიის აღმსარებლების ერთობლივი) აღვლინება და ა.შ.
წინა წლებში ვწერდი, როგორ ვცხოვრობდით სახლში, საიდანაც ზუსტად 7 ებრაელი გაასახლეს სხვადასხვა ბანაკში და იქიდან მხოლოდ 1 შვილი გადარჩა. ახლა უკვე სხვა სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ ხშირად გავივლი ხოლმე და ვუყურებ მემორიალურ ფილებს, რომ არ დამავიწყდეს ის ოჯახები, რომლებსაც იქნებ უკვე გამხსენებელიც აღარ ჰყავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენც იმ ბინიდან გადავედით.
დღეს კი, უკვე 2014 წელს, როცა ადამიანების უფლებების დაცვა უმაღლეს დონეზეა, ყველა ტოლერანტობასა და თანასწორობაზე საუბრობს, მინდა მჯეროდეს, აღარასოდეს განმეორდება მსგავსი ტრაგედიები დაფუძნებული ეროვნულ, რელიგიურსა თუ მენტალურ "ნაკლზე".
მშვიდობას ვისურვებდი მთელ დედამიწაზე!!!




5 comments:
მთელი კაცობრიობის სირცხვილი :|
ნამდვილად, ბაბისა :-(
სოფი, ნახე ჩემი ბოლო პოსტი... ბუდაპეშტში ძალიან საინტერესო მონუმენტი ვნახე ზუსტად მეორე მსოფლიო ომის დროს დახვრეტილი ებრაელების ხსოვნისადმი მიძღვნილი...
მე 90-იანი წლებში საქართველოს ქსენოფობიაზე ვჩივი ბოლო პოსტში და რა მოსატანია იმ ბოროტებასთან, რომელიც ჰიტლერის ეპოქაში ტრიალებდა :( უკიდეგანო, უსაზღვრო ბოროტება :(
თამთა, ვნახე. ფეხსაცმელები ძალიან სულისშემძრავია :-( იმავე მუზეუმში, პრაღაში, პატარა ბავშვების ფეხსაცმელები იყო ზუსტად...
სიზმრებისდამჭერო, ჰო, ვნახე შენი პოსტი და გამოხმაურებისთვის ვერ მოვიცალე. შედარებაც არ შეიძლება, რა თქმა უნდა.
Post a Comment