Wednesday, February 4, 2015

ანდაზებიანი პოსტი თებერვლისა



"რასაც დათესავ, იმას მოიმკიო" - მოკლედ რომ ვთქვა.

ამასობაში თებერვალი მოვიდა.
ანუ დადგა და ხეში წყალი ჩადგა.

დღეს ანდაზების დღე მაქვს, როგორც ხვდებით. ჩემი დეიდაშვილი სულ დამცინოდა, ბებიაჩემივით ანდაზები გიყვარსო. მერე მე ვიცინოდი, "ამელიში" რომ არის ამელის კოლეგა, თითების ტკაცუნი რომ უყვარს და ნინოს ანდაზებში რომ სცდის. მგავს ძალიან ეგ ქალი.
მიყვარს ანდაზები ანუ შეიძლება ითქვას, გიჟი ვარ ანდაზების და დღეში რამდენიმე რომ არ ვთქვა, ის დღე დღედ არ მიმაჩნია.


:ლოლ:

ძალიან შეშლილი პოსტი გამოდის, ხო?

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ადრე ვთქვი, მორჩა, მთარგმნელობით კარიერას აღარასოდეს მოვკიდებ-მეთქი ხელს (რაღა კონსტანტინე გამსახურდიას სტილი და რაღა - ჩემი), მაგრამ რა ვქნა, რომ პროექტი საინტერესო იყო და ანაზღაურებაც.
მაგრამ, როცა შენს ერთ ნათქვამს დაარღვევ, იმას მეორეც მიჰყვებაო... (ახლა ამაზე ანდაზა აღარ მახსენდება). არასოდეს დაიჭირო საქმე პოსტსაბჭოთა ხალხთან-მეთქი, ამასაც სულ ვამბობდი, მაგრამ ახლობელის ახლობელი რომ გთხოვს, უარის თქმა ჭირს.
მოკლედ, პროექტი გამოვიდა, ყველა კმაყოფილი დარჩა ჩემ გარდა :დ იმიტომ, რომ ხელფასი ერთი თვის დაგვიანებით გადამიხადეს. რა ჰქვია ახლა ამას?

მაგრამ არც ამაზე მინდოდა საუბარი.


ჩემი ბურთულები იზრდებიან სწრაფად. ეზრა მუსიკაზე მივიყვანეთ. გაკვეთილზე რომ მიმყავდა, ისეთი სასაცილო შეგრძნება მქონდა.
30 წლის ხომ ვარ და ვარ, მაგრამ დილით რომ ვიღვიძებ, ამას ვერ ვგრძნობ. ხან მგონია, ისევ თბილისში ვიღვიძებ, ჩემს მზიან ოთახში, საწოლის მოპირდაპირე კედელზე დრიუ ბერიმორის შავ-თეთრი სურათი მიკიდია და ისევ 20 წლის ვარ. არ ვიცი, რამდენად აგიხსენით ეს შეგრძნება, მაგრამ ადამიანი თურმე მხოლოდ ფიზიკურად იზრდება, სული იგივე რჩება მარად და მარად. 
აარონი კიდევ - მალე ერთი წლის გახდება. ყველაზე მეტად ეზრა უყვარს და სიმაღლეებზე აცოცება, მერე იქიდან კატასავით გადმოხტომა. ისევ ლურჯი თვალები აქვს და მზისჩასვლისფერი თმა (დღეს გამსახურდია გადამეკიდა სასწაულად).

აქ წესით ფავორიტი პოსტები უნდა იყოს, მაგრამ ბოლო პერიოდში საერთოდ არ მეცალა გულით წამეკითხა ბლოგები. ნატას "ნაგერალა" მომეწონა ძალიან და ტომას ეს პოსტი.

ბედნიერ და წარმატებულ კვირას გისურვებთ!!!

7 comments:

Keti said...

წარმატებები, სოფი. იმედია, უკეთესი შემოთავაზებები გამოჩნდება დროული ხელფასით

ეზრა სიმღერაზე მივიყვანეთო, არადა, ასე მგონია, გუშინ დაიბადა :) რა მალე გარბის დრო...

ბედნიერ კვირას გისურვებ :*

Toma said...

xelfassi dagvianebas qvia oficialurad upasuxismgebloba chem enaze ki trakoba :D :D

ra male gadis dro, TiTqos guSin iyo aaronze rom dawere gachndao, arada turme ukve erti wlis xdeba.

ise ert andazasac movishvlieb "arasodes tqva arasodes" :D :D

Unknown said...

სოფი, უკვე "სამუსიკო" ბიჭები გყავს? მაგარია ^_^
იქაც არის ხელფასების დაგვიანების პრობლემა? სამწუხაროა...
პ.ს. შენ სიტყვებში ისეთი ნოსტალგია იგრძნობოდა , უჰ

ბედნიერ კვირადღეებს გისურვებ !

Anonymous said...

უჰ, სოფი, მგონი შენი ბრალია ამ ბოლო ხანებში "შვილი მინდა" იდეა კიდევ უფრო რომ ამეკვიატა :D

Sophie שרה Golden said...

ქეთი, მადლობა.
ხო, ზუსტად ასეა მართლაც. ჯერ 3 წლისაც არ არის, მაგრამ მაინც გარბის დრო გიჟივით :-)

შენც ასევე, ჩემო საყვარელო ქეთი, ბედნიერი კვირა გქონოდეს!

ტომა, კი ეგრე ჰქვია ნამდვილად :დ
ხო ვიცი. აარონი ძალიან სწრაფად გაიზარდა მართლაც. ახლა ვხვდები, ბევრი შვილები რომ ჰყავთ და ვერც ხვდებიან, როგორ იზრდებიან :დ
კაკ რაზ, ეგ ანდაზა მოუხდებოდა ამ პოსტს, მადლობა, რომ გამახსენე.

მაგა, ხო თითქმის :დ უბრალოდ, ეზრას 6 თვიდან ვერ ვაჩერებთ, სულ მღერის და სმენაც აქვს.
არ არის აქ ეგ პრობლემა, რას ამბობ. გერმანელი ვერც დაიჯერებს ამას. რუსულენოვანი პროექტი ვთარგმნე და ამიტომ დამიგვიანეს ხელფასი :დ
მიხარია, რომ დაინახე ჩემი ნოსტალგია...
შენც ასევე!!!!!

Sophie שרה Golden said...

თამთა, ჰაჰა!!! რა კარგია, რომ ეგრეა მაგრამ დღეს ისე გადამრიეს, ერთი სული მქონდა, როდის დაიძინებდნენ და დამასვენებდნენ :დ

Kate said...

ვა ვა ეზრა ნახე რა, ყოჩაღ.

მე ჩემს დისშვილს ვაცეკვებ ხოლმე ერთად ვხალისობთ ამაზე. :D