ესაა და ეს, როგორც ყოველთვის ცხოვრებაში.
ბლოგები აშკარად უკვე წარსულია, არც ჩემი ბლოგის წერა მინდება და არც სხვების წაკითხვა.
აი,
ჰარპერ ლის ახალ, კონტროვერსიულ წიგნს როცა წავიკითხავ, ნამდვილად დავწერ მასზე. მაკანკალებს ამის გახსენებაზეც კი.
ბედნიერი კვირა გქონოდეთ!!!
ჩემი ერთგული მკითხველები, რომელთაგან ბევრი უკვე მეგობარიც კი გახდა, ძალიან მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს ყურადღებას. დიდი მადლობა!!!
4 comments:
აი, მე კი ვერაფრით მოვიბეზრე ვერც ბლოგების წერა და ვერც კითხვა !
ბედნიერი კვირა შენ, სოფი :)
სასწაულად მინდა ეგ წიგნი :) იმედია მექნება :)
რაც შეეხება შენს უგუნებობას ბლოგერულ ამბებთან დაკავშირებით, მე მაინც ვფიქრობ რომ დროებითია, რამდენი ხანია შემოვიხედებიხოლმე და ველი შენს პოსტებს... ჰოდა აწიც დაველოდები... თუ არ გეწერება არც უნდა წერო, მაგრამ რატომღაც მგონია რომ შენნაირ ადამიანს კიდევ ბევრი დაეწერება... უბრალოდ ყველას სჭირდება ამოსუნთქვა და ყველაფერს სჭირდება განწყობა...
თუმცა ჩვენი ანუ შენი მკითხველების ბლა-ბლა-ბლა მაინც არაფერია... მთავარია შენ რა გინდა :)
პ.ს. როგორ დავიჯერო სხვას თუ არაფერს, შენს ბარტყებზე მაინც აღარ მოგვიყვები?!
მე სულ მახსენდები და სულ შემოვდივარ, მაპატიე რომ კომენტარებს არ გიწერ. I've been having hard times.
მინდა რომ წერო, და ყველას მოანდომო ბედნიერება და სიკეთე, ისე როგორც ამას ადრე აკეთებდი.
<3
ანა
shenc aseve! bednieri kvira <3
Post a Comment