Wednesday, April 23, 2008

წიგნების გამოფენა და წიგნისმოყვარულთა დაჯილდოება











თბილისის ცენტრში, პუშკინის სკვერში, წიგნის დღესთან დაკავშირებით დღეს დილიდან დაიწყო სხვადასხვა წიგნების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენილი იყო თბილისის თითქმის ყველა გამომცემლობის წიგნები.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ კი დააჯილდოვა ცნობილი "წიგნისმოყვარული" სახეები, რომლებმაც 500 ლარის ვაუჩერი მიიღეს გამომცემლობისაგან, ხოლო ნომინანტებმა - 100 ლარის ოდენობის ვაუჩერი.
წლის გამარჯვებულებში, როგორც "ყველაზე წიგნისმოყვარული" ადამიანები აღმოჩნდნენ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი დავით პაიჭაძე, პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი და ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე. ნომინანტებს შორის კი იყვნენ ჟურნალისტები ია ანთაძე, ლაშა ტუღუში, პოლიტიკოსი აკაკი ასათიანი და სხვები. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა ქალაქის მერი გიგი უგულავა, გამომცემლობის ხელმძღვანელობა, რომლებმაც გადასცეს ჯილდოები.
წიგნები დიდი რაოდენობით გაიყიდა, განსაკუთრებით საბავშვო ლიტერატურა. ამინდის შესაბამისად პუშკინის სკვერი სავსე იყო ჟურნალისტებით, წიგნისმოყვარულებითა და უბრალო ცნობისმოყვარე ადამიანებით.



(c) სოფი გორელაშვილი

No comments: