ეტი ჰილესუმის შესახებ ევა ჰოფმანის წიგნიდან შევიტყვე. სულ სხვა რამეს ვეძებდი ამაზონზე და უცებ
ჰოფმანის გვერდზე მოვხვდი.
ისე მიყვარს და მაკლია ჭკვიანი ქალები, მივხვდი, რომ განგებამ ზუსტად იქ მიმიყვანა, რასაც ვეძებდი. თანაც ამ ბოლო დროს წიგნების კითხვა იქნება, თუ ფილმების ნახვა, მიჭირს და მეზარება, რადგან მგონია, არაფერი აღარ მომწონს. აღარ მიზიდავს ხელოვნება და ამორალურადაც კი მეჩვენება ბევრი რამე. რას ვიზამ, ასაკიც თავისას შვრება ალბათ :დ
ეტი კიდევ, ერთგვარად, ანა ფრანკის გაგრძელებაა. ასე ამბობენ, თუმცა ჩემთვის ორივე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ბუნებრივიცაა, ეტი 28-29 წლის იყო და მეტი ესმოდა, ვიდრე მოზარდ ანას.
სასწაული ძალისა და ნებისყოფის მქონე, გონიერი ახალგაზრდა ქალის დღიურებია, რომელიც ხშირად იკარგება საკუთარ თავში, ღმ-ერთსაც კარგავს და სულ ძებნაშია...
ერთი მომენტი ვიფიქრე, იქნებ ეტის რეინკარნაცია ვარ და ახლა ბედნიერია, რომ იპოვა ბოლოს და ბოლოს ის, რაც ეტიდ ყოფნისას არ ჰქონია-მეთქი?..
ალბათ ასეცაა.
15 იანვარს დაბადებული
თხის რქა.
აუცილებლად ვურჩევდი ჩემს მკითხველს ამ დღიურებს.
როცა თავს მზად ვიგრძნობ, ვეცდები მეტი დავწერო ეტის დღიურზე; და საერთოდ ქალ ავტორებზე, რომელთა რიცხვშიც, იქნებ, ჩვენც შევდივართ, ჩვენი უბადრუკი ბლოგებით.
7 comments:
ჩვენ, უბადრუკი ბლოგერები... ))) ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს მართლაც გავხდეთ წიგნების ავტორები. რატომღაც მგონია, რომ ვინც ასე ვყავართ წერას ატანილნი, სწორედ მაქეთკენ მივდივართ ))
საინტერესო იქნება, მადლობა სოფი, ჩავინიშნე.
არ ვიცოდი ამ ქალის შესახებ არაფერი, ახლა გადავავლე თვალი.
ჭკვიანი ქალების ნაკლებობას, რაღაცის წყალობით, ნამდვილად არ განვიცდით ხოლმე...
თამთა, ასეა ნამდვილად. ყველას, ვისაც ბლოგი გვაქვს, ალბათ სულის სიღრმეში მწერლობა ან პოეტობა ყოველთვის გვინდოდა, ხო?
დღესდღეობით კიდევ წიგნის გამოშვებას რა უნდა, კარგი მენეჯერი და "რედაქცია" :დ
როდე, თუ წაიკითხავ, შენს აზრს დაველოდები ერთი სულით.
დაჯი, აი მე როცა რაღაცის ნაკლებობას განვიცდი, უცებ "სასწაულების" წყალობით გადავაწყდები ხოლმე და ბედნიერი ვხდები. სულ ცოტა მინდა ბედნიერებისთვის, ერთი კარგი წიგნი :-)
ბოლო პერიოდში ჩემთვის მნიშვნელოვან მომღერლებს რომ ვუსმენ მეც მომინდება ხოლმე მათთნაირი ხმა მქონდეს,რომლითაც შეგიძლია გამოხატო შენი შინაგანი სამყარო და ყველა ტიპის ემოცია!მათი უმეტესობა ქალები არიან!უმეტესობამ თავი მოიკლა,რადგან ცხოვრებაში დგება მომენტი როცა ძლიერ ადამიანსაც აღარ შეუძლია მეტი...ისინი კი ძალიან ძლიერი ქალები იყვნენ!უბრალოდ დაიღალნენ და თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერილ სიმღერებში როგორ იგრძნობა ეს დაღლა!როგორ იგრძნობა უსაშველო მარტოობა და ტკივილი!
mxatvrul literaturashi seriozuls da sigrmiseuls vegarafers vkitxulob, samcuxarod. am mxriv cheimi profesiis literaturas vjerdebi.
dro roca mrcheba, samcuxarod iaffasian deteqtivebs vkitxulob. bevri fikri rom ar unda da ori kviris shemdeg rom maivckdeba ra cvikitxe :(
თორნიკე, შენი კომენტარები ყოველთვის ისეთი ღრმაა, კარგად დაფიქრების მერე გპასუხობ ხოლმე.
მართლა როგორი ხმები აქვთ ამ ქალებს, არა?
მერე მინდა ხოლმე, დავამშვიდო, მოვეფერო და გადავაფიქრებინო იმის გაკეთება, რაც დაუპირებიათ, მაგრამ გვიანი გამოდის... ეს გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ მართლა ასეა, მინდა, არავის გადაწურვოდეს იმედი ისე, რომ სიცოცხლეზე უარი თქვან, რადგან ღმერთი ყველას იმ განსაცდელს აძლევს, რომლის გადალახვაც შეუძლია.
შეიძლება ხშირად და უმეტესად მარტოსულებიც ვიყოთ და დაღლილები უსაშველოდ, მაგრამ ყოველთვის ჩნდება სინათლე, მთავარია ამ სინათლეს გავუღოთ სული და დავინახოთ.
შეიძლება ძალიან იდეალისტურად ვჟღერდე, მაგრამ მართლა ასეა.
უბრალო სტატისტიკურად რომ ავიღოთ, ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენები ბევრად მეტია, ვიდრე უარყოფითი, უბრალოდ ჩვენ სირთულეები ადვილად გვამახსოვრება.
შენ კიდევ წარმატებებს გისურვებ ყველაფერში და მომწერე ხოლმე შენი ამბები.
ტომა, მეც ასე ვარ ზუსტად. წლებია, არაფერი "დიადი" აღარ წამიკითხავს და სურვილიც არ მაქვს.
შენ დეტექტივებს და მე კიდევ ბლოგების ტიპის წიგნებს ვკითხულობ, თუ დრო მაქვს, სადაც ადამიანები თავიანთ უბრალო, ყოველდღიურ ცხოვრებასა და საზრუნავებზე წერენ.
Post a Comment