Wednesday, May 6, 2015

არაეგოისტური გამოსვლა

მომენატრა ჩემი ბლოგი.

სავარაუდოდ, ეს ჩემი თავის მონატრებას უფრო ნიშნავს, რომელსაც ბოლო პერიოდია, ძალიან ცოტა დროს ვუთმობ.
მინდა, ჩემს ოჯახთან მეტი დრო გავატარო, ჩემი ბაღის ბავშვებს საინტერესო აქტივობები მოვუმზადო, მერე გემრიელი ნამცხვრებიც ჰქონდეთ ეზრას და აარონს საღამოს რძესთან და ბოლოს, ცოტა ადრე დავიძინო, რომ დილით მხნედ ავდგე.

ასე გადის დღეები და თვეები...
მტკიცედ მჯერა, თქვენც იცით, რომ ყველაფერს თავისი ეტაპი აქვს.
ჩემი ცხოვრების პირველი 26 წელი სასწაულად დამოუკიდებლად გავატარე, მოგზაურობაში, საკუთარი თავისა და სხვების შეცნობაში (ეს ისევ გრძელდება), წარმატებებსა და მარცხებში. ამიტომ ახლა მჯერა, რომ ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი ჩემს შვილებს უნდა დავუთმო, რომლებიც ძალიან პატარები არიან და დედა ყოველ ნაბიჯზე სჭირდებათ (მიუხედავად იმისა, რომ ეზრას თავი დიდად მიაჩნია, დამოუკიდებლად ჭამს, იცმევს, კბილებს იხეხავს და ელოდება, როდის გახდება იმხელა, რომ ქუჩაში ხელჩაუკიდებლად ვიაროთ :-) ).


Mama სოფის დაგვიანებული საუზმე

ფიზიკური დაღლაც გრძელდება, როგორც ყველა დედის ცხოვრებაში, მაგრამ ისე აღარ, როგორც პატარების პირველ თვეებშია ხოლმე. ახლა, ვგრძნობ, რომ ჩემი დაღლილობა უფრო მენტალურია, რადგან სულ იმაზე ვფიქრობ, სწორია თუ არა ჩვენი აღზრდის მეთოდები, იქნებ უფრო მკაცრები ან უფრო რბილები უნდა ვიყოთ? იქნებ უფრო მეტად უნდა დავაძალოთ რაღაცები? ან პირიქით, იქნებ თავისუფლად უნდა ვანავარდოთ?
ჩემი გერმანელ-ირლანდიელი მეგობარი, რომელიც 7 შვილის დედაა და ახლა მერვეს ელოდება, 38 წლისაა და ამ დროს, მოდელივით წერწეტა, მამშვიდებს ხოლმე, რომ ყველა მშობელს უჩნდება დანაშაულისა თუ დაუკმაყოფილებლობის გრძნობები.
ყველა ადამიანი, ოჯახი და შესაბამისად, ბავშვები განსხვავებულია ერთმანეთისგან, ყველა თავად პოულობს თავის შესაფერის მეთოდს და ასე ცხოვრობს.
რაც ყველაზე მთავარია, ავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მშობლებს ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის, ეყვარებათ და არასოდეს უარყოფენ. თუმცა ამავე დროს, უნდა გაიზარდონ მშობლების პატივისცემითა და რიდით, ისევე როგორც სხვა ასაკოვანი ადამიანებისა.

ბოლოს და ბოლოს, ათ მცნებაში არავინ გვავალებს შვილების სიყვარულს :ლოლ: აი, შვილებს კი გვავალდებულებს, დედა და მამა გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ.
საბოლოოდ, კი ყველაფერი "ჯაჭვურრეაქციურია", არა?

მოიცა, ეს პოსტი სულაც არ უნდა ყოფილიყო აღზრდის მეთოდებზე, ჩემს თავზე მინდოდა ორი სიტყვის თქმა და სულ დამავიწყდა.
აი, ხომ გეუბნებოდით, დედობა იმისთვისაა კარგი, რომ ეგოიზმის ნატამალიც აღარ დაგრჩება-მეთქი.

