ივ როშეს კოსმეტიკას კიდევ, უმეტესობას, საკმაოდ სპეციფიკური სუნი აქვს, შეიძლება იმის გამო, რომ ძალიან ბალახეულისგანაა დამზადებული.
ჩემი დაბადების დღისთვის 35 ევროიანი საჩუქარი კუპონი რომ გამომიგზავნეს, ცოტა გული ამიჩუყდა და საბოლოოდ 45 ევრო დავხარჯე :დ
ეს ყველაფერი ამ ჯერზე არ მიყიდია, სპონტანურად შევარჩიე ფოტოსთვის
ეს ფრჩხილების გასამაგრებელი ლაქი პირველად ვიყიდე ამ ჯერზე, რადგან ჩემი ფრჩხილები არცთუ ისე კარგ მდგომარეობაშია. ლაქტაციის პერიოდში ყოველთვის ვიტამინების ნაკლებობა მაქვს, ამიტომ რკინის შემცველობის სიროფს ვსვამ ხოლმე, მაგრამ ფრჩხილების გაყოფასა და თმების ცვენას მაინც ვერ ვუვლი გვერდს.
მარცხნივ: Yves Rocher, მარჯვნივ: Essie, რომელიც ბევრად ცნობილი ამერიკული ფირმაა, მაგრამ მე საერთოდ არ მომეწონა.
აი ასეთი ამბებია :-)
ბონუსად, ეს ფოტო:
ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ!!!




6 comments:
სოფიეე შენც ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებ შენს ლამაზ ოჯახთან ერთად <3
მადლობა კარგი რჩევებისათვის :*
rogor mikvarda iv roshe :)
axla saertod agaraferi mikvars :D :D
body shops tu cavitxipnav xolme tanze.
ხატია, დიდი მადლობა.
სიამოვნებით.
ტომა, მეც აღარაფერი მიყვარდა კაი ხანს. ახლაც ზედმეტად სურნელოვანი რაღაცები არ მომწონს. აი ბოდი შოპის რაღაცები ძალიან ცხიმიანია, თუ მე მეჩვენება და საშინლად არ მომწონს :-(
სოფი, ამ პოსტში ყველაზე მეტად შენი ფრჩხილებით აღვფრთოვანდი, უნდა ვთქვა :)
ივ როშეს ტონალური მიყვარს ძალიან, რაღაცნაირი ფიჭის სუნი აქვს და რომ ვისვამ, ვტკბები ხოლმე : ))
დრიუ რა კარგ ფორმაშია და რა კარგი მაისური აცვია!
ki dzalian cximiania da magitom momcons. kani iseti mshrali makvs (axla gansakutrebit)rame tu ar cavitxipne "napralebi" chndeba.
ნატალია, დიდი მადლობა.
აუ, ჩემს დეიდაშვილ ლილუს გავუგზავნე ივ როშეს ტონალური და ზუსტად ასეთი რეაქცია ჰქონდა, ძალიან მოეწონა. მე არ ვხმარობ ტონალურს და ამიტომ არ ვიცი.
მეც მინდოდა ასეთი მაისური და ნამეტანი ძვირია :-(
ტომა, გასაგებია. ისე კარგი სუნები კი აქვთ.
Post a Comment