Tuesday, November 25, 2014

რეალობას მოშორებული დედის ბლოგოკრიზისი




ბლოგინგ-კრიზისი მაქვს. უფრო სწორად, როგორც ჩემს უახლოეს მეგობარს ვეუბნები, ქართულ რეალობას ვშორდები ძალიან. ისე ძალიან, რომ აღარ ვიცი, რა ვთქვა და რა დავწერო ამ ბლოგზე. უკვე არ ვიცი, როგორია მანდ ცხოვრება, იმდენი რამე შეიცვალა ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც მე საქართველოში აღარ ვცხოვრობ.

არ ვიცი, რამდენად აინტერესებს მკითხველს ჩემი ამბები. ყველანი ისე გავიზარდეთ, რომ ხან მგონია, მე დავრჩი უკანასკნელი მოჰიკანი ჩემი თაობის ბლოგერებისგან, რომლებიც ან საერთოდ აღარ წერენ, ან უიშვიათესად, ისიც საზოგადო საკითხებზე.

ზუსტად ეს მაშორებს ქართულ რეალობას, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. და ესაა უდიდესი განსხვავება საქართველოსა და ევროპას შორის, რომ იქ ყველა ძალაუნებურად ჩართულია "საზოგადო" საქმეში, ყველას პირადად ეხება პოლიტიკური პრობლემები, უსახური სისტემები, გაჭირვება, მცირე პროცენტი ხალხისა, რომლებიც ისევ და ისევ ხომალდისხელა ჯიპებით დადიან, სახლში ჯაკუზი აქვთ (რაც მე თვალით არასოდეს მინახავს) და უცნაურად გაწელილი "დიალექტით" საუბრობენ, რომელსაც ალბათ "ახალითბილისური" დაერქმევა ოდესმე.

აქეთ კიდევ - ყველას თავისი ცხოვრება აქვს. პოლიტიკაზე მხოლოდ არჩევნების პერიოდში ფიქრობენ. ჯიპებიც იშვიათად დადის ქალაქში  და ჯაკუზი ალბათ აქაც უმრავლესობას არ უნახავს, რადგან ეკოსისტემას უფრთხილდებიან.

მომწერეთ, ვისაც/თუ გაინტერესებთ ჩემი დედური ამბები, ხანდახან ფილოსოფიური და უფრო მეტად, მაინც big fat mummyish, რადგან ესაა ჩემი ამჟამინდელი პროფესია.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!!!

15 comments:

Unknown said...

გეთანხმები, აქ საქართველოში ხალხი პოლიტიკით ცხოვრობს, ჩვენი ცხოვრება მართლაც "საზოგადოა", ხანდახან ეს მე პირადად მთრგუნავს მაგრამ რას ვიზამ მე ხომ საქართველოს შვილი ვარ, აქ ვცხოვრობ და ვერ გავურბივარ მის სოციუმს :) მეც მინდა რომ აქაც ხალხი ბედნიერი იყოს, ყველას მაშინ გვახსენდებოდეს პოლიტიკა როცა არჩევნები მოახლოვდება... ალბათ მანამდე ჯერ კიდე შორია...

irina iri said...

სოფი მე პირადად ველოდები ყოველთვის შენს ,,დედურ" პოსტებს მიყვარს მათი კითხვა , შენს მიერ, აქ, განვითარებული აზრები ყოველთვის საინტერესოა. მე ძალიან ველოდები მათ...

Rode said...

დღეს ვნახე სწორედ ინგმარ ბერგმანის პირველი ფილმი "კრიზისი". დედა-შვილზეა (A small-town piano teacher is shocked by the arrival of her foster daughter's real mother, whose young lover soon follows and causes further disruption.).
იმის თქმა მინდა, რომ მეც ისევე ველი შენს დედა პოსტებს, როგორც მამა ინგმარის ფილმებს ვუყურებ <3
კრიზისის მალე დასრულებას გისურვებ.
სად არიან ახალი, ახალგაზრდა ქართველი ბლოგერები? წარმოდგენა არ მაქვს.

Sophie שרה Golden said...

ხატია, ზუსტად ასეა. მეც ასე ვიყავი, მანდ რომ ვცხოვრობდი. თან ჟურნალისტიკას ვსწავლობდი და კიდევ უფრო მეტად ვიყავი პოლიტიკაში ჩაფლული.
გულდასაწყვეტია, რომ ევროპაში ხალხს პოლიტიკა არჩევნების წინ და საქართველოში კიდევ პოლიტიკოსებს - ხალხი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ :-(

ირი, როგორ გამახარე, იცი? დიდი მადლობა. ვეცდები, ვწერო ხოლმე მაშინ, როცა შემეძლება.

როდე!!!! ამ დღეებში რატომღაც ბერგმანზე მეფიქრებოდა სულ. აი, ბერგმანი კიდევ ერთერთი მათგანი, ვინც ქალების გაგებას ცდილობდა, ხო? :-)
მადლობა შედარებისთვის :ლოლ: არის ჩემში ინრგმარისეული რაღაც, ყოველთვის ვგრძნობდი :დ

Rode said...

