And yet I look at men and women my age and older, and their scalps and knuckles and spots and bulges, though various and interesting, don’t affect what I think of them. Some of these people I consider to be very beautiful, and others I don’t. For old people, beauty doesn’t come free with the hormones, the way it does for the young. It has to do with bones. It has to do with who the person is. More and more clearly it has to do with what shines through those gnarly faces and bodies.
ამ პოსტის იდეა დრაფტებში მქონდა დიდი ხანია და ახლა მინდა, პატარა მიძღვნასავით დავუწერო ყველა ასაკოვან ადამიანს, განსაკუთრებით ქალებს. ვფიქრობ, ქალები უფრო მეტად განიცდიან ასაკს, თმის გაჭაღარავებას, ნაოჭებს, ჰორმონების ცვალებადობას და იმ არცთუ ისე ადვილ პერიოდს, რომელსაც კლიმაქსურს ეძახიან.
ხშირად მითქვამს, ლივ ულმანისნაირი მოხუცი მინდა ვიყო-მეთქი. ლივ ულმანი კიდევ რაღაცნაირად წააგავს დედაჩემს: ლამაზნაოჭებიანი და მოწმენდილი ცასავით თვალებიანი, მომღიმარი, მშვიდი და კეთილი.
ასეთი მინდა ვიყო მეც ოცდახუთი-ოცდაათი წლის შემდეგ.
მერე ეს ლამაზი პროექტი ვნახე, ჭაღარა ქალების და მომინდა, ყველა ქალს ვუთხრა, როგორი ლამაზი და სასურველია მიუხედავად ყველაფრისა.
ასაკს ჭაღარასა და ნაოჭებთან ერთად სიბრძნე და გონიერება მოაქვს, რასაც მეც ვისურვებდი.
ყველაფერს თავისი დრო აქვს. დრო კიდევ უმეტესად ძალიან ბრძენია და იცის, როგორ მოიქცეს.
ჯანმრთელები და ძლიერები იყავით ჩვენო დედებო, დეიდებო, დებო, ბებიებო!!!!!!!!




6 comments:
დღეს სოც ქსელში გავაზიარე პოსტი რომ რა ლამაზები არიან დაღვინებული შოუმენები. როგორ უხდებათ ნაოჭები.
ვუერთები სოფის სურვილს ქალბატონებისადმი :)
მეც სულ ვფიქრობ, რომ ყველა ასაკს აქვს თავისი ხიბლი და ქალებმა არცერთ ასაკში არ უნდა დაკარგონ ამის აღქმა, არ უნდა დაითრგუნონ თავები ბუნებრივი პროცესების გამო.
ჰოდა, შენს კეთილ სურვილებსაც ვუერთდები ქალების მიმართ!
აქვე ბედნიერება, ჯანრთელობა და დღეგრძელობა მინდა ვუსურვო შენს დედიკოს!
ლივ ულმანი კი ძალიან ლამაზია
თიკო, ძალიან უხდებათ.
როდე, :-)
ქეთი, ნამდვილად. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი ნაოჭი და ჭაღარა აქვთ, კიდევ უფრო დასაფასებლები არიან. ანუ გარეგნობის ცვლა ძალიან დადებითად მიმაჩნია.
ვაიჰ, რა ლამაზია ეს ქალი
ჭაღარა ქალებიც მომწონს და შეღებილთტმიანიც, ვერ გადამიწყვეტია, როცა ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე, როგორი ვიქნები მაგ ასაკში :)
Post a Comment