24 აპრილს, 10:30 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის კინოდარბაზში გაიმართა ჟურნალისტთა სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. გამოცემის სახელწოდებაა: ინფორმაცია - საუკეთესო პრევენცია. სახელმძღვანელო შედგა და გამოიცა USAID-ის მხარდაჭერითა და MSCI-ს ექსპერტთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით და ეხება მედიაში ჯანდაცვის საკითხების გაშუქებას.შეხვედრას ესწრებოდნენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები, რომლებმაც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
შეხედრას ბევრი სტუდენტი ესწრებოდა, მიუხედავად უნივერსიტეტში მიმდინარე ლექციებისა. შეხვედრა ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა დავით პაიჭაძემ გახსნა, სტუდენტებს საქართველოში ამჟამად არსებული სიტუაციის შესახებ უამბო, თუ როგორ შუქდება სამედიცინო საკითხები. სახელმძღვანელოს ავტორმა ჟურნალისტმა და MSCI-ს ტრენერმა სოფო ხუციშვილმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას ტუბერკულოზის შესახებ და აუხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების სწორად გაშუქება მედიაში.
MSCI-ს ვიცე პრეზიდენტმა, ტუბერკულოზის ექსპერტმა ლუკ იანსენსმა ისაუბრა საქართველოში მისი თვალით დანახულ პრობლემებზე, რომლებიც არსებობდა მისი ჩამოსვლის დროს, 5 წლის წინ. მისმა ასოციაციამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ბევრი გააკეთა საზოგადოების ინფორმირებისათვის. როდესაც საზოგადოების გარდა ბევრ ექიმ სპეციალისტსაც ტუბერკულოზი უკურნებელი ეგონა
შეხვედრაზე სტუდენტების ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ისინი ისურვებდნენ, ხშირად ეწყობოდეს მსგავსი შეხვედრები, რაც მათ ხელს შეუწყობს პროფესიონალურად დაწერონ და ისაუბრონ ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა ტუბერკულოზი, შიდსი და სხვა. თავად შეხვედრის ორგანიზატორებმა შენიშნეს აუდიტორიის განსაკუთრებული დაინტერესება და სტუდენტების აქტიურობა, რაც იმაზე მიუთითებს და იმედს იძლევა, რომ მომავალი ჟურნალისტები განსხვავებულად შეხედავენ ჯანმრთელობის პრობლემებს, მეტად დაინტერესდებიან და ინფორმაციულად სრულ ცნობებს გადასცემენ საზოგადოებას.

1 comment:
isit ra? me tviton jurnalisti gaxlavart, tumsa sakartveloshi ar damimtavrebia JUR-FAKI... magram meubnebian rom isev "KOMUNISTEBIS" droindeli saxelmdzgvaneloti astavlian jurnalistebso.. es dzalian sudia... Ramodenimejer mivtsere Paitshadzes.. tkveni fuli ar minda... shamoval da frangul saxelmdzgvaneloebs shamogitant... ertad vatargmninot da astavlet .... metki magram... Paitshadzem ratomgats arasodes ar gamxada pasuxis girsi... ara da kartul jurnalistikas namdvilad shvela unda... me magalitad shems studentebs... vukitxav xolme statiebs kartuli gazetebidan...da veubnebi rom...es aris gamrudebuli jurnalistikis nateli magaliti... Georgs POPKHADZE
Post a Comment