მაგრამ დრო არ მაქვს.
მომწერეთ ვინმემ რამე, რა :-))) კითხულობს ვინმე ამ ბლოგს, ან კაციშვილს თუ ახსენდება, როცა მე თვითონ არ გამხსენებია კაი ხანია.
ვფიქრობ, ახლა წავალ და ყავას დავლევ, მიუხედავად იმისა, რომ გვიანია.
ნახვამდის და ღამე მშვიდობისა, როგორც კრის მარტინი იტყოდა.
განწყობისათვის: ჩემი ბიჭების ფერმა ბიბლიური დავითის მოტივებზე :-)



10 comments:
აქ ვართ და გწერთ წერილებს, ვწერთ ჩვენს თავებსაც და ვირტუალურ მოგონენებებსაც.
მეც აქა ვარ :) და მიხარია ხოლმე როცა აქ რაღაც მხვდება.... რა მოგწერო აბა?! ბათუმში ცხელი და მწველი მზე ანათებს დღეს დილით, ჩემი სამუშაო მაგიდასთან ფანჯრიდან კარგად სჩანს როგორ მიდიან ზღვასთან "სალიცლიცოდ" ადამიანები... მე კიდევ ვზივარ, საპასუხო მეილები დავაგზავნე უამრავი, კიდევ ბევრი გაწერილი საკითხის შესრულება მომიწევს დღეს და ენერგიული უნდა ვიყო... მაგრამ, ახლა 5 წუთს "ვიპარავ" და უცებ მახსენდება რომ ჩემს ყავას ახლა ერთი–ორ ბლოგზე შეჭყეტა მოუხდებოდა :) ჰოდა ჰოი საოცრებავ, მოკლედ შოკოლადის ნატეხებივით მივაყოლე შენი რამოდენიმე წინადადება ყავას.... კარგ დღეს გისურვებ სოფი, ბევრ ჩახუტებას გიგზავნი შენც და შენს პატარებსაც...
ხშირად წერე ხოლმე თუნდაც შოკოლადის ნატეხებივით პაწაწუნები :)
როდე, ხო, შენი პოსტები რამდენი დამგროვებია წასაკითხი... უხ! ჩავუჯდე ერთი და დაგბომბო კომენტარებით.
კუშიკო, რა კარგი ხარ! შოკოლადის ნატეხებიო, რა ლამაზად თქვი. ენერგიულ და ბედნიერ დღეს გისურვებ, აი, მიზეზის გარეშე ბედნიერი რომ ხარ ადამიანი და გახარებული.
ყველანი აქ ვართ, სადღაც ბლოგებს შორის დავშრიალებთ და გვგონია, რომ ჩვენს გარდა არავინ დარჩა ♥
არ მოდუნდე სოფი! არ დაგანებებთ დანებებას ^_^
აი , მე დღეს ვნახე , რომ სოფის ახალი პოსტი დაუწერია :)
aq vart sopi or dgeshi ertxel vamocmeb xom ar aqvs axali postitqo martla ogond...cere ra dzaan gelodebit da gvikvarxart....ertguli mkitxveli gvanca
მე ვკითხულობ თან უკვე წლებია :)
ჩორვენ, მიყვარხარ შენი დრედებით! :-)))
ირი, მომენატრა შენი ლამაზი პოსტები მეც.
გვანცა, დიდი მადლობა!!! შენთვის ბრაუნის რეცეპტი არ დამვიწყებია, კომპიუტერის ჩართვას ვერ ვახერხებ, ეგაა.
თამთა, ძალიან მიხარია, დიდი მადლობა!!!
როგორ მომნატრებია ეს გოგო .
დაჯი, რომელი გოგო? :-დ :-პ
Post a Comment