კი, ნამდვილად, ინგმარი ის ერთ-ერთი იშვიათი რეჟისორთაგანია, რომელსაც ზოგადად ძალიან აინტერესებდა ქალი. უმრავლეს ფილმში ის ქალის ფსიქოლოგიას ხსნის და აანალიზებს. თან რა მაგარი ქალები ყავს <3
არის, არის ნამდვილად <3

Anonymous said...

mec dzaan mikvars sheni blogi da sul shemovdivar xolme da agar mxvdeba axali postebi adre upro xshirad cerdi..adrec mogcere mec patara bichi mkavs da sheni blogi roca agmovachine,sul tveebis mkavda bavshvi da dzaan damexmara psiqologiurad sheni postebi..amitom cere bevrii chven koveltvis siamovnebit vkitxulobt..gvantsa

Sophie שרה Golden said...

როდე, ვხედავ, ბერგმანის პერიოდი გაქვს :დ

გვანცა, მახსოვს, მახსოვს. ძალიან მიხარია, რომ ისევ კითხულობ ჩემს ბლოგს. იმაზე კარგი არაფერია, როცა ვინმეს რამეში სულ ოდნავ ვეხმარები, თუნდაც მხოლოდ ონლაინ :-)

Keti said...

სოფი, ამ წლების მანძილზე არ ჩამოსულხარ საქართველოში, ჰო? კარგი იქნებოდა, რომ ახერხებდე ზაფხულობით მაინც ჩამოსვლას. შორს აღარ იგრძნობდი თავს..

კი, პოლიტიკა და საზოგადო ამბები ყველას გვეხება, მაგრამ აქ სხვა "მაგრამ" არის კიდევ. როგორც დავაკვირდი, ჩვენთან ა(ღა)რ უყვართ პირად თემებზე წერა გარკვეული დამოკიდებულების გამო, რაც ბოლო წლებში გავრცელდა; არც პირადი გრძნობების გამოჩენა, არც სიხარულის, არც აღტაცების. ყველას რაღაც პოზა უჭირავს.

Toma said...

me mainteresebs deduri ambebi da yoveltvis vkitxulob xolme shen postebs.

თორნიკე said...

ქართულ ბლოგსფეროში თემატური ბლოგები ძალიან ცოტაა.ამიტომ მომავალი თუ ახლანდელი დედებისთვის შენი წერილები საინტერესო იქნება და არის.ნამდვილად უმჯობესია იმაზე წერო,რაც შენთვის ამ წუთას არის მნიშვნელოვანი და სხვებისთვისაც შეგიძლია გამოცდილების გაზიარება.მოკლედ არანაირი კრიზისი!უბრალოდ დროებით თემატური ბლოგი გექნება და ეგ არის.ქართულ რეალობაზე რომ წერდე მერე ნამდვილად გექნებოდა კრიზისი) დროებით ვწერ,რადგან სხვა თემებზეც ძალიან საინტერესოდ წერ და მე როგორც ძველი მკითხველი იმედს არ ვკარგავ რომ შიგადაშიგ ისევ დაწერ)

Sophie שרה Golden said...

ქეთი, სულ ვაპირებთ და ვეღარ მოვახერხეთ ჩამოსვლა.
ჰოდა, აი ეს პოზის დაჭერა რითია გამოწვეული, სულ ეს მაფიქრებს. იქნებ, სწორედაც რომ ასეთი არეული პოლიტიკურ-სოციალური გარემოთი?
იმედი მინდა მქონდეს, რომ ყველაფერი დალაგდება და ბლოგების გარეშე ცხოვრებას გავუძლებთ როგორმე :დ

ტომა, იეს, მამა მუ! :დ

თორნიკე, დიდი მადლობა. იცი, როგორ გამიხარდა, რომ ზუსტად ის დაწერე, რასაც ვგულისხმობ ხოლმე და ბევრს მაინც არ ესმის. დიახ, დროებითი და ეტაპურია ეს პერიოდი, როცა ჩემი პოსტების (ისევე როგორც ცხოვრების) 99% დედობასა და პატარა ბავშვებს ეხება. გაივლის დრო და თუ ჩემმა ბლოგმა დროს გაუძლო, მერე უკვე სხვა თემებზე დავწერ, ის, რაც ჩემთვის მაშინ იქნება აქტუალური.
ზუსტად ეს აცოცხლებს, მგონია, ბლოგს, რომ ჩემს რეალობაზე ვწერ.

lilac said...

სოფი, მიჩვენებს რომ ახალი, სწორედ დედური პოსტი გამოაქვეყნე, მაგრამ მერე წაშალე?
:(

Sophie שרה Golden said...

თამთა, ხო. ზედმეტად დედური მომეჩვენა და იმიტომ ;-)

Dreamar said...

სოფი, რაზეც არ უნდა იყოს შენი პოსტები, ისე წერ, ყოველთვის საინტერესოა. განსაკუთრებით დედური ამბები ^^

Sophie שרה Golden said...

მარი, მადლობა. შენი კეთილი სიტყვები კიდევ ყოველთვის ისეთი სასიამოვნოა :-)