ეზრა სამი წლისაა უკვე. ბაღშიც დადის.
მეც დავდივარ, იმიტომ რომ კეთილი განგების წყალობით იმავე ბაღში დავიწყე მუშაობა. ეზრას ჯგუფსაც ვასწავლი კვირაში ორჯერ.
ბავშვები ყოველთვის მიყვარდა და მათაც ვუყვარდი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ემოციურია ჩემი მათთან ურთიერთობა. ყველა ბავშვი ოჯახის სარკეა, როგორც ამბობენ, მოდიან და თავიანთი მშობლების ურთიერთობიდან დატოვებული ემოციები მოაქვთ, თავისი საქციელით გამოხატავენ იმას, როგორც მათ ექცევიან. ისეთი სასწაულია იმის დანახვა, თუ როგორ ოჯახებში იზრდებიან, როგორ ეპყრობიან მათ მშობლები.
საინტერესო სამყაროა საბავშვო ბაღი.
მე თვითონ არასოდეს მივლია ბაღში და სიმართლე გითხრათ, აქამდე არც მჯეროდა, რომ საჭირო იყო. იმ დღემდე, სანამ ჩემმა უჭკვიანესმა მეგობარმა არ მომწერა დიდი და დაკვირვებული წერილი და რაღაცებს ნათელი არ მოჰფინა.
ვიცოდი აქამდეც, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური მომენტია, ადამიანებმა ხომ ყველაფერი ვიცით, თუმცა როცა გვეუბნებიან, ამას მერეღა ვამჩნევთ.
მე თუ ვიქნებოდი სხვანაირი, საბავშვო ბაღში რომ მევლო? აუცილებლად.
მაგრამ მაინც მიხარია, რომ არ მივლია და სხვანაირი ვერ გავხდი :ლოლ:
სამაგიეროდ, მინდა ეზრაც და აარონიც ჩემზე უკეთესები იყვნენ, საზოგადოებაში ინტეგრირებულები, ძლიერი ნებისყოფის მქონე და ცხოვრებით კმაყოფილები, რადგან სხვა შემთხვევაში ჰოლდენ კოლფილდიზმი ძალიან გააწვალებთ.
9 comments:
ძილის წინ სოფის ახალი პოსტი, ომ ნომ ნომ ^^
მე დავდიოდი ბაღში და ძალიან კარგად მახსენდება ეგ პერიოდი (რისი დამახსოვრებაც მოვახერხე)... თუმცა, როგორც დედა მიყვება, ბაღამდეც ძალიან კონტაქტური ვყოფილვარ, ასე რომ, არავითარი ტირილები და "დედა მინდა", მიმიყვანეს თუ არა "ზილინას" თამაშში ჩავბმულვარ :)
აი, ჩემი ძმა კიდევ პირიქით იყო - იმდენი იტირა, სანამ ჩემს ჯგუფში არ გადმოსვეს. მერე მე მიწევდა ხოლმე მისი მიხედვა. ჩვენზე პატარა იყო და "ჩანჩალა". ჭამას რომ მოვრჩებოდით, ამის სუპს ჯერ არაფერი აკლდა ხოლმე. მერე მე ვეჯექი და კოვზით ვაჭმევდი :)
ჰო, მართლა, მეც ბავშვებთან ვმუშაობ ახლა (ოღონდ ცოტა მოზრდილებთან - 7-12 წლისები) და აბსოლიტურად გეთანხმები, რომ მათზე თავიდან ბოლომდე აისახება ოჯახის სიტუაცია... თუმცა საკუთარ გავლენებსაც ვამჩნევ ხოლმე და ძალიან მაგარია, როცა რაღაც სასიკეთოსკენ უბიძგებ. მაგალითად, ჩემმა ერთმა მოსწავლემ ჩემი რჩევით ბლოგი გააკეთა და პირველ პოსტში "უფროს მეგობრად" მომიხსენია, რომელიც "ბევრ რამეში დაეხმარა"...
სამყაროს ბლოგი დაარქვა და ჩემნაირი, გალაქტიკის დიზაინი გაუკეთა: https://samyarosblogi.wordpress.com/2015/03/28/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D/ That was something <3
სოფი, რა კარგი ამბავია, რომ ეზრა ბაღში დადის და შენც გვერდით ჰყავხარ! :)
მე ბაღზე საშინელი მოგონებები მაქვს. სულ ვტიროდი.
glocav sofi!! dzalian gamexarda mushaoba rom daicke!
pwawuna aaroni sadaa Shen rom mushaob mashin?
arc me mivlia sabavsho bagshi, arc chem da dzmas. vfikrob rom bevri ram ar dagvaklda amit mxolod imitom rom pataraobisas italiur ezoshi vcxovrobdit da bavshvebit iko savse ezo :)
sxvagvarad rom gvecxovra, gamoketili saxshi marto albat bevri dagkvaldeboda.