ბედნიერ დღეს გისურვებთ!!! 

ვიმედოვნებ, მალე შევძლებ კიდევ ახალი პოსტის დაწერას.
მოკითხვა ჩემი ბურთულებისგან, რომლებსაც მთლად ბურთულებსაც ვეღარ დავარქმევ, ისე გაიზარდნენ და შეიცვალნენ :-)

11 comments:

Rode said...

ჩვენც აქ ვართ <3

Toma said...

dges vlaparakobdit mshobelta jgufshi bavshvis agzrdaze. bolos chemtvis erti daskvna gavakete - bednieri viknebi tu eriks ise avgzrdi rom bednieri da shemdgari kaci iqneba, da misi es bediereba sxivs ubedurebaze, warumateblobaze da a,S, ar ikneba dafudznebuli.

esaa da es.

Sophie שרה Golden said...

როდე, რა კარგია, მადლობა! :-)

ტომა, ნამდვილად. გეთანხმები 100%.

Anonymous said...

sopi am bolo dros sul eseti azrebi macuxebs titqos ragacas vakleb chems 2 clis da cxra tvis bichs,xandaxan vpiqrob arascorad xom ar vzrdi dzaan xo ar vusruleb kvelaperstqo..:)martla dzneli kopila shvilis agzrda:)ogond sopi martla mainteresebs rogor miagcie imas rom ezra ukve tviton icvams da ixexavs kbilebs?dzaan magaria!magram ra mikvirs deda kavs iseti rom sheudzlebelia sxvanairad ikos...pativiscemit sheni ertguli mkitxveli gvantsa

Anonymous said...

არ ვიცი რატომ ფიქრობ საკუთარ არაეგოისტურობაზე, მაგრამ მე მგონია:
არაფერია იმდენად დიდებული მასშტაბის ეგოიზმი, რამდენადაც შვილზე ზრუნვაა.
ამ დროს ხომ მშობლები საკუთარ მომავალზე ზრუნავენ, იმ ნაწილაკზე, რაც მათი გადაუმუშავებელი, დასარჩენად გამზადებული უჯრედებისგან შეიქმნა. შესაბამისად, შვილზე ზრუნვა აწმყოზე მეტად მომავლის ცხოვრებაზე ორიენტირად მიმაჩნია.
რაც შეეხება შენი ბაღის ბავშვებს, წერდი, რომ ძალიან ეტყობოდათ ოჯახი, მშობლების ურთიერთობის მატარებლები იყვნენ. ამიტომ მოხარული ვიქნები თუ მათზე უფრო ვრცლად დაწერ. გაგვაცნობ მათ ინდივიდუალობას.

Sophie שרה Golden said...

გვანცა, როგორ მესმის შენი.
ასეთი აზრები, ალბათ, დედებს ყოველთვის შეგვაწუხებს და ძალიან კარგია. ვფიქრობ კარგი შვილების აღზრდაში დაგვეხმარება.
იქნებ ამაზე მერე ვრცელი პოსტი დავწერო და ახლა მოკლედ გეტყვი.

შეიძლება ეზრას დამოუკიდებლობაზე იმანაც იმოქმედა (გარდა მისივე დამოუკიდებელი ხასიათისა), რომ 2 წლის ხდებოდა, როცა აარონი შეგვეძინა და შესაბამისად, ეზრა გახდა უფროსი ძმა :-) მოემატა პასუხისმგებლობები და ეჭვიანობა რომ არ დაეწყო პატარაზე, ვიფიქრეთ, რომ "დამხმარე" უნდა გამხდარიყო. სიამოვნებით დაიწყო პამპერსის მოტანა-წაღება და ნაგვის ყუთში ჩაგდება, ტანსაცმლის მოტანა, აარონისთვის სიმღერა, როცა ტიროდა და მე ამ დროს, ბოლოს და ბოლოს, ტუალეტში მჭირდებოდა შესვლა :დ
და მერე აუცილებლად შექება! ზოგჯერ საჩუქარიც, რომ აი, შენ დიდი ბიჭი ხარ, დედიკოს და მამიკოს ეხმარები, პატარა ძმას ყურადღებას აქცევ და ამიტომ მიიღებ საჩუქარს.