eriks mivikvan baga bagshi.ase 14-16 tvis rom ikneba. araa kai ase adreulad mikvana, magram mainc. an kdiev attilas mshoblebs vtxov da isini darchebian bavshvtan (tumca es varianti ar momwons dzalian, depresiuli xalxia dzalian)
თამთა, აი შენ როგორც აღნიშნე, მანამდეც კონტაქტური ვიყავიო, მეც სულ მჯერა, რომ ადამიანის ბუნებაში დევს ყველაფერი და სადაც არ უნდა მიიყვანო, ვერ შეუცვლი ტემპერამენტს. შეიძლება ოდნავ გაასოციალურო, მაგრამ ინტროვერტს ექსტროვერტად ვერ აქცევ, რაც არ უნდა უქნა, საკუთარი გამოცდილებით ვამბობ :დ
ბავშვებთან მუშაობას კიდევ არაფერი ჯობია ამქვეყნად. მიხარია, რომ შენც მოგწონს.
წარმატებებს გისურვებ.
ახლა გადავედი ამ ლინკზე, რა კარგი გოგოა.
ნატალია, ეზრასაც არ მოსწონს დიდად და როცა უნდა წავიდე, სულ თვალცრემლიანი მეუბნება, არ წახვიდე, მასწავლებელი წავიდეს, შენ ჩვენთან დაჯექი ხალიჩაზე და ვიმღეროთო (ჩემი სამსახური ბაღში ესაა: იატაკზე ვსხედვართ უმეტესად და ვმღერით :ლოლ: ) :-/ უff! ძაან რთული ყოფილა ბავშვის ბაღში მიყვანა, მე თვითონ ვერ მივჩვეულვარ ჯერ და პატარასთვის, საერთოდ, სამყაროს თავდაყირა დადგომის ტოლფასი უნდა იყოს ალბათ...
ტომა, მადლობა.
აარონი ბებიასთან რჩება. მე დილის 9-დან 12-მდე მაქვს საათები და ამ დროს ზუსტად სცალია, მადლობა ღმერთს, კარგად გამოვიდა. მერე სახლში რომ მოვდივარ, საერთოდ აღარ მცილდება და მანამდე რომ სულ სირბილშია ხოლმე, მერე ხელში აყვანილი უნდა დამყავდეს :დ
აარონი არის ახლა ზუსტად 14 თვის, 2 წლამდე არ მინდა მიყვანა, მაგრამ ვნახოთ. მე მგონია, რაც უფრო ადრე მივა ბავშვი ბაღში, უფრო ადვილად მიეჩვევა.
ხანდახან დაუტოვე შენს in-law_ებს, ერიკი სულ დაავიწყებთ დეპრესიებს და ყველაფერს, ისე არბენინებს მთელი დღე :-)
ჩემი ქმრის მამა რომ დაიღუპა, ეზრა 7-8 თვის იყო და თავის ბებიას საერთოდ არ აცალა დარდი და დეპრესია, ისე ამხიარულებდა და ავიწყებდა დარდს. ბავშვები სასწაულები არიან. სცადე აბა :-)))
ra kargad ackobila sofi! dzalian mixaria!
xandaan ver davutoveb, tu gadavckvitav unda chmaovidnen da darchnen sami otxi tvit :) anu an kvelaferi an araferi :D
socializaciis tvalsazrisit araa cudi adre mikvana, magram fiziologiuri tvalsazrisit - imunitetis gamo araa rekomendirebuli. eriki tu naxevarze meti saxlshi iko avadmkofobebis gamo (da ase ikneba bagshi patara tu mivkvane) ra azri akvs chem mushaobas.
ბაღში დავდიოდი, კარგი მოგონებები მაკავშირებს :) მიყვარს იმ ფოტოების დათავლიერება, რამდენი ჩავუვლი იმ ბაღს სადაც დავდიოდი, მუდამ მახსენდებს იქ გატარებული ბევრი სასიამოვნო მომენტები :)
ჩემი გოგო ბაგაში დამყავს, უფრო გახსნილია და ბევრი რამ იცის უკვე ჯერ 2 წლისაც არ არის. ვფიქრობ ბაღს თავის ბევრი დადებიტი მხარე აქვს და თუ ბავშვი ივლის ძალიან კარგი იქნება :)
ტომა, მართალი ხარ! პირველი ორი კვირა აარონი სულ ავად იყო, ეზრას ცოტა წამოახველებდა ბაღიდან მოტანილი მიკრობებიდან და ეს კიდევ იტანჯებოდა.
ხატია, რა კარგია, რომ ასეთი დადებითი მოგონებები გაქვს ბაღთან დაკავშირებით და შენს გოგონასაც მოსწონს.
მე არ მივლია საბავშვო ბაღში, არც მუსიკალური შვიდწლედი დამიმთავრებია (რაც ყველას სძულდა) და ძალიან მაწუხებს დღემდე ეს ფაქტები. თითქოს სრულყოფილი არ იყო ჩემი ბავშვობა ამის გამო :))
დაჯი, სულაც არა, ნუ გგონია ასე.
არც მე მივლია ბაღში და არც შვიდწლედი დამიმთავრებია, ჰოდა პირიქით, თავი უფრო ორიგინალური მგონია :ლოლ:
Post a Comment