შენი ბიჭუნაც შეგიძლია თამაშ-თამაშ დაიხმარო, სარეცხის მანქანაში ერთად შეაწყოთ სარეცხი, მერე ერთად გამოიღოთ და გაფენაში მოგეხმაროს, "შპილკები" მოაგწოდოს.
"პეჩენიების" ერთად გამოცხობა ჩვენი საყვარელი აქტივობაა, მაგალითად. ცომს ვაკეთებ ბევრს წინასწარ, ნაწილ-ნაწილ ვყინავ და მერე ეზრასთან ერთად ფორმებით ვჭრით და ვაცხობთ.

მაღაზიიდან მოხვალ და პროდუქტების დალაგებაში მიიხმარე, თუნდაც ზოგჯერ ჩაუვარდეს, გაუტყდეს, არაუშავს, ყველას მოსდის, შეაქე, როგორი დედას დამხმარე და დიდი ბიჭია.

კბილების გახეხვას რაც შეეხება, ჯერ თვითონ იხეხავს და მერე მე "ვუმოწმებ" როგორც წესი :დ
ტანსაცმელსაც ხშირად უკუღმა იცვამს, ან არასწორად, მაგრამ მერე რა, მთავარია ცდილობს და მერე თუნდაც ხელმეორედ გამოცვლა რომ დამჭირდეს, ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი მოთმინება და ყველაფრისთვის მხიარულად შეხედვაა.

გვანცა, ბედნიერი დედა იყავი და მოსიყვარულე, კეთილი და შრომისმოყვარე შვილი გაგეზარდოს!!!

Sophie שרה Golden said...

მერცანაბლუმ, იცი რა, ქვეცნობიერის დონეზე იქნებ ასეც იყოს, მაგრამ ეგოიზმი მაინც სულ სხვა მგონია.
ჩემს მომავალზე ნაკლებად ვფიქრობ, უფრო ჩემი შვილებისა და სხვების კეთილდღეობაზე.

ჰაჰა ძაან "დედურ" რამეს გეტყვი და მერე გამიხსნებ :პ აი, გახდები შენც დედა თავის დროზე და ნახავ :პ

Anonymous said...

ugrmesi madloba sopi..dzaan kargi rchevebia mitumetes mec oqtombershi velodebi meore bichs:)sheni postebi dzaan mexmareba..gvantsa

Toma said...

Merzannablume - sanam shvili mekoleboda dagetanxmebodi. axla shvili rom mkavs msubukat rom gitxra ar dagetanxmebi. dznelia axsna ra da rogor, monia rca shvili gagichndeba tavad mixvdebi mere.

dedobashi aris aracnobieri ragac, cxoveluri instinqti agzardo sheni shtamomavali. da instinqtebze tu davalt iq agaranairi momavalze zrnva araa. esaa dedbobis, gamravlebis instinqti da mere shvilis gazrdis instinqti.

liriuli gadaxveva : chem momavalze imit vzrunav rom vmushaob tavdauzogavad. aravis kiserze rom ar viko chamokidebuli roca davberdebi. chem shvils tu gexardeba da xandaxan oxuc mshoblebs tu moikitxavs xom kai, tu arada er davaveldebuleb verafershi. mtavaria tviton ikos kargad!

Anonymous said...

ძმის შვილი მყავს. როცა რამეს ვყიდულობ, რაც გაახარებს, მე ორმაგად მიხარია მისი სიხარული. როცა ტირის ან რამე აწუხებს, მე მასზე ხანგრძლივად ვწუხვარ ამაზე. ამიტომ მგონია, იმიტომ ვხდი კარგად, რომ მე მის გამო უფრო კარგად ვიყო. :დ:დ

Toma said...

eg aris nazavi empatiisa, smpatiisa da siyvarulisa Ö= she tu ginda egiozmi daarqvi Ö=